ავოკადოს ზეთი დამარბილებელი ნივთიერებებით და Е ვიტამინით არის მდიდარი. ის ღრმად ატენიანებს და კვებავს კანს, ანიჭებს სირბილეს და სიგლუვეს, აგრეთვე აღადგენს თმის ჯანსაღ ბზინვარებას და ხელს უწყობს თმის მორჩილებას.
თმის და ტანის ზეთის წასმა Love Nature ერთი საიმოვნებაა — იგი სწრაფად შეიწოვება, მწებვარე კვალს არ ტოვებს და კანს ნაზ სურნელებას ანიჭებს.
როგორ გამოვიყენოთ უკეთესი შედეგის მისაღწევად: ზეთის წვეთი ხელისგულზე დაიტანე, ხელისგულები ერთმანეთს მოუსვი და თმებზე გადაისვი ისე, რომ ზეთი თანაბრად გადაანაწილო თმის სიგრძის შუიდან ბოლოებისკენ, საჭიროების შემთხვევაში პირსახოცით შეიმშრალე. არ ჩამოიბანო. სანამ ზეთი თმაში შეიწოვება, ჩვეულებრივი ავოკადოს ტანის კრემის ნაცვლად წაისვი ზეთი ჯანმრთელობისთვის და სილამაზისთვის, რათა ღრმა კვება უზრუნველყო.
ხელებისთვის
ავოკადო შეიცავს დამატენიანებელი თვისებების მქონე სასარგებლო ცხიმებს, რომლებიც ხელს უწყობენ რბილი და გლუვი კანის შენარჩუნებას, და აგრეთვე, ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ხელს უშლიან კანის დაბერების პროცესს, ანელებენ ნაოჭების წარმოქმნას და აუმჯობესებენ კანის ელასტიურობას. ატარე ავოკადოს ზეთის შემცველი ხელის დამატენიანებელი კრემი ხელჩანთაში, შეინახე სამუშაო მაგიდაზე და სააბაზანოში. კანი ყოველთვის გლუვი და ლამაზი გექნება!
ფეხებისთვის
ავოკადოს ბუნებრივი ექსტრაქტები ასევე შეიძლება იპოვოთ ფეხის კრემის ფორმულებში. დამატენიანებელი ფეხის კრემიг Feet Up Comfort ავოკადოს და ალოე ვერას ნატურალური ექტრაქტებით ყველაზე უხეშ კანსაც კი დაარბილებს. მეტი ეფექტისათვის წაისვი ძილის წინ და წინდებში დაიძინე.
განწყობისთვის და შხაპისთვის
გამოიყენე დამარბილებელი შხაპის კრემი და საპონი, სხეულის კანის მოსავლელად და არომატის მოქმედების გასახანგრძლივებლად. განა არ არის დღის საუკეთესო დასაწყისი? გარდა ამისა, Love Nature ყველა პროდუქტი ბიოდეგრადირებადია. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ბუნებრივად იშლება (იხრწნება), არ აბინძურებს და ზიანს არ აყენებს წყლის გარემოს. შეიტყვე მეტი, როგორ შეუძლია Love Nature პროდუტებს გადაარჩინოს ოკეანე.