შენ და სპორტი: 8 რჩევა, როგორ ავამაღლოთ ვარჯიშების ეფექტურობა

რაოდენობა არ ნიშნავს ხარისხს. ჩვენ დავწერეთ თქვენთვის რვა რჩევა, რომლებიც დაგეხმარებათ უფრო იშვიათად, მაგრამ უფრო ეფექტურად ივარჯიშოთ.

1. გაარკვიე, რა გსურს
მათ შორის, თუ როგორ გსურს რომ გამოიყურებოდე და რას აკეთებ ამისათვის, შეიძლება იყოს მთელი სამყარო. კითხეთ საკუთარ თავს: «სინამდვილეში მინდა თუ არა სპორტით დაკავება? რისი მიღწევა მსურს?». ამ კითხვებზე პასუხი დაგეხმარებათ გადაწყვეტილების მიღებაში, რეალური მიზეზის პოვნაში და ცოტა ხანში აბონემენტის ყიდვის სურვილსაც გაგიჩენთ. 

2. გამოავლინე და დაისახე მიზანი
დაგეგმვის გარეშე შედეგსაც ვერ მიიღებთ. სპორტულ დარბაზში წასვლა შეიძლება  დროის ფუჭად დაკარგვა იყოს: გადადიხართ ერთი ტრენაჟორიდან მეორეზე, სხვადასხვა მიდგომებს იყენებთ, მაგრამ არაფერი იცვლება.  რისი შეცვლა გსურთ? როგორ გინდათ რომ გამოიყურებოდეთ? განჭვრიტე ამოცანები ამ მიზნებიდან გამომდინარე.

3. უბრალოდ გააგრძელე
ცხოვრებას თავისი კორექტივები შეაქვს. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თავი იტეხოთ ვარჯიშის პირველივე გაცდენის შემდეგ. დაისახეთ პრიორიტეტები და გამონახეთ მოხერხებული დრო სპორტისთვის. ის შეიძლება ნებისმიერი დრო იყოს, მთავარია თქვენთვის იყოს მოხერხებული, და ივარჯიშეთ. 

4. მიიღე რჩევა
სულაც არ არის აუცილებელი  ტრენაჟორებზე ძალიან დიდი წონის დაყენება ან სირბილი სამი საათის განმავლობაში. ასევე არ ღირს საკუთარი თავის გაკიცხვა და სხვებთან შედარება. თქვენ არც  ყველაზე მსუქანი ადამიანი ხართ დარბაზში და არც ყველაზე გამხდარი. ისეთი ხართ, როგორიც ხართ.  სთხოვეთ ტრენერს მოგიყვეთ თქვენთვის ყველაზე ოპტიმალური დატვირთვის შესახებ. იდეალური ვარიანტია —  ერთი ან ორი თვით ინდივიდუალური ვარჯიშების კურსის აღება, რათა თავიდანვე იცოდეთ, თუ როგორ უნდა გააკეთოთ და როგორ არა.  

5. ირჩიეთ ვარჯიშები რამდენიმე კუნთისთვის
ეფექტურობის გაზრდა შესაძლებელია რთული ვარჯიშების მეშვეობით. აირჩიე ისეთი ვარჯიშები, რომლებიც დაგეხმარება რამდენიმე კუნთის ერთდროულად გავარჯიშებაში და თვალი ადევნე იმას, თუ როგორ იცვლება თქვენი სხეული. არ გააკეთოთ გრძელი შესვენებები  ვარჯიშებს შორის. ჩვენ არაფერს ვამბობთ წერილებზე ან შეტყობინებებზე პასუხის შესახებ. დაიყენეთ ავიარეჟიმი. 

6. შეიტანე მრავალფეროვნება
ცოტა ხანში სხეული შეეჩვევა დატვირთვის დონეს და ვარჯიშებს, და  ეფექტურობა კი შემცირებას დაიწყებს. ასეთი რამ რომ არ დაუშვათ, შეიტანეთ მრავალფეროვნება: ჩაანაცვლეთ ვარჯიშები, გაზარდეთ მათი რაოდენობა და მეტად დატვირთეთ თავი. ესროლეთ თქვენს თავს გამოწვევა!

7. დაისვენე
ჩვენ  ჯანსაღ ჩვევებსა და მუდმივ ვარჯიშებს მივესალმებით. მაგრამ სპორტი დიდი ოდენობით მავნებელია. ვარჯიშებს შორის შუალედი არანაკლებ ერთ დღე-ღამეს უნდა შეადგენდეს. იდეალური ინტერვალია მიდგომებს შორის — 3 წუთი ძალის ამაღლებისთვის და 1 წუთი კუნთების ზრდისათვის.  არ დაივიწყოთ გაწელვა, ცურვა ან იოგა და ძილი  საკმარისი რაოდენობით. ძალების და დასვენების სწორად განაწილებისას ვარჯიშები უფრო ეფექტური იქნება. 

8. ნუ დაატანთ თავს ძალას
სტრესი სამსახურში, ძალ-ღონის გამოცლა ან ცუდი განწყობა — ყველას გვაქვს მძიმე დღეები. ნამდვილად ვერ გრძნობთ თავს კარგად? გადაიტანეთ ვარჯიში მეორე დღისთვის. არ შეგიძლიათ "ასანაში" დიდხანს ყოფნა? იდექით იმდენ ხანს, რამდენიც შეგიძლიათ, ზედმეტი გმირობის გარეშე. ძლიერ ოფლიანდებით ან მძიმედ სუნთქავთ სირბილის დროს? გამოიყენეთ ძლიერი დეზოდორანტი, ატარეთ უმკლავო მაისური და ხშირად ისარგებლეთ პირსახოცით დარბაზში. მოკლედ, თავი მოარიდეთ პერფექციონიზმს. წარმატებებს გისურვებთ! 

ტექსტი: ფოტო: Getty Images