Oriflame-ის კრეატორთა პროგრამა: სადამდე მიყავხარ შემოქმედებას?
გამოქვეყნებული: 24.09.2026 | ავტორი: Valeria Solonariგაინტერესებთ თუ რისი შექმნა შეუძლიათ ჩვენს ბიუთი პარტნიორებს? ისინი გვიზიარებენ იდეებს, საკუთარ ინდივიდუალობასა და ისტორიებს, რომელთა ნახვაც ნამდვილად ღირს. Oriflame-ის 2026-ის კრეატორთა პროგრამამ ბიუთი პარტნიორებს გამოწვევა შესთავაზა — ექციათ ყოველდღიური მომენტები შთამაგონებელ სოციალურ კონტენტად. მიღებულმა გამოხმაურებამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა!
რა არის Oriflame-ის კრეატორთა პროგრამა?
კონტენტ კრეატორთა პროგრამები ბიუთი საზოგადოებებს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი შემოქმედებითობა ორიგინალურ სოციალურ კონტენტად აქციონ. Oriflame-ის კრეატორთა პროგრამა სთავაზობს შესაძლებლობას შექმნან შთამაგონებელი კონტენტი და გახდნენ Oriflame-ის ოფიციალური გლობალური კრეატორების საზოგადოების წევრები.
იმისთვის, რომ თქვენი ნიჭი და შემოქმედებითობა შეამჩნიონ, მილიონობით გამომწერი არ გჭირდებათ. მთავარია, გქონდეთ საკუთარი ხედვა და სათქმელი, რომლის გაზიარებაც გსურთ. ეს პროგრამა ეძებს კონტენტს: საინტერესო ისტორიებითა და ორიგინალური იდეებით. გამომწერების რაოდენობაც შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს, თუმცა თქვენს შემოქმედებითობასა და პოტენციალს უპირატესობა ენიჭება.
როგორ მიიღო ჩვენმა საზოგადოებამ ეს გამოწვევა
წელს 27 ბაზრის 179-მა ბიუთი მეწარმემ 186 ვიდეო შექმნა და თითოეულმა მათგანმა გამოწვევას საკუთარი ხედვა და ინდივიდუალური მიდგომა შესძინა. პირველი იდეიდან საბოლოო მონტაჟამდე, ჩვენმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, თუ რამდენი შემოქმედებითი შესაძლებლობა ჩნდება მაშინ, როდესაც სილამაზე საინტერესო ისტორიას ერწყმის.თითოეული ნამუშევარი ჩვენმა შიდა ექსპერტებმა შეაფასეს, რის შედეგადაც ფინალურ სიაში 33 კრეატორი მოხვდა. შემდეგ კი ჩვენს გლობალურ ჟიურის მნიშვნელოვანი და ამავდროულად საინტერესო მისია დაეკისრა — შეერჩია ის კრეატორები, რომელთა თხრობის სტილი, ორიგინალურობა და სოციალური მედიისთვის დამახასიათებელი შემოქმედებითი მიდგომა მათ წლევანდელი წლის გლობალურ გამარჯვებულებს შორის ადგილს მოუტანდა.
გაიცანით ჩვენი 2026 წლის გამარჯვებულები
ცამეტი კრეატორი, ცამეტი განსხვავებული ხედვა. გაიცანით ბიუთი პარტნიორები, რომელთა შემოქმედებითობამ ჩვენი გლობალური საზოგადოების მასშტაბით განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო და მათ Oriflame-ის 2026-ის კრეატორთა პროგრამის გამარჯვებულებს შორის ადგილი მოუტანა. • Aleksandra Stoyanova — ბულგარეთი
• Samantha Ordóñez — ეკვადორი
• Nessren Talaat — ეგვიპტე
• Maria Reginioti — საბერძნეთი
• Izabella Martin — უნგრეთი
• Rakhimova Gulnara — ყაზახეთი
• Nurzada Imarova — ყირგიზეთი
• Hassna Nmissa — მაროკო
• Fiorella Nasha Capcha Zambrano — პერუ
• Isabel Luzio — პორტუგალია
• Georgiana Carmen Larisa Lavric — რუმინეთი
• Liuba White — გაერთიანებული სამეფო
• Iryna Yaremenko — უკრაინა
• Samantha Ordóñez — ეკვადორი
• Nessren Talaat — ეგვიპტე
• Maria Reginioti — საბერძნეთი
• Izabella Martin — უნგრეთი
• Rakhimova Gulnara — ყაზახეთი
• Nurzada Imarova — ყირგიზეთი
• Hassna Nmissa — მაროკო
• Fiorella Nasha Capcha Zambrano — პერუ
• Isabel Luzio — პორტუგალია
• Georgiana Carmen Larisa Lavric — რუმინეთი
• Liuba White — გაერთიანებული სამეფო
• Iryna Yaremenko — უკრაინა
კრეატორთა პროგრამიდან Cirque du Soleil-მდე
ყველაფერი მხოლოდ იდეითა და კამერით დაიწყო, თუმცა წინ გაცილებით მეტი ელოდებათ, ვიდრე ეკრანზე ჩანს. წლევანდელი გამარჯვებულები მიწვეულნი იქნებიან Cirque du Soleil-ის ცოცხალ შოუებზე, რათა ახლოს გაეცნონ არომატების და საშემსრულებლო ხელოვნების საოცარ სამყაროს ექსკლუზიური კადრების საშუალებით.
რადგან Oriflame ხდება Cirque du Soleil-ის ევროპასა და მექსიკაში გამართული გასტროლების ოფიციალური პარტნიორი, ეს ახალი გამოცდილება კიდევ ერთი ექსკლუზიური შესაძლებლობაა იმ მრავალ შესაძლებლობას შორის, რომლებსაც Oriflame-ის კრეატორთა პროგრამა შერჩეულ ბიუთი პარტნიორებს სთავაზობს.
ხოლო მათ, ვინც თვალს ადევნებდა ჩვენს კრეატიულ გამოწვევას და გაიფიქრა: „მეც ხომ შემიძლია ამის გაკეთება?“ — განაგრძეთ შემოქმედება! ვინ იცის, სადამდე მიგიყვანთ ის.
მზად ხართ, შემოქმედებითი შესაძლებლობები უფრო განავითაროთ?
Oriflame-ის კრეატორთა შემდეგი ისტორია შესაძლოა სწორედ თქვენით დაიწყოს! გახდით ბიუთი პარტნიორი, გაუზიარეთ საზოგადოებას თქვენი ორიგინალური იდეები და აღმოაჩინეთ, სადამდე შეიძლება მიგიყვანოთ თქვენმა სილამაზის ისტორიამ.