ნიუდი: რაშია მისი თავისებურება?
ნიუდის მაკიაჟში გამოიყენება ბუნებრივი ფერები და ტექნიკის ხერხები, რომლებიც მხოლოდ ხაზს უსვამენ ბუნებრივ სილამაზეს. ახალი ნიუდი კი გვთავაზობს შემდეგ საფეხურზე გადასვლას: სილამაზეზე მუშაობას შიგნიდან. როგორ? ნაკლებად ზედმეტი მოძრაობები და კანის მოვლის მეტი მრავალფუნქციური საშუალებები. რომ შევაჯამოთ და განვაზოგადოთ: არ არის საჭირო სარკის წინ საათობით ტრიალი იმისათვის, რომ შესანიშნავად გამოიყურებოდე.
მდიდარი შინაგანი სამყარო
როდესაც თავს საუცხოოდ გრძნობ, ცხოვრება უფრო იოლი და სასიამოვნოა. დაიწყე მცირეთი: დაიძინე დღე-ღამეში არანაკლებ 8 საათისა და მიიღე დიდი რაოდენობით წყალი დღის განმავლობაში. ბოლოდროინდელი გადაღების დროს ჩვენ ვკითხეთ მოდელებს, როგორ ახერხებენ ისინი, რომ ასე კარგად გამოიყურებიან. აღმოჩნდა, რომ წყლის ბალანსის «კონტროლის» გარდა, ისინი დიდ ყურადღებას აქცევენ მასაჟს და კისრის კანის დატენიანებას: ეს ხელს უწყობს სახის ჯანსაღი იერის შენარჩუნებას. გაითვალისწინეთ და დაიმახსოვრეთ!
ნუ ართულებ
უამრავ ფუნჯებსა და ქილებს შორის დაიბენი, ცდილობ რა სამსახურში არ დაიგვიანო? ახალი ნიუდი — ეს არის მრავალფუნქციური პროდუქტების ნაკრები, რომელიც თავიდან აგაცილებს ზედმეტ ფაციფუცს. მაგალითად, სახის კრემ-ტონი The ONE A-Z Hydra SPF 30. დატენიანება, მსუბუქი დაფარვა და SPF-ფაქტორი — ეს მხოლოდ რამდენიმეა პროდუქტის 10+ უპირატესობიდან. ხაზი გაუსვი მზერას საყვარელი ტუშის მეშვეობით — და მზად არის!
შევაჯამოთ: ახალი ნიუდი — ეს არის ზრუნვა საკუთარ თავზე, დროის ეკონომია დილაობით და არჩევანი მრავალფუნქციურობის სასარგებლოდ. სილამაზე რეალური ცხოვრების პირობებში — ყველაფერი, როგორც ჩვენ გვიყვარს!