1. ნუ წერ რობოტივით
წერე ადამიანივით. მისალმებისას სახელით მიმართე. დაივიწყე ბიუროკრატიული «თქვენ» და სხვა მსგავსი კანცელარიული ფორმალიზმი. ხელთ იქონიე ლექსიკონი ან სახელმძძღვანელო, გააკეთე სანიშნე ვებ-საიტზე ორთოგრაფიის, ლექსიკის და პუნქტუაციის შემოწმებით. მოახდინე ტექსტის სტრუქტურირება და აბზაცებად დაყოფა: ზეწარივით გაშლილი ტექსტის წაკითხვა რთული და მოსაწყენია. წერე მოკლე წინადადებებით, შეადგინე სიები, გაუკეთე სათაურები და ქვესათაურები. დარწმუნებული არ ხარ, რომ გამართულად წერ? დაიქირავე სარეკლამო განცხადებების/ტექსტების შემდგენელი (კოპირაითერი), რედაქტორი ან შეამოწმე ტექსტი სპეციალურ პროგრამებში (მისი ინტერნეტში მოძიება ადვილია).
2. ილაპარაკე მკითხველის თვალებით
ოქროს წესი: გაიგე ყველაფერი ადამიანების შესახებ, რომლებსაც უწერ წერილს, დასაგზავნ მასალას ან საიტის ტექსტს და ჩასწვდი, რა პრობლემების გადაჭრა შეგიძლია ბიზნესის დახმარებით. დაივიწყე ის, რაც გსურს შენ და ყურადღება გაამახვილე იმაზე, რაც მნიშვნელოვანია კლიენტებისთვის.
3. გააკეთე სათაურები საქმესთან დაკავშირებით (და მიმოხილვაც — ასევე)
ყველა ჩვენთაგანი დღეში ათასობით წერილს ღებულობს. სათაურზეა დამოკიდებული, გახსნიან თუ არა შენს წერილს (იპოვნიან მას ფოსტაში მერე). რა უნდა დავწეროთ სათაურში? — ყველაზე მნიშვნელოვანი. ის, რის გამოც აგზავნი ამ წერილს. ვარიანტები «უნიკალური შემოთავაზება», «ფასდაკლება მხოლოდ ახლა» და «არსებობს კითხვა» — ცუდია. ჩაიხედე ელექტრონული ფოსტის საქაღალდეში «სპამი» და კიდევ რამდენიმე მაგალითს იპოვნი, თუ როგორ არ უნდა წერო. გამოიწერე საყვარელი ბრენდების ან კომპანიების სარეკლამო მასალა, მოძებნე საუკეთესოები და «მოიპარე, როგორც მხატვარმა».
4. გამოიყენე რეალური ადამიანების ფოტოები
დაივიწყე სტანდარტული ფოტოების სერვისი (თუნდაც ეძებე ფოტო არა პირველ გვერდზე) ან მენიუ «სურათები» საძიებო სისტემებში, — ეს ცუდი გემოვნების ნიშანია, მსგავსად ფოტოსურათებისა მომღიმარე მოდელებით, თითქოსდა ოფისში ან თათბირზე, ხელოვნურ თვლებიანი ყვავილებით და კითხვის ნიშნებით. გინდა მოუთხრო შენი გუნდის შესახებ? გადაუღე მათ ფოტოსურათი ოფისში, ქუჩაში, პარკში სეირნობისას ან უბრალოდ თეთრი ფერის კედლის ფონზე ნებისმიერ ბიზნეს-ცენტრში. ახალ პროდუქტს ქმნი? გადაიღე 5-10 ფოტოსურათი კარგი განათების ქვეშ სხვადასხვა კუთხით (ახლოს, შორს, ზევიდან, ქვევიდან, საგნებით ხელში ან სხვადასხვა ობიექტებთან).
5. მოყევი ისტორია (და არ გაყიდო)
ტექსტების გაყიდვის ბირჟები — გასული საუკუნეა. სიტყვები არ უნდა იყოს ბევრი. ზედსართავი სახელების სიუხვე — ცუდია. მნიშვნელოვანი მხოლოდ აზრია. წარმოიდგინე, რომ ისტორიას შენს ბებიას უყვები. შენ ხომ ბებიის დაბნევას არ ისახავ მიზნად? მით უმეტეს, რომ ის ოდნავ ყრუა და პერიოდულად ყურადღება ეფანტება ხან კატაზე, ხან ახალ ამბებზე ტელევიზორში და საპენსიო რეფორმაზე. ისაუბრე მკაფიოდ და გასაგებად: რა, როდის და სად მოხდა, როგორია შედეგი და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი. და კიდევ, გამოიყენე ლამაზი ფოტოსურათები, ვიდეო, GIF-ები, ილუსტრაციები ან ინფოგრაფიკა. სარეკლამო მასალის მიწოდება — ეს თითქმის კინოა. ყველა ბლოკი დაკავშირებულია: ვიზუალური ნაწილი ატმოსფეროს გადმოსცემს, ტექსტს საქმის კურსში შევყავართ.