გაზაფხულის შვიდი მთავარი ბიუთი-ტრენდი

ყველა წამყვანი მეიქაფ-არტისტები ამ გაზაფხულს შეჯერდნენ ერთ საკითხზე: აუცილებელია იყო გამორჩეული. ინტენსიური მაკიაჟი, სამშვენისები თმებში, მკვეთრი მანიკიური. წარმოგიდგენთ გაზაფხულის შვიდ ტრენდს, რომლებიც არ უნდა გამოტოვო.

ბზინვარება უფროსებისთვის
კაბები «მეტალიკი» – მოკლე და გრძელი, განაცხადია გაზაფხულის ტრენდზე  «არაფერი ზომიერი». ჩვენ განსაკუთრებით მოხარულები ვართ იმის თუ როგორ მუშაობს ეს წესი მაკიაჟზე. ოქროსფერი ტუჩის საცხი, მბზინავი ლენტები თმებში, ასევე მბზინავი თვალის ჩრდილები – ვიცმევთ ყველაფერ საუკეთესოს ერთად.

შთაგონების წყარო: Ashish, Prada, Giambattista Valli, Maison Margiela

სამკაულები თმაში
ამ გაზაფხულზე თმის სამშვენისები თამაშობენ უფრო მეტად მთავარ როლს ვიდრე თვითონ ვარცხნილობები. გაანთავისუფლე შენში მყოფი გოგონა, რომელსაც უყვარდა თავის პრინცესად წარმოდგენა. შეგიძლია დაიდგა ტიარა (უკეთესია ამ სეზონზე აქტუალურ კაბა-კომბინიზონთან ერთად). ან ვარცხნილობაში 70-იანი წლების სტილში: ნამდვილი ყვავილები, შეგიძლია გაილამაზო თავი თმის ლენტით, უფრო მოკრძალებული ადამიანებისთვის შესანიშნავი ვარიანტია ვარცხნილობა ბანტი. 


შთაგონების წყარო: Saint Laurent, Dolce & Gabbana, Lanvin, Diane von Fustenberg

მონოქრომული  მანიკური
მოლოდინის  მიუხედავად "ნეილ-არტით" გატაცება მოდურ დიზაინერებს არც ამ სეზონზე გამორჩათ. კლასიკური ფრენჩი ახალ გამაში და გეომეტრიული ფიგურები ფრჩხილებზე: ნახე ჩვენი ვიდეო და ისწავლე თავად მისი გაკეთება!


შთაგონების წყარო: Mugler, Markus Lupfer and Cushnie et Ochs

ცისფერი საზღვრები
ცისფერი ჩრდილები – მოდური პოდიუმების ნამდვილი შთაგონებაა ამ სეზონზე. ჩვენ ვხედავთ ამ ფერს ყველგან: თითქოს ცის ლაჟვარდის ნამსხვრევებმა გააწყო  ტანსაცმელი, აქსესუარები და გახდა მოდელების მაკიაჟის ნაწილი. იმისთვის, რომ იყო ტრენდული, შეუხამე  წამწამები ელექტრიკი ლურჯი ელფერით ნაზ ცისფერ კოსტიუმ-პიჟამას.


შთაგონების წყარო: Chanel, Roksanda Ilincic, Diane von Fustenberg, Missoni, Mary Katrantzou

წითელი არმია
ჩვენ ვხედავთ პოდიუმებზე დაბურულ წითელს Topshop Unique, მეწამულს Oscar De La Renta-სთან,  ხარის სისხლის ფერი Burberry Prorsu - ეს რიგი შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს. რაც შეეხება მაკიაჟს, Nina Ricci, Jason Wu და ასევე ვიქტორია ბექხემი ამტკიცებენ: წითელი ტუჩის საცხი ძველებურად რჩება Must Haves შორის.   


შთაგონების წყარო: Topshop Unique, Oscar De La Renta, Burbery Prorsum

ნაწნავებით
მოკრძალებულმა ნაწნავმა დიდი ყურადღება მიიპყრო ყველა მოდურ ჩვენებებზე. ახალ სეზონში ნაწნავი წარმოდგენელია აფრო- ნაწნავების სახით მსუბუქ ფრანგულ ვარიანტში და ასევე კლასიკური კუდის მრავალფეროვან სახეებში. ყველა ნაჩვენები ნაწნავებიდან ჩვენ ვირჩევთ ნაწნავ-სპირალს ახალია, ეფექტური და მისაწვდომი სახლის პირობებში. 

ჩვენს ვიდეო გაკვეთილში გაჩვენებთ როგორ გავიკეთოთ ასეთი ვარცხნილობა.

შთაგონების წყარო: Louis Vuitton, Hervé Léger by Max Azria, Céline, J.W. Anderson, Public School

კონსერვანტების გარეშე 
ჩვენ ვუწოდებთ ამ ეფექტს «სუპერმოდელის სახეს» - უნაკლო ტონი, იდეალური კანი, ოდნავ სიწითლის იერით და სრულყოფილი წარბების ფორმა იდეალურად ერწყმიან, როგორც შიშველ მხრებს, ასევე მკვეთრი ფერის ყვავილებს (როგორც Dsquared2).

შთაგონების წყარო: Michael Kors Collection, Alexander McQueen, DSquared2 








ტექსტი: ფოტო: Getty images