1. გააკეთეთ უფრო მეტი, ვიდრე თანამდებობრივ მოვალეობებში წერია
არასოდეს არ თქვათ: «ეს ჩემი სამუშაო არ არის». ყოველთვის მოიფიქრეთ, თუ როგორ გახადოთ სამუშაო უფრო ეფექტური და სასარგებლო. ასე თქვენ ახალ უნარებს სწავლობთ, ზრდით გავლენის სფეროს და უფრო მნიშვნელოვანი თანამშრომელი ხდებით.
2. შეარჩიეთ ტანსაცმელი გააზრებულად
ცუდი ამბებია: ადამიანები გვაფასებენ პირველ ოთხ წამში. მომდევნო ოცდაათ წამში გადაწყვეტილებას იღებენ. კარგი ამბებია: შთაბეჭდილების მოსახდენად საკმარისია გარეგნობა. ახალი მაკიაჟი, ლამაზი საქმიანი აუტფიტი — სულ ესაა!
შთაგონება არ გყოფნით? ნახეთ, როგორ იცვამენ თქვენს სფეროში წარმატებული ადამიანები. იქნება ეს მკაცრი საქმიანი სტილი თუ ელეგანტური ქეჟუალი, თქვენი ასარჩევია. დიახ, ჩვენ გთავაზობთ, მაგალითად გამოიყენოთ საუკეთესო გადაწყვეტილებები (მაგრამ, ეს უნდა გაკეთდეს პატივისცემით). რაც უფრო თავდაჯერებულად გრძნობთ თავს, მით უკეთესი. ამ ცვლილებებს შეამჩნევენ და შესანიშნავ უნარ-ჩვევებთან ერთად თქვენ დაწინაურების საუკეთესო კანდიდატი გახდებით.
3. ისწავლეთ ახალი...
გარეგნობასთან ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ცოდნის გარეშე შორს ვერ წახვალ. თუ კომპანია სწავლის, კონფერენციებში მონაწილეობის, კურსების ან ტრენინგების ანაზღაურების შესაძლებლობას გაძლევთ, ისარგებლეთ ამით 100%-ით. გააკეთეთ ყველაფერი იმისათვის, რომ გახდეთ ექსპერტი თქვენს დარგში, სპეციალისტი, რომელსაც მიმართავენ რჩევისთვის. დაწერეთ სტატიები პროფესიულ გამოცემებში, ჩაატარეთ მასტერ-კლასები, ასწავლეთ უნარ-ჩვევები სხვებს — ასე თქვენ ახდენთ თქვენი თავის და კომპანიის უმაღლეს დონეზე პოზიციონირებას.
4. გქონდეთ ურთიერთობა ადამიანებთან
ადამიანებთან ურთიერთობის, მოქნილობის საკუთარი ინტერესების დაცვის უნარი — ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი უნარია. თუ კომპანიაში არის კორპორატიული კულტურა, განჭვრიტეთ, თუ რაზე ჯობს ყურადღების გამახვილება, კარგად შესრულებული სამუშაოს გარდა. ბრწყინვალედ ახერხებთ ადამიანებთან ურთიერთობას და ურთიერთობების აგებას, ლოიალურად ხართ განწყობილი ბრენდის მიმართ და მკაფიოდ შეგიძლიათ პროცესების აგება? თქვენ დაწინაურების პირველი კანდიდატი ხართ.
5. დაეხმარეთ ხელმძღვანელს
თუ გსურთ, რომ რთულ სიტუაციებში თქვენი ხელმღვანელი დაგეხმაროთ, დაეხმარეთ მას საპასუხოდ. დროულად შეასრულეთ სამუშაო, მიაღწიეთ დასახულ შედეგს, იყავით გუნდის ძლიერი მოთამაშე და არ უღალატოთ თქვენიანებს. ასე თქვენ არა მხოლოდ დააგროვებთ ქულებს, არამედ აამაღლებთ თქვენს, როგორც თანამშრომლის, მნიშვნელობას. და თუ ჰორიზონტზე დაწინაურება გამოჩნდება, თქვენი ხელმძღვანელი უფრო ლოიალური იქნება თქვენს მიმართ. და თუ ის დაწინაურდება, გუნდსაც თან გაიყოლებს.
6. ნუ შეგეშინდებათ შეკითხვის
რა თქმა უნდა, უკეთესია, როდესაც ყველაფერი ბუნებრივად ხდება — თქვენს დამსახურებას ამჩნევენ და გაწინაურებენ. მაგრამ ისეც ხდება, რომ დაწინაურებისთვის უნდა მეტი ძალისხმევა გამოიჩინოთ. მოამზადეთ იმის ჩამონათვალი, რისი გაკეთება მოახერხეთ მუშაობის განმავლობაში: მიღწევები, ინიციატივები, წინადადებები. თუ ციფრებთან მუშაობთ, დააგროვეთ სტატისტიკა. რამდენიმე კურსი გაიარეთ და რაღაც ახალი ისწავლეთ გასულ წელს? მზად იყავით მოყვეთ ამის შესახებ. გაიგეთ კომპანიაში ღია ვაკანსიების შესახებ და განაახლეთ რეზიუმე მოთხოვნების შესაბამისად. მაგრამ ყველაფერს ნუ მიაყრით ხელმძღვანელს ერთბაშად. შეარჩიეთ მოსახერხებელი მომენტი და, როდესაც ამის დრო დადგება, მზად იყავით მოუყვეთ თქვენს უფროსს, თუ რატომ სწორედ თქვენ ხართ დაწინაურების ღირსი. წარმატებებს გისურვებთ!