1. დაისახე რეალური მიზნები
არ ღირს ეცადოთ დაიკლოთ ათობით კილოგრამი შვებულებასა და საღამოსთვის, კვების შეზღუდვა ანელებს თქვენს მეტაბოლიზმს, ეს კი მავნეა ჯანმრთელობისთვის და არ მოაქვს ხანგრძლივი შედეგი. დაისახეთ რეალური მიზანი და დაელოდეთ მიზნის მიღწევას.
2. განრიგის ძალა
წინასწარ გეგმავ შეხვედრებს, მნიშვნელოვან საქმეებსა და ასევე წვეულებებს მეგობრებისთვის. რატომ არ ჩავრთოთ განრიგში სპორტი? გამოყავი დრო სპორტული დარბაზისთვის, ენერგიული გასეირნებისა და ახალი ვიდეოს სანახავად, სადაც იხილავთ ახავ ვარჯიშებს.
3. კანის მოვლა
გინდა შენი კანი ბრწყინავდეს? რათქაუნდა მინდა! მშრალი ჯაგრისით მასაჟი დაარბილებს უხეშ კანს და გააუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. კვირაში ორჯერ გამოიყენე მსუბუქი პილინგი და არ დაგავიწყდეს ყოველდღე კანის დატენიანება რათა გააუმჯობესო მისი მდგომარეობა და სტრუქტურა.
რჩევებს ზაფხულში კანის მოსაცლელად გაეცანით შემდეგ სტატიაში
4. ცისარტყელას ფერები
გამოაღვიძე შენი შინაგანი სილამაზე! სეზონური ხილი და ბოსტნეული, ისეთი როგორიცაა კენკრა, სავსეა სასარგებლო ანტიოქსიდანტებით. მეტი ბზინვარებისთვის კი აუცულებელია A და C ვიტამინების მიღება, რომლებიც მრავლადაა ბოსტნეულში. მაგ: ყვავილოვანი კომბოსტო და ჭარხალი.
5. გადი ქუჩაში
თუ გარეთ მზეა და არ წვიმს, თამამად გაცვალე სპორული დარბაზი ახლომდებარე პარკზე, სადაც შეიძლება ირბინო, თუ ტბაა შეგიძლია იცურო ან უბრალოდ მინდორში ითამაშო ხელბურთი, მხოლოდ არ დაგავიწყდეს მზის დამცავი საცხი.
6. ყურადღება მიაქციე მუცელს
მოგწონს თავი მოდურ საცურაო კოსტიუმში? გილოცავთ! ახლა მთავარია არ გაიფუჭო ხასიათი შებერილი მუცლის გამო, ამისათვის თავი შორს დაიჭირეთ ალკოჰოლისგან, გაზიანი სასმელებისა და საღეჭი რეზინებისგან.
7. ბევრი არ მოსთხოვო საკუთარ თავს
იმის მაგივრად, რომ საკუთარი თავი მოდელებს შეადაროთ, აჯობებს საკუთარ სხეულზე კონცენტრირდეთ. თუ იცავთ დაბალანსებულ დიეტას, დაკავებული ხართ სპორტით და სხეულის წონა ნორმის ფარგლებშია მასის ინდექსთან, შენ არაფერი გაქვს გასაკრიტიკებელი. ჯანმრთელი სხეული – ლამაზი სხეულია!