იყავი ფორმაში მიუხედავად ყინვებისა!

მოგბეზრდა ვარჯიში და სირბილი ზამთრის განმავლობაში? ეს არ არის ვარჯიშის შეწყვეტის მიზეზი. წარმოგიდგენთ შვიდ ახალ ხერხს, რომ სხეული იყოს ტონუსში.

1. ფიტნეს-ბალეტი 
თუ ბავშვობიდან გშურდა პრიმა ბალერინის დახვეწილი მოძრაობების, დროა სცადო ვარჯიშის ეს მოდური სახეობა. ესენია:  ფიტნეს-ბალეტი, ბოდი-ბალეტი, ბალეტ-ბარე – რას აღარ უწოდებენ მას. ესაა ვარჯიშები პლასტიკურობის მისაღწევად, ვარჯიშები კუნთების გასანვითარებლად და ადაპტირებული საბალეტო პა. არანაირი შტანგები, გირები ან ჰანტელები. ვარჯიშის დროს გამოიყენება მხოლოდ საკუთარი სხეულის წონა. შედეგად მივიღებთ შესანიშნავ გრაციოზულ სხეულს, სხეულის ფიზიკურ და ასევე არაჩვეულებრივ კუნთოვან  ტონუსს. 

2. საბრძოლო ხელოვნება 
საბრძოლო ხელოვნების დასაუფლებლად არსებობს უამრავი მეთოდი. არჩევანი დიდია: ჩხუბი გინდა? წადი ბოქსზე ან კარატეზე, ფიტნესს ანიჭებ უპირატესობას? დაეუფლე კიკბოქსინგის ხელოვნებას და აერობიკას. ყველაფრის მიუხედავად ეს საუკეთესო საშუალებაა ნერვული სისტემის სტაბილურობისთვისა და თვითდაჯერებულობისთვის.

3. პარკური 
ამ სახეობის თანამედროვე ვარიანტია მოწყობილ დარბაზში ვარჯიში უსაფრთხო ბარიერებზე, რომელთა დაპყრობა ასევე მოითხოვს არანაკლებ მოხერხებას როგორც სირბილი პარკში. აქ რეალური შანსია გახდე მოხერხებული, ძლიერი და მოძრავი.  

4. ვარჯიში ცელულიტის წინააღმდეგ 
ცელულიტი – პრობლემა უმრავლესობისთვის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას არ მივაქციოთ ყურადღება. არსებობს მასთან ბრძოლის უბრალო და მოხერხებული მეთოდი, რომელსაც სულ ორი რამ ესაჭიროება: ინტერნეტთან შეერთებული კომპიუტერი და სპეციალური სავარჯიშო "ბალიში". იპოვე იუთიუბში სახელმძღვანელო და ივარჯიშე შენი სიამოვნებისთვის სახლის პირობებში. ეს მეთოდი დაგეხმარება აიცილო კუნთების ზედმეტი დაჭიმულობა და დაუბრუნო მათ ელასტიურობა.

5. ჯგუფური სირბილი
არ გხიბლავს ბოქსი და არც ბალეტი? გიყვარს სირბილი, მაგარამ ცოტა დაიღალე რუტინით და გინდა რაიმე ახალი? სცადე ჯგუფური ვარჯიშები –  ისინი შეავსებენ შენს ხალხთან ურთიერთობის დეფიციტს და შეგმატებს სტიმულს დაიპყრო ახალი სიმაღლეები. ჯგუფური სირბილი კარგია ბაღსა და სტადიონზე. საერთო აზრის მქონე ადამიანებს შეუძლიათ გადააქციონ სარბენი ბილიკები სრულფასოვან სოციალურ კლუბად.

6. ჰაეროვანი იოგა 
ოცნებობდი დაუფლებოდი აკრობატულ ტექნიკას? ზუსტად მოხვედი. ჰაეროვანი ან ანტიგრავიტაციული იოგა, რომელსაც ასევე ეძახიან იოგას ჰამაკში, ეს პილატესა და აკრობატული იოგის ტექნიკის სინთეზია. განსაკუთრებული განსხვავება კი იმაშია, რომ ვარჯიშის დროს ჰაერში კიდიხარ. სამხიარულო და მეტად სასარგებლოა. 

7. კლდეზე ცოცვა
მოგწონს ადრენალინი? დაიპყარი მწვერვალები, რომლებიც დარწმუნებული ვართ მრავლადაა თქვენს ქალაქში. ის შეგრძნება რომელსაც განიცდით კლდეზე ცოცვისას, არაფერს შეედრება. შედეგი სახეზეა: ესაა ძლიერი კუნთები, წონასწორობის და საკუთარ თავში დარწმუნებულობის გრძნობა. მთავარია: არანაირი რისკი ჯანმრთელობასა და სიცოცხლისთვის. ღირს ვცადოთ.







ტექსტი: ფოტო: Martin Petersson, Getty Images