განახლებული სერია Love Nature საშუალებები ახალ დონეზე გადავიდა: ბიოდეგრადირებადი ფორმულები, გადამუშავებული პლასტმასის შეფუთვა, არავითარი პარაბენები და სილიკონი, სკრაბები არ შეიცავს მიკროსფეროებს — მხოლოდ ბუნებრივი ნაწილაკები. მთავარი ჩვენი სიამაყე — ეს არის განახლებული ფორმულები ორგანული ინგრედიენტებით. სად ვიღებთ მათ და რატომ არის ასეთი გამორჩეული?
ზრუნვა კანზე, ზრუნვა პლანეტაზე, ზრუნვა საკუთარ თავზე — აი, რა არის Love Nature!
ორგანული ალოე ვერა + ორგანული ქოქოსის წყალი
ალოე ვერას ფოთლები 99,5%-ით წყლისგან შედგება — სწორედ ამიტომ, იგი ცნობილია თავისი დამატენიანებელი თვისებებით. ალოე აჩქარებს უჯრედების განახლებას, კურნავს, ახორცებს და ხსნის გაღიზიანებას, აქვს ანტიოქსიდანტური ეფექტი და ჟანგბადით აჯერებს კანს. ჩვენი პროდუქციისთვის ალოეს ვიძენთ მსოფლიოს ერთი-ერთ ყველაზე ცნობილ ორგანულ ფერმაში სამხრეთ მექსიკურ შტატში — ტამაულიპასში.
ახალ სერიაში ნორმალური კანისთვის ჩვენ დავამატეთ ქოქოსის წყალი, რომელიც ხელს უწყობს კანში ტენიანობის დონის დაცვას და შენარჩუნებას. ის შეიცავს ციტოკინებს, რომლებიც აძლიერებენ ეპიდერმისის უჯრედებს, და აგრეთვე, ლაურინის მჟავას ანთების საწინააღმდეგო ეფექტით.
ორგანული ჩაის ხის ზეთი + ორგანული ლაიმი
მე-20 საუკუნის დასაწყისში გაჩნდა პირველი კვლევები, რომლებმაც დაადასტურეს ჩაის ხის ზეთის მძლავრი ანტიბაქტერიული და ანტიმიკოზური (სოკოს საწინააღმდეგო) თვისებები — მას ადგილობრივი ანტიბიოტიკის სახითაც კი იყენებდნენ. კოსმეტიკური საშუალებების შემადგენლობაში იგი ებრძვის ანთებით პროცესებს და ცხიმოვან ბზინვას.
ცხიმიანი კანისთვის შენი საყვარელი ინგრედიენტის თვისებები გაძლიერებულია მექსიკური ლაიმებით წყნარი ოკეანის სანაპიროზე მდებარე მზიანი კოლიმის შტატიდან. ისინი მყისიერად ატონიზირებენ, ათანაბრებენ და ამქრქალებენ კანს.
ორგანული შვრია + ორგანული გოჯის კენკრა
შვრია მდიდარია ბიოტინით, ცილებით, მაგნიუმით, კაჟბადით და ფიტინის მჟავით და В ჯგუფის ვიტამინებით. ეს მძლავრი კოქტეილი ამტკიცებს და აძლიერებს მგრძნობიარე მშრალ კანს, ატენიანებს, არბილებს, ასწორებს და ამშვიდებს მას. მეტი კომფორტისა და კვებისთვის ჩვენ დავამატეთ კენკრა გოჯი — ნამდვილი სუპერ საკვები ნუტრიენტებით (საკვები ნივთიერებებით), ვიტამინებით, ამინომჟავებითა და ანტიოქსიდანტებით.
გოჯის კენკროვანი ნაყოფის მოპოვება Love Nature-ის საშულებებისთვის მის ისტორიულ სამშობლოში, კერძოდ, ჩინეთში წარმოებს. ისინი მოჰყავთ დაბალ ტემპერატურაზე ჩინეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ნინსიას შორეული რეგიონის ტერიტორიაზე, ხოლო მოსავალს იღებენ ზაფხულში, რათა სრულად გამოამჟღავნონ კენკრის თვისებები.