9 რჩევა გაბრწყინებული ღიმილისათვის

ამბობენ, რომ ღიმილი შეიძლება გადამდები იყოს. მაგრამ ყველა ადამიანი არ არის მზად გაუზიაროს ის გარშემომყოფებს. თუ აზრები არაიდეალური კბილების შესახებ ხელს გიშლის გაღიმებაში, ჩვენი ცხრა რჩევა დაგეხმარებათ ამის შეცვლაში!


1.
 ნუ გავიწყდებათ კბილების გახეხვა დილით და საღამოს, თითო ჯერზე სულ ცოტა ორი წუთის  განმავლობაში. აირჩიეთ მათეთრებელი პასტები, რომლებიც ებრძვის ემალის შეღებვას და ქათქათა ღიმილს უზრუნველყოფს. 

2. ვიყოთ გულწრფელნი: შენი კბილის ჯაგრისის გამოყენების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს სამ თვეს. თუ შეამჩნიე, რომ ჯაგრისი გახდა რბილი და გაცვეთილად გამოიყურება, დროა შეიძინო ახალი ჯაგრისი. 

3. რა თქმა უნდა, გაგიგია, რომ ყავა, ჩაი, წვენები და წითელი ღვინო ნეგატიურ გავლენას ახდნს კბილის ემალის ფერზე. ასეთი გავლენის შემცირებისათვის არსებობს ბრწყინვალე გადაწყვეტა – ისარგებლე საწრუპით. დიახ, ბარში ეს ცოტათი უცნაურად გამოიყურება, სამაგიეროდ შენი ღიმილი გულგრილს არავის დატოვებს.

4. იმის მიუხედავად, რომ ციტრუსები წარმოადგენს სასარგებლი ნივთიერებათა (მაგალითად, С-ვიტამინის) წყაროს, ფორთოხალში და გრეიფრუტებში არსებულ ხილის მჟავებს კბილის ემალის დაზიანება შეუძლია. ასეთი დაზიანებების თავიდან ასაცილებლად ყოველთვის ჭამის შემდეგ გამოივლეთ პირი თბილი წყლით.

5. იცით თუ არა, რომ ენის გაწმენდა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც  კბილების გახეხვა? ეს არა მხოლოდ თავიდან აცილებს არასასიამოვნო სუნის გაჩენას  პირის ღრუში, არამედ სპობს ბაქტერიებს, რომლებიც ემალის გამუქების მიზეზს  წარმოადგენს.

6. მიუხედავად იმისა, რომ საკვები სოდა სახლის პირობებში კბილების გათეთრების ყელაზე გავრცელებულ საშუალებას წარმოადგენს,  საჭირო არ არის მისი ჭარბი გამოყენება. საქმე იმაშია, რომ ნადებთან ერთად სოდას შეუძლია აგრეთვე ემალის «მოცილება» და სერიოზული დაზიანებების გამოწვევა.

7. უმი ბოსტნეული და ხილი არა მხოლოდ სასარგებლოა შენი ჯანმრთელობისათვის, არამედ სასარგებლოა პირის ღრუს ჰიგიენისთვისაც. ასეთი საკვების დაღეჭვით შენ ხელს უწყობ  სანერწყვე ჯირკვლების აქტიურ მუშაობას, რაც უზრუნველყოფს  შენი კბილების მუდმივ გაწმენდას.
8. იზრუნე შენს ღიმილზე და კბილების ჯანმრთელობაზე და ეწვიე სტომატოლოგს ყოველ ექვს თვეში ერთხელ. კარგად გვესმის, რომ სტომატოლოგთან მისვლა ნაკლებად სასიამოვნოა, მაგრამ კბილების პროფესიონალური გაწმენდა დაგეხმარებათ იმაში, რომ რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოთ ჯანმრთელი კბილები. 
9. ჩვენი ვიზაჟისტთა გუნდის რჩევა: წითელი, ხასხასა ვარდისფერი ან ქლიავისფერი პომადა ვიზუალურად მყისიერად უფრო ღია ფერისას ხდის კბილებს. რატომ? პომადის ცისფერი ნახევარტონები ანეიტრალებს ყვითელი ფერის კვალს კბილებზე და ქათქათა ბზინვარების ილუზიას ქმნის.

ტექსტი: