წარმატება ერთ ღამეში არ მოდის. ყველა წარმატებული ადამიანი რაღაცით იწყებს და, ხშირად, მიღწევებს მათი ჩვევები - წარმატებისა და კეთილდღეობის საიდუმლოებები — განსაზღვრავს.
მარკ ცუკერბერგი ყოველდღე ერთნაირ ტანსაცმელს იცმევს
მარკ ცუკერბერგი, სოციალური ქსელის, ფეისბუკის დირექტორი და დამფუძნებელი, ყოველ დღე ერთნაირ რუხ მაისურებს, სვიტრებს და ლურჯ ჯინსებს იცმევს. ამ ჩვევას იმით ხსნის, რომ არ სურს დროის დაკარგვა ტანსაცმლის არჩევაზე. «ბედნიერებაა, როდესაც ყოველ დღე იღვიძებ და ეხმარები თითქმის მილიარდი ადამიანის მომსახურებას» — ამბობს ის. «და ვგრძნობ, რომ ჩემს სამუშაოს კარგად ვერ შევასრულებ, თუ ენერგიას ისეთ უაზრო საქმეს დავახარჯავ, როგორიცაა მაისურის თუ პიჯაკის შერჩევა» — აღიარებს ცუკერბერგი.
ოპრა უინფრის გაბედულობა
ამერიკელი ტელეწამყვანი და მედიამაგნატი, ოპრა უინფრი, თვლის, რომ მორიდებულობის სარგებელი გაზვიადებულია. «ადრე მერიდებოდა საუბარი ჩემს მიღწევებსა და წონაზე, მაგრამ ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. «დიახ, მე წარმატებული ვარ, დიახ, მე დიდი წინა მაქვს. მერე რა?».
ილონ მასკი ტელეფონით არ საუბრობს
კანადელი მეწარმე-მილიარდერი, Tesla და SpaceX კომპანიების გენერალური დირექტორი ილონ მასკი უპირატესობას შეტყობინებების წერას ანიჭებს და არა ტელეფონით დარეკვას. «ჩემი მთავარი ჩვევა — ელექტრონული ფოსტით ურთიერთობის ცოდნაა» — განაცხადა მასკმა ინტერვიუში. აქედან გამომდინარე, გენიალური ინჟინერი გრაფიკს ზუსტად იცავს და დროს არ ხარჯავს არასაჭირო საუბრებზე.
პალიჟაევეების ოჯახი საქმეებს კვირაობით გეგმავს
«თუ მომავალს არ დაგეგმავთ, ის არც გექნებათ. ჩვენს ოჯახში ყოველი კვირა დაგეგმვის დღეა, ეს ტრადიცია ჯერ კიდევ დედაჩვენმა დაამკვიდრა» — გვითხრეს ვლადიმერ და სნეჟანა პოლეჟაევებმა. არცაა გასაკვირი, სწორედ ეს ჩვევა დაეხმარა თამილა პოლეჟაევას რუსი მილიონერი ქალების არამრავალრიცხოვან რიგებში შესვლაში, რომელთა ბიზნესის მშენებლობა ნულიდან დაიწყო.
მარტა სტიუარტი ჯანსაღ საკვებს ირჩევს
ამერიკელი მეწარმე, მედიამაგნატი, ტელეწამყვანი და სახლის საქმეებისა და კულინარიის შესახებ ბესტსელერების ავტორი, მარტა სტუარტი, არ იკვებება ნახევარფაბრიკატებით და უპირატესობას ჯანსაღ საკვებს ანიჭებს: «მე არ ვყიდულობ პროდუქტებს, რომლებსაც ჯანმრთელობისთვის მავნედ ვთვლი» - გვიყვება მარტა. თუ შენც ასე თვლი და გემრიელ და სასარგებლო რეცეპტებს ეძებ, ყურადღება მიაქციე ჩვენს სტატიებს.
სტივ ქეისი თანამოაზრეებს იკრებს ირგვლივ
საკუთარ წიგნში «ინტერნეტის მესამე ტალღა», AOl კომპანიის თანადამფუძნებელს, სტივ ქეისის, ძველი აფრიკული ანდაზა მოჰყავს: «თუ სწრაფად სიარული გსურს, იარე მარტომ, თუ შორს წასვლა გსურს — წადი მეგობართან ერთად». «როგორ უბრალოდაც არ უნდა ჟღერდეს ეს რჩევა, მე ვთვლი, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა ბიზნესის წარმოებისას», — წერს ქეისი. «ეს განსაკუთრებით აქტუალურია, როდესაც წარმატება მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული პარტნიორულ ურთიერთობებზე ლიდერ კომპანიებს შორის, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი შეხედულებები გარკვეულ საკითხებზე ერთმანეთს არ ემთხვევა».
შერილ სენდბერგი ღამით გაჯეტებს თიშავს
შერილ სენდბერგი, რომელიც ფეისბუქის დირექტორთა საბჭოში მუშაობს, ძილის წინ ყოველთვის რთავს ტელეფონს. «ღამით ჩართული ტელეფონის დატოვება — ეს ძალზედ მძიმეა. მე გამოძინება მსურს და არა გამოღვიძება უსასრულო ელექტრონული წერილებისა და შეტყობინებებისგან. ფოსტას ძილის წინ და გაღვიძებისთანავე ვამოწმებ. ეს საკმარისია», — ამბობს შერილი.