ორიფლეიმი აგრძელებს თანამშრომლობას დიზაინის შვედურ კოლეჯთან Beckmans. პრემიის Oriflame Trend Award ჩარჩოებში Beckmans-ის კურსდამთავრებულები უკვე მესამე წელიწადი ზედიზედ ქმნიან აქსესუარების კოლექციას. ჩვენ შევხვდით ამანდა ბორგფორს მესაროშს, რომ უფრო მეტი გაგვეგო კოლექციის Luminescence და ორიფლეიმთან მუშაობის თაობაზე შთაბეჭდილებების და, რა თქმა უნდა, შთაგონების შესახებ.
ამანდა, რამ მიგიზიდათ მოდის სამყაროში?
მოდა — მთავარი ინსტრუმენტია, რომელიც ეხმარება ადამიანებს ხასიათის, განწყობის ან სტილის გამოხატვაში და მე ყოველთვის მინდოდა მისი ნაწილი ვყოფილიყავი.
რა შთაგაგონებთ მოდაში ყველაზე მეტად?
ახალი თაობა! მე აღფრთოვანებული ვარ იმით, რომ ახალი სამყაროს წევრს წარმოვადგენ. ახალა ადამიანებს თავისუფლად შეუძლიათ იმუშაონ საკუთარი თავისთვის, იყვნენ დამოუკიდებელნი და გავლენა მოახდინონ ტრენდებზე მომიჯნავე ინდუსტრიებში, იქნება ეს კულტურა, მუსიკა თუ ხელოვნება.
თქვენ წარმოადგინეთ კოლექცია მოდის კვირეულზე სტოკჰოლმში, კოპენჰაგენში და პარიზში. რას გრძნობდით, როდესაც მიიღეთ ახალგაზრდა დიზაინერების კონკურსის ჯილდო პრემია Oriflame Trend Award?
ეს იყო არაჩვეულებრივი! ჩემთვის ეს უზარმაზარი პატივია და შესაძლებლობა წარმედგინა ჩემი ნამუშევრები მრავალმილიონიანი აუდიტორიის წინაშე მთელ მსოფლიოში.
როგორ დაიწყო მუშაობა კოლექციაზე Luminescence?
პირველად მე გამოვიკვლიე ტრენდი «ღამის ქალაქის ჩირაღდნები»: როგორ მოძრაობს სინათლე ღამეში, როგორ ფორმებს ქმნის სინათლე კამერის მოძრაობაში. ხოლო აქსესუარების შემუშავება დაიწყო 3D-მოდელებით, შემდეგ დამზადდა ნიმუშები ქაღალდისგან და მეტალის ძაფებისგან.
რატომ სწორედ ეს ტრენდი?
მე შთამაგონა ქალაქმა, მისმა რითმმა და ნეონის სინათლეებმა. მე მინდოდა შემექმნა ვნებიანი და გაბედული კოლექცია, რომლის გმირს უყვარს პროვოცირება და მზერის მიპყრობა. მე თვითონ მასეთი ვარ, მომწონს ვიყო გამორჩეული, მომწონს ტანსაცმლის, აქსესუარებისა და მაკიაჟის გამოყენება როგორც თვითგამოხატვის საშუალების. და კოლექცია გამოვიდა პროვოკაციული — თითქოს შუქისა და სიბნელის კონტრასტებზე თამაშობს.
კომპანია ორიფლეიმის წარმოდგენილია მსოფლიოს 60-ზეე მეტ ქვეყანაში. ითვალისწინებდით თუ არა ამას Luminescence შექმნისას?
რა თქმა უნდა. პროვოკაციული ხასიათის მიუხედავად, აქსესუარები სავსებით უნივერსალურია. ისინი სხვადასხვა სტილის მოყვარულთა გემოვნებას დააკმაყოფილებს.
რამდენად გამოხატავს კოლექცია შვედურ ხასიათს და ცხოვრების სტილს?
ასი პროცენტით. მოკრძალებული ფერები, დახვეწილი ხაზები, ელეგანტური პრაქტიკულობა და ფორმების სიწმინდე — ეს დიზაინის კლასიკური შვედური ესთეტიკის თვისებებია. კოლექციის უნივერსალობა ადასტურებს სწრაფვას მყარი განვითარებისკენ. სწორედ ეს არის ჭეშმარიტი შვედური ხასიათი.
რომელია თქვენი საყვარელი აქსესუარი კოლექციაში?
მე ძალიან მომწონს, რომ ჩანთის ჯაჭვი შეიძლება გამოიყენოთ როგორც ყელსაბამი, ხოლო თხელი შარფი შეგიძლიათ გაიკეთოთ კისერზე, თავზე ან მაჯაზე, სულაც დაამაგროთ ჩანთის «რგოლებზე».
ჩანთის, შარფის, საყურისა და ბეჭდის გარდა, კოლექციაში Luminescence არის აგრეთვე პარფიუმერული წყალი.
მის შექმნაზე მუშაობდა ფრანგული პარფიუმერი სოფი ლაბბე — მრავალი პარფიუმის ავტორი ისეთი პრესტიჟული ბრენდებისთვის როგორც Givenchy, Bulgari და Yves Saint Laurent, და ლუქსური არომატების შექმნის აღიარებული ოსტატი.