როგორ იქმნება ორიფლეიმის პროდუქცია?

ჩვენ წარმოშობით შვედეთიდან ვართ და სილამაზეზე და პროდუქციის წარმოებაზე განსაკუთრებული ხედვა გვაქვს. ორიფლეიმის ყველა პროდუქტი გამოსაყენებლად უსაფრთხოა, შექმნილია შვედური მეცნიერების უკანასკნელი მიღწევების საფუძველზე და შეესაბამება ყველაზე მაღალ სტანდარტებს.

საპასუხისმგებლო წარმოება
ჩვენ ვცდილობთ გამოვიყენოთ ბუნებრივი ინგრედიენტები, რომლებიც აკმაყოფილებენ უმკაცრეს ეკოლოგიურ ნორმებს და არ აზიანებენ გარემოს.
 

ეკო-ეთიკური სკრინინგი
ყველა ინგრედიენტები გადიან სკრინინგის უნიკალურ პროცედურას, რომელიც ადასტურებს მათ ეთიკურ წარმოშობას, ხარისხს და უსაფრთხოებას. ჩვენ არასდროს არ ვიყენებთ ინგრედიენტებს გადაშენების პირას მყოფი წყაროებიდან.  

ბუნებრივი ამქერცლავი ნაწილაკები
ჩვენი სკრაბები შეიცავენ მხოლოდ ბიოდეგრადირებად (ბიოხრწნად) მიკრონაწილაკებს ნაცვლად პლასტიკური გრანულებისა — მაგალითად, დაფხვნილ-ნუშის ნაჭუჭს. ისინი ბუნებრივი გზით იშლებიან და წყლის გარემოს ზიანს არ აყენებენ.

ბუნებრივი ექსტრაქტები
ორიფლეიმის პროდუქტების შემადგენლობაში შემავალი ყველა ექსტრაქტები ბუნებრივი წარმოშობისაა.

უსაფრთხო ფორმულები
ჩვენი საშუალებები საგულდაგულო შემოწმებას გადიან უსაფრთხოების დასადგენად და საწარმოო პროცესის უმკაცრეს სტანდარტებს შეესაბამებიან.
 

გმო-ს გარეშე
ორიფლეიმის არცერთი პროდუქტი არ შეიცავს გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანიზმებს (გმოს-ს).                

უმკაცრესი ევროპული სტანდარტები
ამჟამად ევროკავშირის მიერ აკრძალულია 1300-ზე მეტი კოსმეტიკური ინგრედიენტი, რომლებიც ზიანს აყენებენ მომხმარებლებს და გარემოს. ჩვენ კიდევ უფრო მკაცრ მოთხოვნებს ვაყენებთ პროდუქციის უსაფრთხოების მიმართ, ამიტომ დამატებით გამოვრიცხეთ კიდევ 60, ჩვენი შეფასებით, პოტენციურად სახიფათო კომპონენტი.  

საფუძვლიანი ტესტები უსაფრთხოებაზე
ჩვენ ვამოწმებთ კოსმეტიკურ ფორმულებს ჯანმრთელ მოხალისეებზე დამოუკიდებელ ლაბორატორიებში. ასეთი ტესტები საშუალებას გვაძლევს დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი პროდუქცია უსაფრთხოა და უმკაცრეს ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება.