გადასვლა მთავარ კონტენტზემენიუზე გადასვლაგადასვლა ძიებაზე

როგორ ვიზრუნოთ კანსა და თმაზე "შიგნიდან და გარედან"

ავტორი: Andrea Simons
დროა, გამოავლინო შენი კანის ნამდვილი ბზინვარება! დღეს უკვე ყველამ ვიცით, რომ საუკეთესო შედეგს კომპლექსური მოვლის რუტინა გვაძლევს. კოლაგენი, C ვიტამინი და ანტიოქსიდანტები კანის მოვლის შესანიშნავი ინგრედიენტებია, თუმცა იცოდი, რომ სილამაზეზე შიგნიდან და გარედან ზრუნვა კიდევ უფრო ეფექტურ შედეგს მოგცემს?
სტოკჰოლმში მოღვაწე კრეატიული კონსულტანტი და სტილისტი Hanna MW თავის ყოველდღიურ რუტინაში აერთიანებს შიგნიდან და გარედან ზრუნვის ამ კომპლექსურ მიდგომას: მიზანმიმართულად შერჩეულ საკვებ დანამატებსა და მაღალი ეფექტურობის ფორმულებს.
მეტი შთაგონებისთვის გამოიწერე მისი გვერდი: @hannamw

როგორ ეხმარება კანის მოვლის საშუალებები და კოლაგენის დანამატები კანს?

კანის სიმკვრივის, ელასტიკურობისა და მდგრადობისთვის იდეალური კომბინაცია: კოლაგენის დანამატი და რეტინოლის შრატი.
როგორ ეხმარება კანის მოვლის საშუალებები და კოლაგენის დანამატები კანს?

რა სარგებელი აქვს VERISOL® კოლაგენს კანისთვის?

Wellosophy Beauty Collagen Complex კოლაგენის პეპტიდებით ხელს უწყობს ნაოჭებისა და წვრილი ხაზების შემცირებას, კანის ელასტიურობის გაუმჯობესებასა და დატენიანების შენარჩუნებას. * შეიცავს C ვიტამინს, რომელიც ხელს უწყობს კოლაგენის წარმოქმნას კანის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

რას აკეთებს ჩვენი რეტინოლის შრატი კანისთვის?

Novage+ Proceuticals გამაახალგაზრდავებელი კრემ-შრატი აერთიანებს რეტინოლის შრატს ანტიოქსიდანტ პეპტიდთან, ნიაცინამიდთან და ჰიალურონის მჟავასთან — ინგრედიენტების კომბინაციასთან, რომელიც კანს უფრო გლუვსა და სავსეს ხდის.
*Proksch et al., Skin Pharmacol Physiol. 2014;27(1):47-55 & 2014;27(3):113-9

რას აკეთებენ ვიტამინები და ნიაცინამიდი კანისთვის?

ბზინვარე კანისთვის იდეალური კომბინაცია: თმის, კანისა და ფრჩხილების ჟელესებრი ვიტამინები და ნიაცინამიდის წვეთები.
რას აკეთებენ ვიტამინები და ნიაცინამიდი კანისთვის?

იზრუნე სილამაზეზე შიგნიდან — მიიღე ვიტამინები თმის, კანისა და ფრჩხილებისთვის

Wellosophy -ის თმის, კანის და ფრჩხილების ჟელესებრი ვიტამინები შეიცავს ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსს, მათ შორის ბიოტინს, თუთიასა და C ვიტამინს. C ვიტამინი ხელს უწყობს კოლაგენის ნორმალურ წარმოქმნას კანის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, თუთია და სელენი ხელს უწყობს უჯრედების დაცვას ოქსიდაციური სტრესისგან, ხოლო ბიოტინი ხელს უწყობს თმისა და კანის ნორმალური მდგომარეობის შენარჩუნებას.

რა სარგებელი მოაქვს ნიაცინამიდს კანისთვის?

Novage+ Proceuticals 10% ნიაცინამიდის კონცენტრირებული შრატი სწრაფად მოქმედებს კანის ზედაპირზე. მისი ფორმულა შეიცავს ნიაცინამიდის (ვიტამინი B3-ის ერთ-ერთი ფორმა) ჩვენს ისტორიაში ყველაზე მაღალ კონცენტრაციას, რაც ხელს უწყობს კანის ტონის ხილულ გათანაბრებასა და გაბრწყინებას. ანტიოქსიდანტ EGCG-სა და დამამშვიდებელ კომპლექსთან ერთად, ის აუმჯობესებს კანის ტექსტურას, ამშვიდებს კანს და ამცირებს წვრილი ნაოჭების ხილვადობას.

როგორ დავიცვათ კანი ყოველდღიურად

ანტიოქსიდანტური დაცვისა და საერთო კეთილდღეობისთვის იდეალური კომბინაცია: Wellness Pack და ანტიასაკობრივი დღის კრემი.
როგორ დავიცვათ კანი ყოველდღიურად

რა სარგებელი აქვს C და E ვიტამინებს კანისთვის?

Wellosophy Wellness Pack უზრუნველყოფს ორგანიზმისთვის აუცილებელი საკვები ნივთიერებების ყოველდღიურ კომპლექსურ მიღებას. მისი შემადგენლობა მოიცავს ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს (EPA და DHA), ასევე ასტაქსანტინსა და მოცვის ექსტრაქტს. C და E ვიტამინები კი ხელს უწყობს უჯრედების დაცვას ოქსიდაციური სტრესისგან.

დაიცავი კანი SPF-ის შემცველი დღის კრემით

Novage+ Multi-Active ანტიასაკობრივი მსუბუქი დღის კრემი Advanced Pollution System-ის წყალობით ქმნის დამცავ ფენას, რომელიც იცავს კანს დაბინძურებისა და თავისუფალი რადიკალებისგან. SPF30 იცავს კანს ულტრაიისფერი სხივებისგან, ხოლო E ვიტამინი ხელს უწყობს კანის უჯრედების დაცვას თავისუფალი რადიკალებით გამოწვეული დაზიანებისგან.

როგორ მივანიჭოთ თმას ბზინვარება?

ძლიერი და ბზინვარე თმისთვის იდეალური კომბინაცია: თმის, კანისა და ფრჩხილების ჟელესებრი ვიტამინები და თმის სტრუქტურის აღმდგენი საშუალება.
როგორ მივანიჭოთ თმას ბზინვარება?

რა სარგებელი აქვს ბიოტინს თმისთვის?

Wellosophy-ის თმის, კანისა და ფრჩხილების ჟელესებრი ვიტამნიები შეიცავს საკვები ნივთიერებების კომპლექსს, მათ შორის ბიოტინსა და თუთიას, რომლებიც ხელს უწყობენ თმის, კანისა და ფრჩხილების ნორმალური მდგომარეობის შენარჩუნებას.

როგორ აღადგინო დაზიანებული თმა?

დაზიანებული თმა კარგავს ბზინვარებას, ხდება მშრალი და დაუმორჩილებელი, უჩნდება გაყოფილი ბოლოები და ადვილად ტყდება. Duologi Pre-Shampoo და Duologi-ის თმის ღამის შრატი — ხელს უწყობს დაზიანებული თმის კუტიკულის გასწორებასა და თმის ღერების გაძლიერებას ძირებიდან ბოლოებამდე. რამდენად ხშირად უნდა გამოიყენოთ თმის საშუალება? სასურველია, კვირაში ერთხელ, საღამოს.

რა სარგებლობა აქვს პეპტიდებს კანისთვის?

კანის სიმკვრივის და ელასტიურობის შესანარჩუნებლად იდეალური კომბინაცია: კოლაგენის კომპლექსი და Novage+ Lift + Firm შრატი.
რა სარგებლობა აქვს პეპტიდებს კანისთვის?

რა სარგებლობა აქვს VERISOL® კოლაგენს კანისთვის?

Wellosophy Beauty Collagen Complex აერთიანებს VERISOL® კოლაგენის პეპტიდებს, ჰიალურონის მჟავას, C ვიტამინსა და თუთიას. VERISOL® კოლაგენის პეპტიდები ხელს უწყობს ნაოჭებისა და წვრილი ხაზების შემცირებას და კანის ელასტიურობის გაუმჯობესებას. * კომპლექსი შეიცავს თუთიას, რომელიც ხელს უწყობს კანის ნორმალური მდგომარეობის შენარჩუნებას, და C ვიტამინს, რომელიც ხელს უწყობს კოლაგენის წარმოქმნას კანის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
*Proksch et al., Skin Pharmacol Physiol. 2014;27(1):47-55 & 2014;27(3):113-9

როგორ გავაუმჯობესოთ კანის ელასტიურობა პეპტიდების დახმარებით?

Novage+ Lift + Firm შრატი შეიცავს დაპატენტებულ Oripeptide-3-ს — Oriflame-ის კანის მოვლის ინოვაციურ ტექნოლოგიას, რომელიც აერთიანებს სამ გაწმენდილ პეპტიდს. ისინი ხელს უწყობს კანში კოლაგენის ბუნებრივი გამომუშავების გააქტიურებას და ხელს უწყობს წვრილი ხაზებისა და ნაოჭების შემცირებას.

უნდა გამოვიყენოთ თუ არა ანტიოქსიდანტები კანის მოვლისთვის?

დიახ, აუცილებლად! იდეალური კომბინაციაა: ასტაქსანტინი და მოცვის ექსტრაქტი, SPF 50-თან ერთად
უნდა გამოვიყენოთ თუ არა ანტიოქსიდანტები კანის მოვლისთვის?

გამოიყენე ასტაქსანტინი კანის სასარგებლოდ

Wellosophy-ის კომპლექსი ასტაქსანტინი და მოცვის ექსტრაქტი აერთიანებს ანტიოქსიდანტებს, მათ შორის ბუნებრივ ასტაქსანტინს, მოცვის ექსტრაქტსა და C და E ვიტამინებს. C და E ვიტამინები ხელს უწყობს უჯრედების დაცვას ოქსიდაციური სტრესისგან. ასტაქსანტინი კი ხელს უწყობს კანის ელასტიურობის გაუმჯობესებას. *
*ეფუძნება დღეში 2–6 მგ ასტაქსანტინის მიღების შესახებ ჩატარებულ კვლევებს: Yamashita E. Food Style 21 9.9 (2005): 72; Tominaga K. და სხვ. Acta Biochimica Polonica 59.1 (2012); Ng QX. და სხვ. Journal of Dietary Supplements, ტ. 18, № 2 (2021): 169–182.

დაიცავი კანი ანტიოქსიდანტებით მდიდარი SPF-ის საშუალებით

Novage+ Proceuticals მრავალფუნქციური დამცავი კრემი SPF 50 ანტიასაკობრივი ეფექტითა და ანტიოქსიდანტებით მდიდარი, მსუბუქი ფორმულით უზრუნველყოფს კანის დაცვას UVA და UVB სხივებისგან, გარემოს დაბინძურებისა და თავისუფალი რადიკალებისგან. კანს იცავს ისე, რომ არ ტოვებს ხილულ კვალს.