კოპანი ბერკეში, 44 წლის
ორიფლეიმის კომერციული მარკეტინგის და გაყიდვების ვიცე-პრეზიდენტი
«ასაკთან ერთად წარმატების აღქმა იცვლება. როდესაც ახალგაზრდა ხარ, წარმატება — კარიერა, ფული, საერთაშორისო აღიარება და მოდური რესტორნებია. წლები გემატება და ხვდები, რომ წარმატება — მყარი ოჯახი, ურთიერთგაგება, საკუთარი შვილების მომავალის უზრუნველყოფა და კარგი განათლების მიცემაა. უნარი დატკბე და დააფასო საკუთარი მიღწევები — წარმატების კიდევ ერთი მხარეა. 10-15 წლის წინ ვფიქრობდი, რომ მამაკაცის გარეგნობაში მთავარი — მოდური ტანსაცმელი და ვარცხნილობაა. მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად მივხვდი, რომ საკუთარ თავზე, ჯანმრთელობაზე ზრუნვა — ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, ახლა კომპლექსური მიდგომა ჯანმრთელობისადმი, რომელიც კანის მოვლასაც მოიცავს, აღარ არის უჩვეულო, პირიქით, ეს ტრენდულია: იყო ჯანმრთელი, მოვლილი, გამოიყურებოდე ახალგაზრდულად და ბუნებრივად — გამონაკლისი კი არა, უკვე აქტუალურია.
არჩევანი NovAge Men — ჩემთვის ბუნებრივია. მე ვმუშაობ კომპანიაში და ვენდობი ორიფლეიმის პროდუქციას 100%-ით. იყო ჯანმრთელი, მოვლილი და ახალგაზრდულად გამოიყურებოდე — გამონაკლისი არ არის, პირიქით, ეს უკვე კანონზომიერებაა. ნაკრებში NovAge Men ოთხი სტანდარტული მოცულობის საშუალებაა, მიმართული სიბერის ნიშნების და დაღლილი კანის წინააღმდეგ. კრემის და შრატის ფორმულა მომენტალურად ატენიანებს და ანიჭებს კანს სიგლუვეს და მუხტავს კანს ენერგიით. ჩემი საყვარელი პროდუქტი — დასაბანი საშუალება და სკრაბი 2-1-ში, ასევე მატონიზირებელიგელითვალის გარშემო კანისთვის. ნაკრები იყიდება კოლოფით».
ალექსეი ბეზიმიანნი, 33 წლის,
ექიმი-თერაპევტი, ტელეწამყვანი, ტელეექიმი
«წარმატება ჩემთვის — შესაძლებლობა ვაკეთო ის, რაც მომწონს იმათთან, ვინც მომწონს. ამ დროს შენ ხვდები, რომ შეგიძლია პროფესიულად შეასრულო დასახული მიზანი. წარმატება — ეს თვითშეგნებაა, როდესაც გრძნობ, რომ საჭირო ხარ და გაფასებენ — ეს მამაკაცისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გამოიყურებოდე ახალგაზრდულად და ენერგიულად — ეს ტრენდულია. ჯერ-ჯერობით მივყვები ამ ტენდენციას, მადლობა მშობლებს გენებისთვის და, რა თქმა უნდა სპორტს.
ჩემი სამუშაო გრაფიკი დატვირთულია, ღამის მორიგეობები, გადაღებები, სატელევიზიო გრიმი და ეს ყველაფერი აისახება ჩემი სახის კანზე: მუქი წრეები თვალების ქვეშ, დაღლილი იერი. ასეთ დღეებში მე ვიყენებ დასაბან საშუალებას 2-1-ში, გელს თვალის გარშემო კანისთვის და დამატენიანებელ კრემს.
სერგეი გაგლოევი, 35 წლის,
ორიფლეიმის წამყვანი კომპანიონი
«წარმატება მამაკაცისთვის — ახლობელი ადამიანების გაბრწყინებული და ბედნიერი თვალებია. ბედნიერების შეგრძნება ყველასთვის განსხვავებულია. ადრე ეს იყო აპლოდისმენტები, როდესაც მეუღლესთან ერთად 25 000 მაყურებლის წინაშე ოლიმპიურ სცენაზე ვიდექი. ორი ავტომობილი პროგრამით «საჭესთან» საჩუქრად ორიფლეიმისგან. პრემია ათასობით დოლარი. წელიწადში რამდენჯერმე მოგზაურობა მსოფლიოს საუკეთესო კურორტებზე.
შემდეგ — შვედეთის დედოფალთან შეხვედრა ნობელის დარბაზში. ახლა კი, მესამე შვილის დაბადების შემდეგ თავი წარმატებულად ვიგრძენი. მთავარია — იყო შენ. რაც შეეხება NovAge Men, ძალიან მომეწონა გამწმენდი საშუალება და გელი-კრემი. პირველი პროდუქტი გმატებს სისუფთავის სასაიმოვნი შეგრძნებას. მეორე — კი ადვილად იწოვება და ხსნის კანის გაღიზიანებას გაპარსვის შემდეგ».