როგორ გავხდეთ თვითდაჯერებულები?

გულის სიღრმეში შენ ზუსტად იცი, რომ შენზე მოხერხებული არავინაა, მაგრამ ყველაზე თვითდაჯერებულ ადამიანსაც კი ზოგჯე ეჭვი ეპარება საკუთარ თავში. თუ შენს ცხოვრებაში დადგა ზუსტად ასეთი მომენტი წაიკითხე ჩვენი სახელმძღვანელო თვითდაჯერებულობის შესახებ!

1. მიიღე სწორი პოზა
გაქვს რამოდენიმე წუთი? მიიღე ძლიერების გამომხატველი პოზა და შენი თვითდაჯერებულობა უფრო გამყარდება! ადექი, ფართოდ გაშალე ფეხები და ხელებით დაეყრდენი გვერდებს ან აწიე თავის ზევით V ასოს მსგავსად – ეს შემოწმებული ხერხია მოიხსნა სტრესი და იგრძნო თავი უფრო ძლიერად.

2. გაიღიმე
ტყუილად არ ამბობენ: «გაუღიმე მსოფლიოს და მსოფლიო გაგიღიმებს შენ». ღიმილი გაგხდის თვითდაჯერებულს, მოგიხსნის სტრესს და პოზიტიური ემოციებიც მოჭარბებული გექნება.

3. შეისწავლე რაიმე ახალი
ახალი მიზნების მიღწევა და ახალი ჩვევების გამომუშავება ზრდის თვითდაჯერებულობას. ამასთან ერთად არაა მნიშვნელოვანი იქნება კი ეს რაიმე მცირე, მაგალითად ახალი სავარჯიშო ან რაიმე უფრო მნიშვნელოვანი. ვთქვათ ახალი ენის შესწავლა.

4. არ დაგავიწყდეს სურნელის შესახებ
ეს შეიძლება უფრო ბანალურად მოგეჩვენოს, მაგრამ გამოკვლევები აჩვენებენ, რომ ადამიანები გრძნობენ თავს უფრო დარწმუნებულად, როდესაც საყვარელ არომატს  გრძნობენ. ჩვენ გადავწყვიტეთ ცოტა წავიმუშაოთ ამ მიმართულებით და დავამატეთ ტურმალინის ექსტრაქტი ჩვენს ახალ არომატს My Destiny. ეს ნახევრადძვირფასი ქვა იმითაა ცნობილი, რომ აღვიძებს შთაგონებას და დაჯერებულობას გვმატებს. სცადე და დარწმუნდი!

5. დაიწყე მოძრაობა
ვარჯიში, ვარჯიში და კიდევ ერთხელ ვარჯიში! როგორ ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს ეს მაინც ასეა. ფიზიკური აქტიურობა ყოველთვის დადებითად აისახება ჩვენს ემოციურ მდგომარეობაზე. შენ არ გჭირდება იყო ოლიმპიური ათლეტი (თუ ეს თავად არ გსურს), მაგრამ დაისახო რეალური მიზნები და მიაღწიო მათ შეუძლია ყველას .ეფექტი არ დააყოვნებს.





ტექსტი: ფოტო: Getty Images