ალბათ, 90-იანი წლების დასაწყისში ყველა ოჯახში ფანჯრის რაფაზე იდგა ქოთანში ჩარგული ალოე, რომელზეც ზრუნავდნენ და მოტეხავდნენ ხოლმე თითო ფოთოლს, როდესაც ჭირდებოდათ სურდოს ან მცირე ჭრილობების განკურნება. ამჟამად ალოე — სილამაზის ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მოდური და პოპულარული კომპონენტია, და ამის მიზეზები არსებობს!
1. ატენიანებს
ალოეს ფოთლები ადვილად ინარჩუნებენ სინოტივეს და შეუძლიათ 99,5%-ით შედგებოდნენ ტენისგან, ხოლო მათი წვენი აღწევს კანში 4-ჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე წყალი. მძლავრი დამატენიანებელი თვისებების წყალობით იგი ნორმალური ტიპის კანის მოვლის შეუცვლელ კომპონენტად იქცა — მაგალითად, განახლებულ სერიაში Love Nature.
2. აღადგენს
რუჯის შემდგომი კრემები, აღმდგენი კრემები რადიკალური კოსმეტოლოგიის და თუნდაც პლასტიკური ოპერაციების შემდეგ ხშირად შეიცავენ ალოეს — წარმოიდგინე მხოლოდ, რამდენად ძლიერი სამკურნალო და აღმდგენი თვისებებით გამოირჩევა იგი! ალოე ვერას ექსტრაქტი ხელს უწყობს სიწითლის შემცირებას, ხსნის წვის და დისკომფორტის შეგრძნებას, ქმნის ერთგვარ დამცავ აპკს სახის კანზე და აჩქარებს უჯრედების რეგენერაციის პროცესს.
3. ებრძვის დაბერების პირველ ნიშნებს
ალოეს ექსტრაქტი ასტიმულირებს ჰიალურონის მჟავის და კოლაგენის გამომუშავებას, რაც ხელს უწყობს კანის სიგლუვის და სიმკვრივის შენარჩუნებას. მის შემადგენლობაში არსებული E და C ვიტამინები კანს იცავს თავისუფალი რადიკალებისგან და ანელებს ჟანგვით პროცესებს.
4. მდიდარია სასარგებლო კომპონენტებით
ალოე შეიცავს ვიტამინებს, მინერალებს და ამინომჟავებს, ფერმენტებს, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ვაფასებთ მას პოლისაქარიდების გამო — სწორედ იმ ნივთიერებების გამო, რომლებიც ხელს უწყობენ ტენიანობის შენარჩუნებას კანში.
5. იდეალურია ყველა ტიპის კანისთვის
ალოეს თთოეული კანის ტიპისთვის მოეძებნება სასარგებლო თვისება: ცხიმიანი კანის მფლობელები დააფასებენ მის ანტიბაქტერიულ ეფექტს, პრობლემურ კანს იგი დაეხმარება ანთებითი პროცესების და გაფართოებული ფორების წინააღმდეგ ბრძოლაში, ხოლო მშრალ კანს დაიცავს ტენიანობის დაკარგვისაგან.