ყველაფერი თქვენი კანის ტიპის შესახებ

საერთოდ, შენი კანის მდგომარეობას განაპირობებს გენეტიკა. მაგრამ ჰორმონალური ცვლილებები, კვება და გარემო ასევე მოქმედებს შენს გარეგნობაზე. ვეძებთ იდეალურ მოვლის ფორმულას ნებისმიერი ტიპის კანისთვის.

კომბინირებული კანი

კანის ტიპი:

კომბინირებული კანი ძნელია ამოსაცნობად, ვინაიდან მასში გაერთიანებულია ორი ან მეტი სახის ტიპის ნიშნები.  კანის კომბინირებული ტიპი გულისხმობს ცხიმიან კანს Т ზონის არეში და მეტად მშრალ კანს სხვა ნაწილებში. 

როგორ მოვუაროთ:

გამოიყენე სხვადასხვა პროდუქტები სახის სხვადასხვა ნაწილებზე. მსუბუქი გელები და ცხიმის შემწოვი საშუალებები დაგეხმარებათ გაასუფთავოთ Т-ზონა, იმ დროს, როდესაც მკვებავი კრემები იზრუნებენ სახის მეტად მშრალ ზონებზე.


კომბინირებული კანისთვის ჩვენ გირჩევთ შემდეგ პროდუქტებს:: მსუბუქი ნაოჭების საწინააღმდეგო დღის კრემი Ecollagen  და  დღის კრემი ნორმალური და კომბინირებული კანისთვის Optimals აქტიური ჟანგბადი


ცხიმიანი კანი

კანის ტიპი:

ასეთი ტიპის კანი შეიძლება ბრწყინავდეს – ხშირად მის მდგომარეობას აუარესებს ჰორმონალური ცვლილებები ჩვენს სხეულში და ხშირი გამოყენება ისეთი საშუალებების, რომლებიც შეიცავს ალკოჰოლის მაღალ პროცენტს. ცხიმიანი კანის მქონე ადამიანებს ახასიათებს შავი ლაქების ქონა სახეზე, გადიდებული ფორები, მუწუკები Т-ზონის არეში.

როგორ მოვუაროთ: 

სახის ხშირი დაბანა არ იწვევს კანის გამოშრობას, პირიქით, ისინი მხოლოდ სტიმულს აძლევენ ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას. ეს რომ არ მოხდეს გამოიყენე მსუბუქი გამწმენდი საშუალება და შრატი, ან ლოსიონი გელის ბაზაზე, მაგრამ ეს არ არის კანის დატენიანება, აუცილებელია ბალანსის შენარჩუნება. შემწოვი ხელსახოცები დაგეხმარებათ კანის ზედმეტი ბზინვარების მოსაშორებლად დღის მანძილზე, ხოლო ნიღაბი თიხის შემცვლელობით კი აუცილებელია ერთხელ კვირაში.

ცხიმიანი კანისთვის ჩვენ გირჩევთ: დღის კრემი ცხიმიანი კანისთვის Optimals აქტიური ჟანგბადი  და
მომენტალური მოქმედების შრატს  კანის სრულყოფისთვის True Perfection



მშრალი კანი

კანის ტიპი:

"მშრალი" არ ნიშნავს არასაკმარისად ტენიანს. საქმე ზედა ფენას ეხება: მშრალ კანს არ აქვს უნარი შეინარჩუნოს ტენიანობა სტაბილურ დონეზე. ასეთი კანის გამორჩეული ნიშნები – პატარა ფორები, არათანაბარი კანის ფერი, შესამჩნევი ნაოჭები, გაღიზიანება და სიწითლე.

როგორ მოვუაროთ:

შეცვალე გამწმენდი საშუალებები, რომლებსაც გამოაქვს ცხიმი შენი კანიდან, მსუბუქ გამწმენდ რძეზე. დამატენიანებელი საშუალება SPF-ის მაღალი მაჩვენებლით დაგიცავს მზის სხივების ზემოქმედებიზგან. ასევე შეგიძლია ისარგებლო დღის კრემით, რომელიც შეიცავს რძის მჟავას. არ გაგიტაცოს აქერცვლამ, ამის მაგივრად შეგიძლია გაიკეთო მსუბუქი მასაჟი მუსლინის ხელსახოცით, რათა გაისუფთავო დაბინძურებული კანი. გახსოვდეს, რომ ცხელი შხაპი იწვევს კანის გამოშრობას.

მშრალი კანის მოსავლელად ჩვენ გირჩევთ: დღის დამატენიანებელ კრემს True Perfection და  ნაოჭების საწინააღმდეგო კრემს დაცვის მაღალი ხარისხით SPF 30 Ecollagen


მგრძნობიარე კანი

კანის ტიპი:

მგრძნობიარე კანი ადვილად ექვემდებარება გაღიზიანებას, ხშირად შეიცავს არათანაბარ სტრუქტურას, მასზე არის მშრალი ნაწილები და სიწითლისკენ არის მიდრეკილი.

როგორ მოვუაროთ:

მოერიდე არომატიზირებულ პროდუქტებს, ასევე ისეთ საშუალებებს რომლებიც შეიცავს მაღალაქტიურ ანტიასაკობრივ კომპონენტებს. თუ შენი კანი მიდრეკილია სიწითლისა და გამონაყარისკენ, ფრთხილად გამოიყენე ახალი საშუალებები - თავდაპირველად დაიტანე პატარა შეუმჩნეველ სახის ნაწილებზე, დაატესტირე და ეცადე მაქსილალურად გაამარტივო მოვლის პროცედურები, რათა თავი აარიდო კანის მხრიდან არასასურველ რეაქციებს.

მგრძნობიარე კანის მოსავლელად ჩვენ გირჩევთ: დღის კრემს მგრძნობიარე/მშრალი კანისთვის Optimals აქტიური ჟანგბადი

ტექსტი: