20 წლის ასაკი
თუ გამოირჩევით ჯანმრთელობით და ეწევი აქტიური ცხოვრების წესს ეს ჩვევა გაგყვებათ მოწიფულობის ასაკშიც, თქვენი განრიგი უნდა შეიცავდეს ოცდაათ წუთიან დატვირთვას აერობიკით 5-ჯერ კვირაში. იმ შემთხვევაშიც კი თუ თავს არ თვლით ფიზიკურად სუსტ ადამიანად მნიშვნელოვანია გაზარდოთ კუნთის მასა - ეს გაზრდის თქვენს მეტაბოლიზმს და შეგმატებთ ძალას. ციკლური ვარჯიშები საუკეთესო ხერხია შეათავსოთ კარდიო და ფიზიკური დატვირთვა.
30 წლის ასაკი
30 წლის ასაკში თქვენი ნივთიერებათა ცვლა ნელდება, ანუ თქვენ გიჭირთ განთავისუფლდეთ ზედმეტი ცხიმისგან. რა თქმა უნდა ამ ასაკისთვის ადამიანს ემატება ვალდებულებები ახლობლებისა სა საზოგადოების წინაშე, მაგრამ ფიტნესი მაინც უნდა რჩებოდეს თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვან წესად. თქვენთვის იდეალური იქნება მაღალინტენსიური აერობული დატვირთვა (მაგალითად პერიოდული ვარჯიშები) და ძალისმიერი ტრენინგი. პილატესით დაკავება კვირაში ერთხელ დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ ელასტიურობა და დინამიურობა.
”რა თქმა უნდა ამ ასაკისთვის ადამიანს ემატება ვალდებულებები ახლობლებისა სა საზოგადოების წინაშე, მაგრამ ფიტნესი მაინც უნდა რჩებოდეს თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვან წესად.”
40 წლის ასაკი
40 წელი ეს ის ასაკია, რომელშიც სენ საფუძველს უყრი საკუთარ ჯანმრთელობას დარჩენილი ცხოვრების მანძილზე. იყიდე ე.წ. „ნაბიჯის საზომი“ და ყოველდღიურად გაიარე 10000 ნაბიჯი. კარდიო ვარჯიშების მიუხედავად, რომელსაც უნდა დაუთმო ექვსი დღე კვირაში, შეავსე ძენი განრიგი მძლეოსნური სპორტული იარაღით ვარჯიშით ან ჩაეწერე ფიტნეს ცენტრში, სადაც მიიღებ აუცილებელ კონსულტაციას და აარიდებ თავს ტრავმებს.
50 წლის ასაკი
ქალების უმრავლესობა ამ ასაკში ჰორმონალური ფონის ცვლილებებს განიცდიან, რასაც მივყავართ ცხიმგროვებამდე. ლამაზი წელის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ სავარჯიშო ბურთი, ხოლო იოგა დაგეხმარებათ იპოვოთ ბალანსი სხეულსა და გონებას შორის. მსუბუქი ჰანტელებით ვარჯიში დადებითად იმოქმედებს კუნთებსა და სახსრებზე და შეავსებს კარდიო ვარჯიშების ეფექტს.
60 წლის ასაკი და ზევით
როდესაც შენ აღწევ მოწიფულ ასაკს, მნიშვნელოვანია იზრუნო ძვლოვანი სისტემის მდგომარეობაზე. ცურვა და აკვა-აერობიკა არის მსუბუქი საშუალება იყო მუდამ ფორმაში. მათთვის ვისაც სახსრები აწუხებს მოუხდება ე.წ. „ ალპისებური სიარული“. ეს შესაძლებელია სხვადასხვა ფიზიკური დატვირთვის მქონე ადამიანებისთვის, ხოლო იმისათვის, რომ დავაბალანსოთ სხეული და გონება მოქნილობის შესანარჩუნებლად იდეალური იქნება ჩინური ტანვარჯიში ტაი-ჩი.