შვიდი ხერხი, როგორ გაიადვილოთ ცხოვრება

მუშაობთ თავდაუზოგავად, სვავთ ყავას გადარბენაში, ძლივს ასწრებთ ბავშვებისა და ახლობლების ნახვას ძილის წინ, ხოლო საქმეების სია არა და არ მცირდება. როგორ გამოვნახოთ დრო მნიშვნელოვანი საქმეებისთვის? და რა არის თქვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი? გავერკვეთ შვიდი უბრალო ნაბიჯის მეშვეობით.

1. შეგეძლოთ «არა-ს» თქმა
უაზრო შეხვედრები, «შხამიანი» ადამიანები, უცნაური ამოცანები -  თქვით «არა» ყველაფერზე, რასაც მნიშვნელობა არა აქვს თქვენთვის,  გახარჯინებთ  დროს და უფრო მეტად გირთულებთ ცხოვრებას. როგორც კი ამას დაიწყებთ შეიცნოთ, თუ რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი სინამდვილეში. არ უღალატოთ თქვენს პრიორიტეტებს და არ დანებდეთ.

2. იმოგზაურეთ ხშირად 
ჩვენ გირჩევდით რამოდენიმე წლით გაემგზავროთ საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში. თუ გაქვთ ასეთი შესაძლებლობა — შესანიშნავია! ხოლო, თუ არა — შეეცადეთ გაატაროთ უქმე დღეები აგარაკზე. აირჩიეთ ახალი მისასვლელი გზები სამუშაოსკენ და სახლისკენ. შეიცვალეთ ტრანსპორტი. როდის იყავით ბოლოს პარკში? და ტყეში? ხომ ხედავთ! მოგზაურობა (თუნდაც მცირე) დაგეხმარებათ გამოხვიდეთ თქვენთვის ჩვეული სიტუაციიდან და სხვა კუთხით შეხედოთ თქვენს ცხოვრეებას.

3.  იფიქრეთ მომავალზე 
ადვილი სათქმელია! ერთადერთი აზრი, რომელიც თავში გიტრიალებთ: «არ ვიცი, რა გავაკეთო» ეს ნორმალურია. და ეს ნიშნავს, რომ დროა დაჯდეთ და იფიქროთ, რა გაქვთ და რა გინდათ გქონდეთ. ეს დაგეხმარებათ შეიგრძნოთ თქვენი სურვილები და გამონახოთ მათი რეალიზების გზები. ქაღალდზე ჩამოწერეთ თქვენი სურვილები და ყოველი რეალიზებული სურვილი თანდათან ამოშალეთ.

4. დაალაგეთ ხშირად 
შეხედეთ თქვენს ნივთებს. უეჭველია, ზოგიერთ მათგანს სჭირდება შეკეთება, ხოლო ზოგოერთი — დიდი ხანია გადასაგდებია. თამამად გადააგდეთ ყველაფერი, რაც ერთი წელი და მეტიც არ გამოგიყენებიათ. ჩააბარეთ ისინი მიმღებ პუნქტებში ქველმოქმედებისთვის ან მოაწყეთ საგარაჟო დაყიდვა (და ნავაჭრი ფულით იყიდეთ  ახალი არომატი). გაგიკვირდებათ, რა ცოტა ყოფილა საჭირო ბედნიერი და ჰარმონიული ცხოვრებისთვის. სუფთა და სასიამოვნო სახლთან ერთად უფრო მეტი თავისუფლების გრძნობა მოვა თქვენს ცხოვრებაში.   

5. გადაჯექით ველოსიპედზე ზაფხულში 
ანგარიშები ბენზინზე, დაზღვევაზე და ტექნიკურ მომსახურებაზე — გავაგრძელოთ ჩამოთვლა? ამოირჩიე ველოსიპედი ზაფხულობით და დაზოგე თანხები არა მხოლოდ ასეთ ანგარიშებზე, არამედ სპორტული დარბაზის ბარათზეც. ყოველდღიური გზა სახლიდან სამსახურში და პირიქით სამსახურიდან სახლში დასაბრუნებელი კარგად შეანაცვლებს კარდიოვარჯიშებს. დაზოგილი ფული შეგიძლიათ გამოიყენოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ტაქსით მგზავრობაზე, თუ გსურთ უფრო სწრაფად  იმოძრაოთ და საგზაო მოძრაობის წესებზე არ იფიქროთ. 

6. მოიწყვეთ სამუშაო ადგილი 
სუფთა მაგიდა — სუფთა თავია. შეინარჩუნეთ წესრიგი თქვენს მაგიდაზე, მოწმინდეთ მტვერი, გადააგდეთ ყველაფერი ზედმეტი, რაც არ გჭირდებათ და ნუ დატოვებთ მთელი ღამით ყავის ჭიქებს მაგიდაზე. დიახ, ეს სამი რამ. საოცარი, მაგრამ ფაქტია: წესრიგის შენარჩუნება მაგიდაზე დაგეხმარებათ ისეთივე წესრიგის შენარჩუნებაში თავში და აგრეთვე გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებაში. თქვენ ისედაც სუფთა მაგიდა გაქვთ? გილოცავთ! შეამოწმე, ხომ მოწესრიგებული გაქვთ ბინის, ინტერნეტის, ტელეფონის ან კომუნალური მომსახურების ანგარიშები.  წაშალე სპამები ფოსტაში და თავიდან მოიშორე უსარგებლო დაგზავნები, მნიშვნელოვანი მართლაც ხომ არც ისე ბევრია.

7. ისიამოვნეთ სასიხარულო ამბებით 
თითქოს რაღაც გაკლიათ? გამონახეთ დრო ისიამოვნოთ მომენტით, ვიდრე სასწრაფოდ შეუდგებით საქმეს ან დაეკიდებით ტელეფონს. თვალი ადევნეთ მზის ჩასვლას, ეზოში ბავშვების თამაშს, გაუღიმეთ თქვენთვის უცნობ ადამიანს რიგში, დაურეკეთ მშობლებს ან საყვარელ ადამიანებს ისე უბრალოდ და არა იმიტომ, რომ ეს საჭიროა. დალიეთ ერთი ჭიქა სუფთა გრილი წყალი და აირჩიეთ ყველაზე ლამაზი და დიდი ვაშლი ბაზარში. შეჭამეთ ის მადიანად. მიეცით თქვენს თავს პატარა პაუზების უფლება და დაინახავთ, რომ ცხოვრება უფრო ადვილი და სასიამოვნო ხდება.

ტექსტი: