ჩაის ხის ზეთის გამოყენების 3 უჩვეულო გზა
გამოქვეყნებული: 03.05.2024 | ავტორი: Oriflame
ათწლეულების განმავლობაში ადამიანები იყენებდნენ ჩაის ხის ეთერზეთს ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად, კანის დაავადებების სამკურნალოდ და უსიამოვნო სუნის გასაქრობად. გაეცანით გზებს თუ როგორ გამოიყენოთ თქვენც ეს უებარი საშუალება!
ფრჩხილის სოკოს მკურნალობა
თუ ოდესმე გქონიათ სოკო, თქვენ იცით, რამდენად შემაწუხებელია ის. სოკო ხშირად ჩნდება დაბინძურებულ ზედაპირებზე ნესტიან, თბილ გარემოში, როგორიცაა სპორტული საშხაპეები ან საცურაო აუზები, რაც იწვევს სოკოს წარმოქმნას ფეხებსა და თითებზე. ის შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა გზით, მაგრამ ყველაზე ხშირად აღინიშნება სიწითლე, აქერცვლა ან ქავილი.
მაგრამ ნუ გეშინიათ, ჩაის ხის ფოთლებს ტრადიციულად იყენებდნენ ჭრილობების, დამწვრობისა და ინფექციების სამკურნალოდ. ის იდეალურა ფეხის სოკოს სამკურნალოდაც! დაამატეთ რამდენიმე წვეთი ჩაის ხის ზეთი ბამბაზე და წაისვით დაზარალებულ ადგილებში დღეში ორჯერ.
გაციების წამალი
ერთ-ერთი ყველაზე საშინელი და მოულოდნელი გამოვლინება გაციების დროს გაჩენილი წყლულია და სიწითლე ტუჩის და ცხვირის გარშემო. თუმცა, კარგი ამბავი არის ის, რომ ჩაის ხის ეთერზეთს შეუცლია გაციებით გამოწვეული დისკომფორტის მკურნალობა.
როგორც კი შეამჩნევთ პირველ ჩხვლეტას, რომელიც მიუთითებს წყლულის გაჩენაზე, მაშინვე დაიტანეთ ჩაის ხის ზეთი. წაისვით დაზიანებულ ადგილებში დღეში რამდენჯერმე, მაგრამ ყოველთვის მოერიდეთ პირის ღრუში ჩაის ხის ზეთის მოხვედრას, რადგან ის შეიძლება იყოს ტოქსიკური გადაყლაპვის შემთხვევაში! კიდევ ერთი რჩევა: დაიტენიანეთ ტუჩები დამატენიანებულით მკურნალობის პერიოდში, რადგან ჩაის ხის ზეთმა შეიძლება გამოიწვიოს ტუჩის კანის გამოშრობა.
კანის ხორცმეტი
მეორეს მხრივ, ჩაის ხის ზეთის რომელიც იწვევს კანი გამოშრობას შეიძლება სასარგებლო იყოს ხორცმეტის მოსაშრებლად. ეს არის წვრილი, ხორციანი წარმონაქმნები კანზე, რომლებიც ყველაზე ხშირად გვხვდება მკლავებზე, გულმკერდზე, კისრის ქვედა ნაწილზე და ქუთუთოებზე. მიუხედავად იმისა, რომ ისინი სრულიად უვნებელია, ბევრ უხერხულობას იწვევენ. თუმცა, თუ ჩაის ხის ეთერზეთს დღეში რამდენჯერმე წაისმევთ, კანის ხორცმეტები თანდათან გამოშრება და დაცვივდება.
გახსოვდეთ, რომ ჩაის ხის ეთერზეთი ძლიერი წამალია, ამიტომ არ წაისვათ იგი პირდაპირ კანზე, ყოველთვის გამოიყენეთ მცენარეული ზეთი გასაზავებლად.
ასე რომ, თქვენ გაქვთ - სამი ყველაზე საოცარი გზა კანის დაავადებების სამკურნალოდ ჩაის ხის ზეთის გამოყენებით. თუმცა, სასარგებლო თვისებების სია გრძელდება! დაათვალიერეთ ჩაის ხის პროდუქტების ჩვენი ფანტასტიკური ასორტიმენტი და შეიტყვეთ მეტი ამ უძველესი მცენარის სილამაზის უპირატესობებზე.
შეიძინეთ პროდუქცია