როგორ მოქმედებს კანზე დაბინძურებული გარემო

გარემოს დაბინძურება – კანის მეორე მტერია მზის გამოსხივების შემდეგ. ის იწვევს ნაადრევ დაბერებას, ნაოჭებს, პიგმენტაციას და სიწითლეს.

2010 წელს ჟურნალმა The Journal of Investigative Dermatology («გამოკვლევები დერმატოლოგიაში») გამოაქვეყნა კვლევა, რომელშიც შედარებული იყო, უფროსი ქალების კანის მდგომარეობა, რომლებიც ცხოვრობდნენ დიდი ავტომაგისტრალების სიახლოვეს და სოფლად.ქალაქში მცხოვრებ ქალებს შორის ჰიპერპიგმენტაცია გვხვდება 22%-ით ხშირად. რაშია მიზეზი? - პასუხი მარტივია: გარემოს დაბინძურება.

თუ ქალაქში ცხოვრობ, საავტომობილო გამონაბოლქვების, კონდიციონერების და ინდუსტრიალური გამონაბოლქვის თავიდან აცილება შეუძლებელია. მეორე მხრივ, არსებობს რამდენიმე პროფილაქტიკური ზომა,  რომლებიც დაგეხმარებათ თქვენი კანის დაცვაში.

ყველაზე მთავარი – ეს არის გაწმენდა. ის აცილებს ჭუჭყს და კანს სუნთქვის საშუალებას აძლევს. ხოლო კანის გამწმენდი აპარატის  გამოყენებით  შენ შეძლებ თვალისათვის უხილავი ჭუჭყის მოცილებას და კანისათვის უფრო ღრმა გაწმენდის უზრუნველყოფას. ქალაქის დაბინძურებული ჰაერი შეიცავს თავისუფალი რადიკალების დიდ რაოდენობას. მავნე UV-გამოსხივებასთან ერთად ეს იწვევს კანში კოლაგენის გამომუშავების შემცირებას, რის შედეგადაც ჩნდება ნაოჭები, ხოლო კანი უფრო უხეში გამოიყურება. სიტუაციის გამოსწორებაში დაგეხმარებათ ანტიოქსიდანტები. 

"შენ გჭირდება განსაკუთრებული დაცვა მზისგან, ამიტომ გამოიყენე ქოლგა ან მზის ქუდი."
ანტიოქსიდანტები — ეს თავისუფალ რადიკალებთან ბრძოლის ძლიერი საშუალებაა, რომელსაც მინიმუმამდე დაყავს ნეგატიური გავლენა. დაიწყე კვებით: შენს რაციონში უნდა იყოს ციტრუსები, კენკრა და სტაფილო, იმიტომ რომ ისინი მდიდარია А და С ვიტამინებით. დამატებით მიიღეთ საკვები დანამატებით ასტაქსანტინით —  ძლიერი ანტიოქსიდანტი მტკნარი წყლის წყალმცენარეებისგან, რომლებიც მოიპივება შვედეთის სანაპიროზე. და ბოლოს, გამოიყენეთ ანტიოქსიდანტებით მდიდარი და დამცავი ბარიერის შემქმნელი შრატები, რომლებიც შიგნიდან ეხმარება კანს ტენიანობის  შენარჩუნებაში, აღადგენს უჯრედებს და დაბრკოლებას წარმოადგენს  გარემოს აგრესიული ფაქტორებისათვის.

აგრეთვე არ დაგავიწყდეს კანის დატენიანება. რაც უფრო კარგადაა დატენიანებული შენი კანი, მით უფრო ადვილია ისეთი მავნე ტოქსინების ზემოქმედებასთან ბრძოლა, რომლებიც დამცავ ბუნებრივ ბარიერში აღწევენ. შენ ვერ დაემალები  დაბინძურებულ ჰაერს ფართო ქუდის ქვეშ ან მზის გამოსხივებას ქოლგის ქვეშ, ამიტომაც შენ კარგი დაცვა გჭირდება. მკვებავი კრემი აბრეშუმის აკაციის ექსტრაქტით (მაგალითად, დღის დამატენიანებელი კრემი კანის გაუმჯობესებისთვის True Perfection) უზრუნველყოფს კანის დაცვას და დამატებით დატენიანებას. ხოლო ღამის კრემი დააჩქარებს კანის ბუნებრივი განახლების პროცესს სანამ შენ გძინავს.


ტექსტი: