5 მთავარი შემოდგომის ტენდენცია

შეუმჩნეველი ბუნებრივი მაკიაჟი უთმობს პოდიუმს მკვეთრ და დრამატულ ბნელს: ქლიავისფერი ჩრდილები და მბზინავი საცხი ინაცვლებენ პირველ ადგილზე.

1. ვარცხნილობა "დისკოს" სტილში
აი დადგა ის დღე, როდესაც შენ მოგიხდება ცხელი "ბიგუდები" ან მაშა: დისკოს სტილი ისევ ურევს ტვინს და სულს, ხოლო ვარცხნილობები 80-იან სტილში ავსებენ პოდიუმებს ნიუ-იორკიდან მილანამდე.

მოდის ჩვენებაზე: Gucci, Lanvin, Louis Vuitton, Diane von Furstenberg 


2. ბლესკი და ბზინვა 
იმისთვის, რომ იყო ტრენდული ახალ სეზონზე სულ მცირედია საჭირო: მბზინავი ჩრდილები ან კონტურული ფანქარი თვალისთვის მბზინვი ეფექტით. ოდნავ დახარე ქუთუთო და წარმატება გარანტირებული გაქვს. 

მოდის ჩვენებაზე: Christian Dior, Peter Pilotto, Max Mara 

 

3. მუქი ტუჩები 
ამ შემოდგომით ჩვენ გვასულდგმულებს მუქი ჩრდილის ტუჩის საცხი – ქლიავისფერი ან საშიში შავი. თანაბრად მოსაწონი და ბოლოს გლამურული. 

მოდის ჩვენებაზე: Giambattista Valli, Burberry, Saint Laurent, Holly Fulton, Opening Ceremony

4. მბზინავი საცხი 
ტუჩის საცხი მბზინავი, გლამურული ეფექტით იზიდავს მზერას განსაკუთრებით უზადოა ღია ფერის კანთან.

მოდის ჩვენებაზე: Mary Katrantzou, Marni, Louis Vuitton, Fenty X Puma Rodarte, Christian Dior, Marni

5. წამწამები "ტვიგის" სტილში 
თოჯინის მსგავსი წამწამები ქვედა და ზედა ქუთუთოზე – 2016 წლის შემოდგომა-ზამთრის აბსოლუტური MUST-HAVE-ია!

მოდის ჩვენებაზე: Carven, Christian Dior, Nina Ricci





ტექსტი: ფოტო: Getty Images