მანამდე სანამ ვარჯიშებს გამოიყენებ შენს პრაქტიკაში მოუსმინე რას ამბობს ორიფლეიმის კანის კვლევის ცენტრის დოქტორი ალენ მავონი: გამოკვლევებით დამტკიცებულია, რომ ვარჯიშები, რომლებიც შერწყმულია დაძაბულობასა და მოდუნებასთან, სტიმულირებას უკეთებს ფიბროპლასტებს და თავიდან იცილებს კანის ელასტიურობის დაკარგვას. ეს ტექნიკა ეხმარება კანს დარჩეს დრეკადი და ამით ინარჩუნებს ახალგაზრდობას. ჩემი რეკომენდაცია: რამოდენიმე წუთით ვარჯიში დღეში პლიუს კომპლექსური მოვლა (ისეთი როგორიცაა NovAgeUltimate Lift) – და შენ მიიღებ ახალგაზრდულ კანს!» |
1. ენის გასაჭიმი ვარჯიში
რისთვის არის სასარგებლო: ამ ვარჯიშის გაკეთებისას შენ არ იქნები მეტად მომხიბვლელი, მაგრამ ის დაგეხმარება შენ თვალის გარშემო ზონების სტიმულაციაში.
შესრულების ტექნიკა: ფართოდ გაახილე თვალები და აიხედე ზევით. გააღე პირი და მაქსიმალურად გამოყავი ენა ნიკაპის მიმართულებით. შეინარჩუნე ეს მდგომარეობა 10 წმ, შემდეგ დაუბრუნდი საწყის მდგომარეობას და გაომეორე.
2. “V”
რისთვის არის სასარგებლო: სავარჯიშო გეხმარება ებრძოლო კანის სიბერის ნიშნებს შუბლსა და თვალის გარშემო და ასევე ამცირებს, «ტომრებს» თვალის ქვემოდ და შეშუპებას.
შესრულების ტექნიკა: გაჭიმე საჩვენებელი და შუა თითი ორივე ხელზე ლათინური ასოს “V” ფორმით. დააჭირე შუა თითის ბალიშებით წარბების კუთხეებში ხოლო საჩვენებელი თითების ბალიშებით – შიდა კუთხეს. აიხედე ზევით და ასწიე ქვედა ქუთუთოები და აატრიალე თვალები. მოდუნდი. გაიმეორე ექვსჯერ.
3. შეიპინგი ცხვირისთვის
რისთვის არის სასარგებლო: ამყარებს კუნთებს სახის ცხვირის ნაწილზე და თავიდან იცილებს დრეკადობას..
შესრულების ტექნიკა: საჩვენებელი თითების დაბოლოებით დააჭირე ნესტოებს რამოდენიმეჯერ. დაძაბე ისინი თითქოს ცდილობ გახსნა. მოიცილე თითები. გაიმეორე რამოდენიმეჯერ.
4. თევზისებური სახე
რისთვის არის სასარგებლო: ეს ვარჯიში ამცირებს მიმიკურ ნაოჭებს და უბრუნებს კანს დრეკადობას ქვედა ყბის რაიონში.
შესრულების ტექნიკა: შეკუმშე ლოყები, ტუჩების ისეთი ფორმა მიეცი როგორიც "თევზისებურ" სახეს აქვს და ეცადე გაიღიმო. შეინარჩუნე სახის კუნთები 30 წამის მანძილზე, შემდგომ მოადუნე და გაიმეორე ხელმეორედ.
5. ზეცის ამბორი
რისთვის არის სასარგებლო: ეხმარება ნაოჭების შემცირებას და ჭიმავს კანს ყელის ზონაში, ერთდროულად ამყარებს ყბის კუნთებს.
შესრულების ტექნიკა: დაღუნე თავი, გამოწევ რა ყელს ზევით გამოწიე ტუჩები, თითქოს ჰაეროვან კოცნას აგზავნი. დაბრუნდი საწყის მდგომარეობაში. გაიმეორე