სილამაზე თვითმფრინავში: 9 პროდუქტი შენს ხელბარგში
გამოქვეყნებული: 31.10.2023 | ავტორი: Valeria Solonari
ჩვენ გვიყვარს მოზაურობა, მაგრამ თვითმფრინავში გატარებულმა საათებმა შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს კანს. არ შეგეშინდეთ, რადგან ჩვენ გირჩევთ, თუ რომელი პატარა ზომის პროდუქტები, ჩაალაგოთ თქვენს ხელბარგში. არ აქვს მნიშვნელობა, დღესასწაულისთვის მიფრინვათ, თუ უბრალოდ სამოგზაუროდ, ჩვენი პროდუქტები გაგიუმჯობესებთ განწყობას ფრენის დროს.
კანის მოვლის საშუალებები
მოდით, დავიწყოთ კანის მოვლის საშუალებით. ზამთრის გრილმა ჰაერმა შეიძლება ცუდად იმოქმედოს თქვენს კანზე და სალონის მშრალი ჰაერი ფრენის დროს კი გააუარესებს სიტუაციას. წარმოდგენილი საშუალებები კი დაიცავს თქვენი სახის ბზინვარებას:
Optimals დამატენიანებელი დღის კრემი: იგი შედგება ანტიოქსიდანტებიგან, შვედური მცენარეული ექსტრაქტებიგან და აუცილებელი ვიტამინებისგან, ეს მდიდარი კრემი ინარჩუნებს ტენიანობას და განაახლებს თქვენს კანს, იცავს მას გარემო სტრესებისგან, როგორიცაა დაბინძურება და მიკრობები.
Novage Skin Recharge ღამის ნიღაბი: ის ღრმად კვებავს თქვენს კანს ღრუბლების ზემოთ ძილშიც კი, ასე რომ, ჩამოსვლისთანავე გაიღვიძებთ მბზინვარე კანით.
Novage+ Proceuticals ესენცია-სპრეი: თუ გჭირდება სწრაფი შედეგი, მაშინ ეს ულტრა თხელი სახის სპრეი გააცოცხლებს თქვენს კანს ფრენის დროს. გამოიყენეთ როგორც მატონიზირებელი და დამატენიანებელი საშუალება. ეს ფაქტიურად წყალია შენი სახისთვის!
მინიმალისტური მაკიაჟი
ნაკლები მაკიაჟის საშუალებები ფრენის დროს, მაგრამ თქვენ მაინც არაჩვეულებრივად გამოიყურებით:
Giordani Gold CC კრემი: გამჭვირვალე, უწონო სახის კანის კრემი, მოგანიჭებთ ხანგრძლივ დატენიანებას. სერთიფიცირებული The Vegan Society™-ით, ეს არაკომედოგენური ფორმულა საშუალებას აძლევს თქვენს კანს ისუნთქოს და გამოიყურებოდეს ისეთივე კაშკაშა, როგორც არასდროს.
ტუჩის მულტიაქტიური ბალზამი THE ONE: მზრუნველი ბალზამი დამატენიანებელი და დამცავი თვისებებით, რომელიც ასევე ანიჭებს ტუჩებს დამატებით მოცულობას და ნაზ ელფერს. დამზადებულია ზღვის წყალმცენარეების ექსტრაქტით, რომელიც ატენიანებს 8 საათის განმავლობაში. ასე რომ თქვენ არ მოგიწევთ მისი ხშირად წასმა.
Giordani Gold წამწამების დასახვევი: გამოიყენეთ ტუშის გარეშე. ის გამოკვეთს ყველა წამწამს ერთი მოძრაობით, თქვენი ლამაზი გამოხედვისთვის.
თმის მოვლის საშუალებები
არ დაივიწყოთ თმის მოვლა ფრენის დროს, ამან შეიძლება თქვენი თმა გახადოს დაუმორჩილებელი.
Duologi თმის კრემი: მისი მინი კომპაქტური ზომა ძალიან მოასახერხებელია სატარებლად. ამავე დროს აქვს არაჩვეულებრივი დამცავი ეფექტი. ის ანიჭებს თქვენს თმას აბრეშუმისებრ ეფექტს, აქვს არაწებოვანი ფორმულა.
Duologi თმის შრატი: ეს დამცავი საშუალება არაჩვეულებრივია მოგზაურობის დროს, ამცირებს გაყოფილ ბოლოებს და აღადგენს მშრალ თმას. მისი ფორმულა კერატინით, შვრიის მკვებავი ლიპიდებითა და ბეტაინით აძლიერებს თმას უჯრედულ დონეზე და იცავს თმის კუტიკულას.
ჯაგრისი აბურდული თმისთვის StylerPRO: კომპაქტური საშუალება. რამდენიმე მარტივი მოძრაობით დაივარცხნე და გაისწორე კვანძები და აბურდული თმა ამ ჯაგრისის დახმარებით. ჯაგარი სპეციალურად შემუშავებულია იმისთვის, რომ ძალისხმევის გარეშე სრიალებდეს და ხელი შეუწყოს აბურდული თმის გაშლას მისი დაზიანებისა ან დაჭიმვის გარეშე.
პროდუქტის შეძენა