სანამ დავიწყებთ, მოდით, გადავწყვიტოთ: ნებისმიერი სუნამო ჩაფიქრებულია, როგორც მთლიანი, თვითკმარი კომპოზიცია. ჩვეულებრივი სუნამოების შერევა შეგიძლიათ ექსპერიმენტის ან თამაშის სახით და იმისათვის, რომ მოდურმა ტექნიკამ ნამდვილად იმუშაოს, შენ გჭირდება არომატები, რომლებიც სპეციალურად დაშრევებისთვის არის შემუშავებული — მათი ნოტები იდეალურად ერწყმიან ერთმანეთს და ჰარმონიულად ერთიანდებიან მესამე, უნიკალურ სურნელში. მაგალითად, როგორც ახალი სერია Scentsational ორიფლეიმისგან.
შეაფასე შენი კოლექცია
თავდაპირველად შეარჩიე ველი ექსპერიმენტებისთვის. რთული პირამიდის მქონე გაჯერებული არომატები არ იმუშავებს: მგრგვინავი კოქტეილი მხოლოდ თავის ტკივილს გამოიწვევს. შერევისთვის საჭიროა მონოარმატები ერთი წამყვანი ნოტით: როგორც წესი, სუნამო მის სახელს ატარებს. ციტრუსი და ვანილი თითქმის ყველაფერს შეესაბამება, ყვავილები კი ფრთხილად შეუთავსე ერთმანეთს. თუ გსურს გააძლიერო გარკვეული ნოტი — მაგალითად, ჟასმინის — შეურიე სხვადასხვა არომატები მასთან.
დაატესტირე ქაღალდზე
შეეცადე შეაერთო არომატები, მათი თეთრ ფურცელზე შესხურებით, ერთ ჯერზე არა უმეტეს სამისა. ჩაატარე ექსპერიმენტები, სანამ არ იპოვი საინტერესო კომბინაციას — და მხოლოდ ამის შემდეგ შეიპკურე სხეულზე. თუ სუნი არაპროგნოზირებადად იქცევა კანზე, შეგიძლია მარტივად მოიშორო იგი ზეთის ან წყალგამძლე მაკიაჟის მოსაშორებელი საშუალებით.
ნამდვილი მაგია
წაისვი არომატები ყველაზე ინტენსიურიდან ყველაზე მსუბუქამდე. შეისხურე ისინი ერთსა და იმავე ადგილზე — მაგალითად, მაჯებზე — არ დაელოდო, სანამ წინა არ შეიწოვება კანში. ითამაშე ტექსტურებით: არომატები შეგიძლია შეურიო არა მხოლოდ ერთმანეთს, არამედ ტანის კრემს, სურნელოვან ზეთს ან ლოსიონს. სხვათა შორის, ტექსტურების შესახებ: შხაპის გელი და დეზოდორანტი ასევე შეეთავსება ერთმანეთს! შეარჩიე პროდუქტები ნეიტრალური არომატით, რათა მათ ხელი არ შეუშალონ კომპოზიციას.
ექსპერიმენტი ნამდვილად წარმატებული იქნება, თუ ამისათვის სპეციალურად შექმნილ არომატებს შეურევ. ტუალეტის წყალი Scentsational დამაინტრიგებელი არომატი გუარანას და ვარდის ნოტებით შეუხამე პარფიუმერულ სპრეის და შექმენი მესამე სრულიად განსხვავებული არომატი.