ალბათ იცით, რომ ღამის კრემის ჩართვა კანის მოვლის ყოველდღიურ პროცედურაში აუცილებელია, მაგრამ იცით თუ არა, რატომ? ჩვენ ვთხოვეთ დევიდ ჯეიმსონს, ჩვენს ექსპერტს, Oriflame-ის სამეცნიერო და პროდუქტის კომუნიკაციის მენეჯერს, მოგვითხროს ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ ღამის კანის მოვლის კრემის შესახებ.
პროდუქტი, რომელიც სასწაულს ახდენს, სანამ თქვენ გძინავთ, შორეულ ოცნებას ჰგავს. მაგრამ დამატენიანებელ კრემს, რომელიც სპეციალურად ღამისთვის არის შექმნილი, მართლაც ბევრი სარგებელი მოაქვს კანისთვის.
რატომ უნდა შეიძინოთ ღამის კრემი
ჩვენ დიდ დროს ვატარებთ მზისა და დაბინძურებული ჰაერის ზემოქმედების ქვეშ, რის გამოც კანი ხდება მშრალი და გაღიზიანებული. კარგი ღამის კრემი დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ გარემოს ნეგატიურ გავლენას. სიმართლე ის არის, რომ თითოეული პროდუქტი ემსახურება უნიკალურ მიზანს და შეიცავს სხვადასხვა ინგრედიენტებს, რომლებიც საუკეთესოდ მოქმედებენ დღის გარკვეულ მონაკვეთში. მაშ, არ არის დრო, რომ შეწყვიტოთ დღის კრემის გამოყენება ძილის წინ?!
„ღამის კრემის დანიშნულებაა კანის გაძლიერებული კვებით უზრუნველყოფა და ძილის დროს მისი აღდგენა. ღამის კრემები ასევე შექმნილია სხვადასხვა პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა ნაოჭები, სიმკვრივის დაკარგვა და კანის უფერულება“, - ამბობს დევიდ ჯეიმსონი.
ღამის vs დღის
«ღამის კრემები ჩვეულებრივ შეიცავს უფრო მეტი რაოდენობის მკვებავ ინგრედიენტებს – შის ზეთს, თესლის ზეთებს და სხვ. დღის კრემები კი შეიძლება შეიცავდეს UV ფილტრებს და დამცავ აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც არ არის შესაფერისი ღამით გამოყენებისთვის. ამგვარად, ღამის და დღის კრემები სხვადასხვა პრობლემას წყვეტს და სხვადასხვა უპირატესობა გააჩნიათ“.
წავისვათ სწორად
"ღამის დამატენიანებელი კრემი უნდა წაისვათ კანის გაწმენდის შემდეგ, ასევე ქუთუთოების კრემისა და შრატის შემდეგ". წაისვით ბარდის მარცვლისოდენა კრემი ლოყებზე, ნიკაპზე და შუბლზე. შეიზილეთ თანაბრად, სანამ კრემი მთლიანად არ შეიწოვება. წასმის ზონა - მთელი სახე, გარდა თვალების ირგვლივ არისა.
კარგი ღამის კრემი დაგეხმარებათ საღამოს კანის მოვლის ყველა დადებითი მომენტის დაფიქსირებაში. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ დაიწყოთ მისი წასმა რაც შეიძლება ადრე, ძილის წინ ბოლო წუთამდე გადადების გარეშე, რათა კრემმა მოასწროს სათანადოდ შეიწოვოს კანში, და არა ბალიშში.
ვირჩევთ საუკეთესოს
„ჩვეულებრივ, ჩვენი ღამის კრემები განკუთვნილია ყველა ტიპის კანისთვის, ამიტომ გირჩევთ აირჩიოთ ღამის კრემი თქვენი კანის საჭიროებებიდან გამომდინარე. მაგალითად, ნაოჭებთან ბრძოლა, ლიფტინგი ან თანაბარი ტონი. სპეციალიზებულ ღამის კრემებს შეუძლიათ კანის პრობლემების გადაჭრა მათ სტანდარტულ „მოვალეობებთან“ ერთად, როგორიცაა კვება და აღდგენა“.
7 ღამის კრემი, რომლებიც თქვენ გჭირდებათ
1. თუ გჭირდებათ დამატებითი ლიფტინგი, ღამის კრემი-ლიფტინგი NovAge Ultimate Lift Contour Define შეიძლება იყოს შესანიშნავი ვარიანტი. ეს დამატენიანებელი კრემი ზრდის კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებას სახის უფრო მკაფიო კონტურისთვის.
2. Optimals Urban Guard 3D დამცავი ღამის კრემი იდეალურია მათთვის, ვისაც უყვარს ქალაქის ცხოვრება. იგი შემუშავებულია კანის გაწმენდისა და ბალანსის აღსადგენად, რომელიც გარემოს ნეგატიური ფაქტორების გაზრდილი ზემოქმედების ზონაში "ბინადრობს".
3. გსურთ რამე უფრო მსუბუქი? აირჩიეთ Optimals Hydra Radiance დამატენიანებელი ღამის კრემი კომბინირებული კანისთვის. ეს გამაგლუვებელი დამატენიანებელი საშუალება გელისებრი ტექსტურით აღადგენს სირბილეს და აძლიერებს კანის ბარიერს.
4. გაქვთ კანის არათანაბარი ტონი, მუქი ლაქები და პიგმენტაციის დარღვევა? სცადეთ NovAge Brilliance Infinite Luminosity პიგმენტაციის საწინააღმდეგო ღამის კრემი.
5. მგრძნობიარე კანი გაქვთ? ყურადღება მიაქციეთ NovAge Skinrelief Pro Resilient ღამის კრემ-კომფორტზე Ultra Calm ტექნოლოგიით. ის სპეციალურად შემუშავებულია მგრძნობიარე კანისთვის.
6. გამოიყენეთ Royal Velvet გამამკვრივებელი ღამის კრემი საკუთარი თავის გასანებივრებლად. ეს მდიდრული ტექსტურის მქონე დამატენიანებელი საშუალება ამკვრივებს კანს და ებრძვის ნაოჭებს.
7. Optimals Hydra Radiance დამატენიანებელი ღამის კრემი მშრალი კანისთვის ნამდვილი აღმოჩენაა დაჭიმული, გაუწყლოებული კანისთვის. კრემი ინტენსიურად ატენიანებს და აღადგენს ლიპიდურ ბარიერს ღამის განმავლობაში.