თვალის გრაფიკული მაკიაჟი
ამ სეზონზე თვალებზე განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული: გრაფიკული ფორმები, ფუტურისტული ისრები და კონტრასტული ფერები. გააოცე გარშემომყოფნი განსხვავებული, მკვეთრი თვალის მაკიაჟით. ეძებე შთაგონების წყარო Louis Vuitton, Manish Arora, და Victoria Beckham-ის შეუდარებელ იმიჯში.
გამოკვეთილი ტუჩები
თვალის მაკიაჟი დღითი დღე უფრო თამამი და მკვეთრი ხდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ახალ სეზონზე დავივიწყოთ ტუჩების შესახებ! კაშკაშა ფერები, უჩვეულო "ომბრე" ტექნიკა და ფერადი მაკიაჟი – მოდის სათავეებში ექცევა. ჩვენ შთაგვაგონებს Jason Wu, Maison Margiela და Cushnie et Ochs ნათელი ფერები.
მკვეთრი ღაწვები DARING
დრეიპინგი – სეზონის ჰიტი! მაკიაჟის წასმის ეს ტექნიკა ჯერ კიდევ 80-იან წლებში იყო პოპულარული, მისი მეშვეობით გამოკვეთება სახის კონტური. 2017 წლის გაზაფხულ-ზაფხულის მოდის ჩვენებებზე Kenzo, Chanel და Adam Selman კოლექციაში, დრეიპინგის ტექნიკის სიჭარბემ დაიმსახურა დიდი სიმპატია.