წაიკითხე მეტ პოლის, შეფ-მზარეულის იგელოსიდან — რჩევები. ეს სწორედ ის ადამიანია, რომელმაც ცხოვრების წესი შეიცვალა და 60 კგ დაიკლო. თუ მან შეძლო ყველაფრის შეცვლა, რატომ არ უნდა გამოგივიდეს შენ?
1. მეტი მწვანილი
დაიწყე სალათით! ახალი ბოსტნეული და მწვანილი — ეს არის ის რაც საჭიროა იმისათვის, რომ დანაყრდე და გადაამეტო ძირითადი კერძი.
2. … და ბოსტნეული
წარმოიდგინე თეფში კერძით. ჩვეულებრივ, რა დევს მასზე? კარტოფილი ფრი, ერთი-ორი კატლეტი, და (ტრიუმფალური) მწვანილი. მოდი ხელახლა დავიწყოთ ეს პროცესი. თეფშის მესამედზე დავდოთ ბოსტნეული, შემდეგ მარცვლეული (მაგალითად, ბრინჯი ან წიწიბურა) და ცილები (თევზი ან ხორცი).
3. მოიგონე შენი წესები
არსებობს უამრავი ხერხი რაციონში პირველი შეხედვით უგემური პროდუქტების დამატებისა. არ გიყვარს მოხარშული ბოსტნეული ან ორთქლზე მომზადებული ბოსტნეული? კვერცხი-პაშოტი ან მაგრად მოხარშული კვერცხი? არც საჭიროა. დაამატე ისინი წვნიანში, რაგუში ან მოხრაკულ კერძში. გემრიელია და არც გაღიზიანებს.
4. ახალი თუ გაყინული?
ისიც და ისიც! ახალი ბოსტნეული, რა თქმა უნდა, საუკეთესო ვარიანტია. გონივრული იდეაა — დადო საყინულეში გაყინული ბოსტნეულის შეკვრა განსაკუთრებული სიტუაციებისთვის. ჩვეულებრივ მათ კრეფენ შუა სეზონზე და სწრაფად ყინავენ, ამიტომაც ბოსტნეული ინარჩუნებს სასარგებლო ნივთიერებათა უმეტეს ნაწილს.
5. ჯანმრთელი ადამიანის ბარბექიუ
გრილზე მომზადებულიკერძები ყველას უყვარს, მაგრა, შემდეგ სიმძიმის შეგრძნება რჩება. ეცადე მოამზადო არა მხოლოდ ხორცი, ბოსტნეულიც კი: ცუკინი, სატაცური ან სოკო. მოასხი ზეთი, დაამატე სანელებლები და მზადაა.
6. განსხვავებული წახემსება
კიტრი, სტაფილო ან ნიახური — ესეც საჭმელია. დაჭერი წვრილად, გააკეთე ჰუმუსი ან სოუსი და დადე მაგიდაზე. არ დაიჯერებ, მაგრამ ესეც შეიძლება გემრიელი იყოს. სტუმრებსაც მოეწონება: კიდევ ვარიანტებია: წიწაკა, ბროკოლი ან მწვანე პარკოსნები.
7. შეაფასე კარტოფილი
ყველაზე მარტივი და ყველასათვის საყვარელი კერძი. მაგრამ არსებობს უფრო ჯანსაღი ალტერნატივები, რომელთა დამატება რაციონში ადვილია, მაგალითად: სტაფილო, ძირთეთრა ან ბატატი.
8. წინ თავგადასავლებისკენ!
გარკვეულწილად კვების ჩვევა ბავშვობიდან მოგყვება. მაგრამ ასაკთან ერთად იმდენი ჯანსაღი და გემრიელი ვარიანტი გაჩნდა, რომელთა შესახებ შესაძლოა არც კი გცოდნოდათ. ფერმერთა ბაზრები, საკვირაო ბაზრები, სუპერმარკეტები — ისინი ათასობით არის. სცადეთ ახალი! შეიძინეთ ახალი ხილი ან ბოსტნეული ყოველ კვირას. ასე გურმანობამდე არც ისე შორს არის. გაამოთ!