გვაქვს თუ არა ჩვენი სუპერფუდი, როგორც იშვიათი და ეგზოტიკური პროდუქტების ალტერნატივა?
რა თქმა უნდა. ეს პირველ რიგში მწვანე წიწიბურაა. როდესაც უცხოელები მას პირველად აგემოვნებენ, აღფრთოვანებულნი რჩებიან. მე ძალიან ბევრ უცხოელ შეფ-მზარეულთან მიმუშავია — გავასინჯეთ თუ არა წიწიბურა, ძალიან მოეწონათ და დაიწყეს მისი საკუთარ რესტორნებში გამოყენება. წიწიბურა — ეს ჭეშმარიტად რუსული პროდუქტია და ჩვენ ამით ვამაყობთ. მათ შორის საუკეთესო და სასარგებლო მწვანე წიწიბურაა. მარცვლეული პროდუქტები, როგორიცაა ქერი, ხორბალი სასარგებლოა ორგანიზმისთვის. მოცვი და მოცხარი სხვა ქვეყნებშიც ხარობს, მაგრამ როგორიც რუსეთში არსადაა. მიწამატვალა და ქაცვი ეს ჩემი საყვარელი კენკროვნებია და უცხოელებს ძალიან მოსწონთ. სხვათა შორის ინგლისურად მიწამატვალას «cloudberry» უწოდებენ, ვაშლი-კენკრა, რადგან ვაშლის ფორმა აქვს. მახსოვს ნიუ-იორკში, როდესაც რესტორანი გავხსენი ქაცვის და მიწამატვალას სასმელი მოვამზადეთ. უცხოელები მოდიოდნენ და მეკითხებოდნენ. «რა არის ეს?», ჩვენ კი ვპასუხობდით: «ეს ჩვენი ტრადიციული კენკრაა ჩრდილოეთიდან და ჩვენ ამით ვამაყობთ».
რა არის სწორი კვება თქვენთვის? ეს აუცილებლად რაღაც მოსაწყენია როგორც მოხარშული გულმკერდი ბრინჯით?
მსოფლიოში, ფაქტიურად, ბევრი ჯანსაღი, კარგი და იაფი პროდუქტი არსებობს, რომელიც აქტუალური და სასარგებლოა. მარცვლეული, ხორბალი, მწვანე წიწიბურა. კინოა — მასში მხოლოდ ცილები, ვიტამინები და მინერალებია და არ შეიცავს წებოვანას. უმაღლესი ხარისხის საკვები — ეს არა მარტო შებოლილი გულმკერდი და ბრინჯია. მთავარია – ბალანსი, ყოველთვის და ყველაფრით საკუთარი თავის შეზღუდვა აუცილებელი არ არის.
მაგრამ ყველა ეს პროდუქტი ხელმისაწვდომია, განსაკუთრებით ჩრდილოთში. მაგრამ სად ვიშოვოთ აქ კინოა?
იცით თუ არა, რომ კენკრის, ხილის და ბოსტნეულის გაყინვისას ხდება ვიტამინების შენარჩუნება? მე თვითონ ჩრდილოეთიდან ვარ: ჩვენთან ხარობს მოცვი, მოცხარი და სხვა ჩრდილოეთის სასარგებლო კენკრა — ჩვენ მათ ვკრეფთ, ვყინავთ ან ვინახავთ სარდაფში. ზამთარში ვსვავთ ხილის სასმელებს, ან მივირთმევთ კენკროვნებს და შედეგად არ ვხდებით ავად, იმიტომ რომ მოცვი, მოცხარი და მიწამატვალა შეიცავს დიდი რაოდენობით С ვიტამინს.
სარდაფში, სადაც არ ყინავს, ინახება სტაფილო, კარტოფილი, ჭარხალი, ბოლოკი, ხახვი, ნიორი — ეს ის ბოსტნეულია, რომელიც ინარჩუნებს ვიტამინებს და მათი შენახვა შესაძლებელია მთელი ზამთრის განმავლობაში. ყველა ეს ბოსტნეული მოგვყავს ბოსტანში და თებერვლამდე გვყოფნის. ჯანსაღი კვება შესაძლებელია ყველგან!
გსურს რამე გემრიელი და სასარგებლო მოამზადო, მაგრამ არ გინდა დიდი დროის დახარჯვა? სცადე რეცეპტები ზაფხულის სილამაზის წიგნიდან.