როგორ შევინარჩუნოთ მბზინავი მაკიაჟი მთელი დღე
გამოქვეყნებული: 20.02.2024 | ავტორი: Amanda Aleljung
გსურთ შექმნათ სრულყოფილი მბზინავი მაკიაჟი? ამის გაკეთების სხვადასხვა გზა არსებობს, თქვენი კანის ტიპის მიხედვით. ჩვენ ვკითხეთ ლონდონში მოღვაწე ვიზაჟისტებს პამელას და ანდრეას გვიზიარონ მთავარი რჩევები ხანგრძლივი ბრწყინვალების მისაღწევად.
"მნიშვნელოვანია, რომ მაკიაჟის წასმამდე კანი სწორად იყოს მომზადებული. რაც ხელს შეუწყობს მაკიაჟს უფრო დიდხანს დარჩეს კანზე და გაათანაბროს სახის ფერი. თუმცა, ჩვენ ყველას გვაქვს კანის სხვადასხვა ტიპი, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ მბზინავი იერის შექმნისას. წაიკითხეთ, რომ გაიგოთ, როგორ მოარგოთ მაკიაჟი თქვენს კანს“, - განმარტავენ პამელა და ანდრეა
ნაბიჯი 1: კანის მოვლა
ცხიმიანი ან კომბინირებული კანისთვის: "მატონიზირებელი სპრეი შესანიშნავი საშუალებაა, რადგან ის ამშვიდებს კანს და ათანაბრებს ცხიმის ბალანსს. შემდეგ ვიყენებთ მსუბუქ დამატენიანებელს სახის იმ ნაწილის გარდა რომელებიც ბუნებრივად ხდებიან ცხიმიანი." რამდენიმე წუთის შემდეგ, როცა შეიწოვება დაიტანეთ პრაიმერი სახის ცენტრში ფორების შესამცირებლად."
მშრალი კანისთვის: "დაიწყეთ ნაზი ამქერცლავით კანის მკვდარი უჯრედების მოსაშორებლად. შემდეგ დაიტენიანეთ კანი. ჩვენ ვიყენებთ სახის ნიღაბს ჰიალურონის მჟავით ღრმა დატენიანებისთვის."
ნაბიჯი 2: გამოკვეთა
ცხიმიანი ან კომბინირებული კანისთვის: "პრაიმერის წასმის შემდეგ T-ზონაზე ან სხვა ცხიმიან უბნებზე, წაისვით თხევადი ჰაილაითერი სახის ნებისმიერ ზონაზე, რომელიც გსურთ გამოკვეთოთ. ეს შეიძლება მოიცავდეს ლოყებს, წარბის ძვლებს, ცხვირის წვერს."
მშრალი კანისთვის: "კარგი რჩევაა თხევადი ჰაილაითერის შერევა თქვენს დამატენიანებელთან ბზინვარების გასაუმჯობესებლად. თუ ძალიან მშრალი კანი გაქვთ, ტონალური კრემის წასმამდე შეგიძლიათ მსუბუქად წაისვათ ჰაილაითერი მთელ სახეზე."
ნაბიჯი 3: მაკიაჟის ბაზა
"შემდეგი ნაბიჯი არის ოდნავ დაფარვა კანის ტონის გასათანაბრებლად. წაისვით თქვენი საყვარელი ტონალური კრემის მცირე რაოდენობა თითებით, მაგრამ მხოლოდ საჭირო ადგილებში და არა მთელ სახეზე. თითები ათბობს პროდუქტს და მაკიაჟი უფრო შეუფერხებლად შეერევა კანს.
წაისვით კორექტორი ნებისმიერ ადგილას, რომელიც მიდრეკილია ლაქების ან სიწითლისკენ, რომელსაც ტონალური კრემი ვერ ფარავს.
ნაბიჯი 4: დაამატეთ ფერი და გამჭვირვალობა
„გვირჩევნია ბრონზერის წასმა რბილი, მკვრივი ფუნჯით. მსუბუქად წაისვით ლოყებზე და ღაზვებზე, რაც შემატებს მათ მოცულობას.
გამოიყენეთ იგივე ტექნიკა კრემის ან თხევადი ფერუმარილის წასმისას, დაარეგულირეთ მათი განლაგება. "მრგვალი სახისთვის, ფერუმარილს ვიყენებთ ღაწვებზე უფრო ამაღლებული ეფექტისთვის, ხოლო თუ უფრო კუთხოვანი სახე გაქვთ ჯობია დაიტანოთ ლოყებზე."
ნაბიჯი 5: საბოლოო შტრიხები
"ეს არაჩვეულებრივი იერსახე რომ დაასრულოთ და მთელი დღე შეინარჩუნოთ, მნიშვნელოვანია თქვენი ყველა პროდუქტის დაფიქსირება. ჩვენ გვიყვარს კრემები და თხევადი პროდუქტები, რადგან ისინი ადვილად ერწყმის ერთმანეთს და აძლიერებს კანზე წასმული პროდუქტების ბზინვარებას.
ამიტომ, თუ ცხიმიანი კანი გაქვთ გირჩევთ გამოიყენოთ ფხვიერი პუდრი მცირე რაოდენობით იმ ადგილებში, სადაც არ გჭირდებათ ზედმეტი ბზინვარება. ხოლო მშრალი კანისთვის ეფქტურია სპრეის შესხურება.
გაეცანით მაკიაჟის მეტ ხრიკებს პამელასა და ანდრეას საიტზე www.pandamakeup.co.uk
შეიძინეთ პროდუქცია