1. გამოცვალე თეთრეული
თუ დილით შენი საწოლი ბრძოლის ველს ჰგავს, ეს პუნქტი შენთვის არის განკუთვნილი. ბამბის თეთრეულზე ღამის განმავლობაში თავის ხახუნი აზიანებს თმას: ის ხდება მშრალი, მყიფე და მტვრევადი, განიცდის დაელექტროვებას, იწეწება, იხლართება, კარგავს ბზინვარებას. მაგრამ აბრეშუმი ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ჯანსაღი იერის შენარჩუნებას, არამედ ჰოლივუდის კულულებსაც: თუ თმის მოდური ვარცხნილობით დაიძინე, დილით ვარსკვლავი იქნები!
2. დაივარცხნე თმა
დღის განმავლობაში შენმა თმამ ბევრი რამ გამოიარა და ძილის წინ მნიშვნელოვანია მისი კარგად დავარცხნა — ღამის განმავლობაში ოდნავ ჩახლართული თმა შეიძლება მტკივნეულ ნასკვებად გადაიქცეს. აიღე სავარცხელი აბურდული თმისთვის და ფრთხილად იმოძრავე თმის ღერების ბოლოებიდან ძირებამდე. პროცედურა დაასრულე თავის კანის მსუბუქი მასაჟით: ის შეიძლება გაკეთდეს იმავე ჯაგრისით ან პირდაპირ თითების ბალიშებით.
3. გაიკეთე ნიღაბი
როდესაც შენს თმას რთული პერიოდის გავლა უწევს, თამამად დაიტოვე ჩვეულებრივი ან ზეთის ნიღაბი ღამით: დილით ისღა დაგრჩება, რომ თმა კარგად ჩამოიბანო და შედეგად რბილ კულულებს მიიღებ. მართალია, კომფორტი ცოტაა — უკეთესი იქნება, თუ ყურადღებას მიაქცევ ღამის მოვლის სპეციალურ საშუალებებს. ისინი არ გაითხიპნება ბალიშზე, არ აღმოჩნდება საწოლის მთელ თეთრეულზე და შენი მამაკაცის სხეულზე, ხოლო დილით ჩამობანა არ მოგიწევს — გაიღვიძებ თმის ისეთი მდგომარეობით, რომელიც მზად იქნება ვარცხნილობის გასაკეთებლად. ნამდვილად პრაქტიკულია! ჩვენ მოგვწონს ღამის მოვლის საშუალებები Eleo ოთხი ძვირფასი ზეთისგან შემდგარი კომპლექსით: არგანის, ბირკავას, ვარდის და კამელიის ზეთებით. მსუბუქი, უწონო ტექსტურა და სრული აღდგენა, სანამ გძინავს!
4. გაიშრე თმა კარგად
ოდნავ სველი თმით დაწოლაც კი არ შეიძლება — დილით გაღვიძებისას ნამდვილად ბაბუაწვერა დაგხვდება თავზე. მკვრივი და ხეშეში თმის მქონე ქალბატონებმა შეიძლება ვერ შეამჩნიონ განსხვავება, ხოლო დანარჩენები თმის აფუებას და სტატიკას ვერ გადაურჩებიან. გაიმშრალე თმა ბოლომდე და წაისვი ჩამოურეცხვადი თმის მოვლის პროდუქტი — უკეთესია სპეციალური, ღამის საშუალება, რათა დილით მბზინავი კულულებით გაიღვიძო.
5. შეინარჩუნე თმის მოცულობა
ღამის განმავლობაში თმა ოდნავ იტკეპნება, ითელება, საღამოს ფენით გაშრობის შემდეგ მიღებული მშვენიერი მოცულობისგან კვალიც კი არ რჩება. კმარა ამის მოთმენა! გაიკეთე თავზე თმის კონა, დილით კი გაიშალე: მოცულობა შენარჩუნდება. მთავარია, არ მოუჭირო მას ძალიან მჭიდროდ, რათა არ დაარღვიო თავის კანის სისხლმიმოქცევა. რეზინის ნაცვლად, გამოიყენე ქსოვილის სამაგრი, როგორც ბავშვობაში, ან პატარა აბრეშუმის მოსახვევი. გსურს ეფექტური ტალღები ცხელი სტაილინგის გარეშე? ძილის წინ თავისუფალი ნაწნავები გაიკეთე. თუ აპირებ მშრალი შამპუნის გამოყენებას, უმჯობესია ეს გააკეთო ღამით: ის შეიწოვს ჭარბ სებუმს და ოფლს, და დილით სუფთა თმის ძირებით გაიღვიძებ.