ბაზა:
ეფექტური გამწმენდი საშუალება
ზაფხულში კანი ოდნავ ცხიმიანი ხდება, ამიტომ საჭიროა წმენდის კორექტირება ერთი ნაბიჯით: მაგალითად, გამოიყენოთ გელი და არა სახის დასაბანი კრემი. ან კრემი, და არა ზეთი.
SPF-შემცველი კომფორტული დღის კრემი
ჩვენი ფსიქიკა ისეა მოწყობილი, რომ ყველანაირად გვეხმარება თავი ავარიდოთ უსიამოვნო სიტუაციებს - თუნდაც ეს მხოლოდ კრემი იყოს. მზისგან დამცავი საშუალებების ტექსტურები განსხვავებულია, და ღირს დროის დახარჯვა ისეთი პროდუქტის მოსაძებნად, რომელიც კომფორტული იქნება სიცხეში - ეს არის ერთადერთი გზა, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ უზრუნველყოთ საკუთარი თავი მუდმივი და სრული დაცვით (იმ შემთხვევაშიც, თუ გარეთ ტემპერატურა +30°C-ია და არ გსურთ რაიმეს გამოყენება კოსმეტიკური ჩანთიდან).
შამპუნი და კონდიციონერი მშრალი თმისთვის
ულტრაიისფერი გამოსხივება ანადგურებს თმის სტრუქტურას და ის უფრო ადვილად კარგავს ტენიანობას და პიგმენტს. ზაფხულისთვის საჭიროა მშრალითმისთვის განკუთვნილი პროდუქტების შეძენა: ისინი თითოეული თმის ღერზე ერთგვარ დამცავ საფარს, ე.წ. „შალითას“ ქმნიან, რომელიც ხელს უწყობს ტენიანობის შენარჩუნებას.
ეფექტური ანტიპერსპირანტი
მაგალითად, ეს ACTIVELLE ექსტრემალური დაცვისთვის, რომელიც ბლოკავს ოფლის სუნს სამ დღემდე ვადით და ახალ ციტრუსის პარფიუმს გვაგონებს. მაქსიმალური დაცვისთვის დაიტანე პროდუქტი მკაცრად მშრალ კანზე. შეგიძლია გაიმეორო ორჯერ, 15 წუთის ინტერვალით.
ვამატებთ სიტუაციის მიხედვით:
ზღვაზე
გსურს ცალკე ჩემოდნის ჩალაგება კოსმეტიკური საშუალებებით "ყოველი შემთხვევისთვის"? თავი ხელში აიყვანე, შეინარჩუნე სიმშვიდე! კონცენტრირდი მრავალფუნქციურ საშუალებებზე. სპრეი360° ხაზიდან საუკეთესოა სახისა და ტანისთვის, შეიცავს SPF 50 და ადვილად ნაწილდება. მზის დამწვრობის შემთხვევაში, თან იქონიე გამაგრილებელიჟელე (ამცირებს კანის ტემპერატურას 2°C- ით!), ხოლო სახისთვის - მკვებავიკრემი, რომელიც ექსტრემალურ შემთხვევაში იმუშავებს, როგორც SOS ნიღაბი.
ადამიანთა უმრავლესობა შვებულებაში ივიწყებს თმის მოვლის შესახებ, მაგრამ ისიც ხომ ზიანდება მზისგან, ქვიშისგან და ქლორისგან აუზში. დღისით დაიცავი თმა ხორბლისადა ქოქოსის შემცველი ზეთით, საღამოს კი მიანიჭე სიამოვნება დამატენიანებელი ნიღაბი-სმუზით. ორივე პროდუქტი წარმოდგენილია მინი ფორმატში, ასე რომ არ დაგჭირდება გიგანტური შეფუთვის წინ და უკან ტარება.
ქალაქში
სიცხეში იზრდება დატვირთვა ურბანული ეკოლოგიის მხრიდან: ზაფხულში ძლიერდება ავტომანქანების გამონაბოლქვი და გახურებული ასფალტის ანაორთქლები. ამიტომ ვეძებთ კრემსაღნიშვნითANTI-POLLUTION, რომელიც მთელი ამ კოქტეილისგან და, ამავდროულად, მზის სხივებისგან დაგიცავთ. თუ შენი კანი პიგმენტაციისკენ არის მიდრეკილი, შეანაცვლე პროდუქტი რბილი გამაღიავებელიკრემით ნიაცინამიდის (B3 ვიტამინის) საფუძველზე, რომელიც ზაფხულშიც კი უსაფრთხოა. ხოლო ცხიმიანი კანის შემთხვევაში, დაამატე სიგლუვის მიმნიჭებელისაშუალება.
მინი სამოსის ჩაცმისას, გინდა წამოიძახო: "ოჰ, დაფარე შენი ფერმკრთალი ფეხები"? ამაში სპრეი-ავტორუჯი დაგეხმარება. მასთან ერთად გამორიცხულია ლეოპარდის პრინტი სხეულზე, რადგან მოსახერხებელი დოზატორი პროდუქტის თანაბარი დატანების საშუალებას იძლევა.
ჩვენ ვიცით, რა სურს შენს მარცხენა ქუსლს. იგივე, რაც სურს მარჯვენას: მაშიებისგან ხსნა. თუ ახალი წყვილის გაწევა-გახალვათება ყოველ ჯერზე დრამატულ ისტორიად იქცევა, სცადე დამცავისპრეი. ის ქმნის ბარიერს ფეხსაცმლის ტყავსა და შიდა ზედაპირს შორის. მძიმე არტილერია - გელის ბალიშები ფეხსაცმლის უკანა ნაწილისთვის.
აგარაკზე / ლაშქრობაზე
«ბიუთი-შიმშილობა», ანუ სრული უარის თქმა კოსმეტიკაზე რამდენიმე დღის განმავლობაში ბოლო წლების ტენდენციაა და ბუნებაში გასვლა ამის კარგი საბაბი ჩანს. მაგრამ, მოდით, ვიყოთ რეალისტები. მაინც ვერ გახვალ იოლად მზისგან დამცავი სახისა და ტანის კრემის გარეშე - აირჩიე კრემი ტუბის ზომის პატარა შეფუთვაში.
ბიუთი-ასკეტებიც კი არ იტყვიან უარს ინტიმურ ჰიგიენაზე და აქაც ასევე არის მიგნება - კრემ-გელი ერთდროულად დაბანისთვის და პარსვისთვის. დაბოლოს, კიდევ ერთი მრავალფუნქციური საშუალება - ავოკადოსზეთი თმისა და ტანისთვის, რომელიც მოსახერხებელია ერთდროულად მშრალი კანის და გაყოფილი ბოლოების შერბილებისთვის.
ყოველი შემთხვევისთვის ჩააგდე ზურგჩანთში ყველაზე უბრალო დამატენიანებელიკრემი და დამამშვიდებელი ნიღაბი: თუ მოხდება კანის მზეზე "გადახურება", მადლობას გადაუხდი შენს შინაგან ბიუთიჰოლიკს.
ავტომანქანაში
ავტომანქანა ამ წლის განმავლობაში თითქმის მშობლიურ სახლად იქცა: მასში ვმგზავრობდით საკმაოდ იშვიათ მოგზაურობებში, ვჭამდით, ვმუშაობდით ... ეს სტრატეგიული ადგილი ცალკე კოსმეტიკურ ჩანთას იმსახურებს!
ჩადე ხელთათმანების განყოფილებაში მინი-კრემი ხელისთვის, მაგალითად, აი ეს, რომელიც მართვის მოწმობის ზომისაა. მზიან ამინდში აუცილებლად წაისვი SPF-შემცველი საშუალება, რადგან საქარე მინა UVA სხივებს ატარებს. და ყოველთვის გქონდეს საჭის ქვეშ (ოჰ, ხელქვეშ) უნივერსალური ბალზამი "ყველაფრისგან". ის შეიძლება გამოიყენო როგორც ტუჩებისა და კუტიკულისთვის, ისე დამწვრობის, ნაკბენების ან სიმშრალის დროს ... და უბრალოდ, როგორც სტრესის საწინააღმდეგო საშუალება - პიტნის სურნელი ამშვიდებს და ადუნებს.
დაუძლეველი საცობის შემთხვევაში, იქონიე ანტიოქსიდანტური ნაჭრის ნიღაბი: ანტიოქსიდანტები ხელს შეუწყობენ ეპიდერმისის შენარჩუნებას და გამონაბოლქვისგან დაცვას. ლამაზი კანისკენ მიმავალი მარშრუტი აგებულია!