საშინაო სპა

როდესაც ჩვენ ვფიქრობთ, სპა პროცედურებზე, როგორც წესი, წარმოვიდგენთ დიდ ცენტრს ძვირადღირებული მომსახურებით და საშუალებებით. თუმცა, უფრო და უფრო მეტ პოპულარობას იძენს საშინაო სპა. ის არა მხოლოდ გვეხმარება დავზოგოთ თანხა - ეს არის შესაძლებლობა, რომ ნებისმიერ დღეს გავინებივროთ თავი დახვეწილი ზრუნვით. გაეცანით ჩვენს რჩევებს და ჩაიტარებთ სახლის სპა ყველა წესებით!

პირველ რიგში, თქვენ გჭირდებათ მშვიდი ატმოსფერო საუკეთესო მოდუნებისთვის. აიღეთ სუფთა პირსახოცები,  რომანტიკული სანთელი (სასურველია არომატული), და ჩართეთ მშვიდი მუსიკა, რომელიც დაგეხმარებათ განწყობის შესაქმნელად და მოგიხსნით სტრესს.

 

ენერგეტიკული აბაზანა
ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი სპა პირობებში - აბაზანის მიღებამდე წყალში დაამატეთ ცოტაოდენი ზეთი და სახეზე გაიკეთეთ ნიღაბი. ინებივრეთ წყალში მინიმუმ ნახევარი საათი. მოდუნდით, ისუნთქეთ ნელა და აკონტროლეთ სუნთქვა. 

შხაპი
აბაზანის პროცედურის ჩატარების შემდეგ, აუცილებელია შხაპის მიღება. გამოიყენეთ შხაპის გელი და ასევე სკრაბი სახისა და სხეულისთვის. სკრაბი შემატებს თქვენს კანს ხავეროვნებას და დაატენიანებს.

 

სახის მოვლა
არაფერია იმაზე უკეთესი, როდესაც შენი კანი გამოიყურება ახალგაზრდულად. წრიული მოძრაობით წაისვით სახეზე შრატი და დასრულებისას დღის ან ღამის კრემები.

 

 

დამატენიანებელი მასაჟი
შხაპის მიღების შემდეგ წაისვით დამატენიანებელი კრემი მთელს სხეულზე, სანამ კანი ოდნავ ნესტიანი. ეს ხელს შეუწყობს კანს ტენიანობის შენარჩუნებაში. საუკეთესო შედეგისთვის, უმჯობესია კანი შევიმშრალოთ ოდნავ ნოტიო პირსახოცით. არ დაგავიწყდეთ ტანის ლოსიონი და ხელის კრემი!

 

თმის მოვლა
შხაპის მიღებისას დაიბანეთ თმა ხარისხიანი შამპუნით და კონდიციონერით,  შემდეგ კი წაისვით თმის ნიღაბი. შეიკარით თავი პირსახოცით ან გამოიყენეთ საშხაპე ქუდი და ოდნავ გაათბეთ ფენით. სითბო დაეხმარება ნიღაბს კარგად შეაღწიონ თმის ფოლიკულებში. თუ თქვენი თმა მშრალია, გაიმეორეთ პროცესი კიდევ ერთხელ. 

 

"შეიძლება" და "არ შეიძლება"
სპა პროსედურის ჩატარება აუცილებელია მძიმე, დაკავებული დღის შემდეგ. 
მისცეთ შეწუხების უფლება ვინმეს ამ დროს. გათიშეთ ტელეფონი.

ტექსტი: ფოტო: Kambiz Inanloo