სინგაპური
თუ არ გაღელვებს სიცხე და მომატებული ტენიანობა, გაემგზავრე სინგაპურში: ის იდეალურად უხდება დასვენებას რელაქსის, განცხრომის სტილში. დინჯი, გამოზომილი რიტმი, ადვილად მისახვედრი ნავიგაცია, ტრანსპორტი, რომელზეც საათის გასწორება შეიძლება — თავს ისე კომფორტულად იგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. სწორედ აქ მდებარეობს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ბოტანიკური ბაღი: სალეკი მდელოების, იშვიათი ყვავილების და მოლივლივე ტბების 74 ჰექტარი, რომელიც იუნესკოს დაცვის ქვეშ იმყოფება. ადგილობრივი მცხოვრებნი 10 რელიგიას აღიარებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ უამრავი ულამაზესი ტაძარი მდებარეობს. ჩვენ გირჩევთ ეწვიოთ თუნდაც ერთს — მაგალითად, კონგ-მენ-სან-კარ-სის მონასტერს, სინგაპურის უმსხვილეს ბუდისტურ ტაძარს. კიდევ ეწვიე პლიაჟს, ადგილობრივ სამზარეულოს კი უმჯობესია ჩინურ კვარტალში გაეცნო.
კიპრი
გინდა ზღვა და ეგზოტიკა უფრო რბილ კლიმატში? გაემგზავრე დაივინგ-კრუიზში კვიპროსის სანაპიროს გარშემო: ზაფხულში აქ გაუსაძლისი სიცხეა, შემოდგომაზე და გაზაფხულზე კი — ზედ გამოჭრილია. მშვიდი ლარნაკა, კლუბური აია-ნაპა, მყუდრო პათოსი ან დედაქალაქური ლიმასოლი — აირჩიე ქალაქი შენი გემოვნების და შენთვის სასურველი გარემოს მიხედვით. რა უნდა გააკეთო კვიპროსზე? ისეირნო ძველი ქალაქის მყუდრო ქუჩებში, დატკბე უსუფთავესი ზღვით, შეისწავლო არქიტექტურა. გირჩევთ ომოდოსში წასვლას: ეს არის მთის სოფელი, რომელიც ცნობილია თავისი ღვინით. სწორედ აქ, 2016 წელს ჩატარდა ორიფლეიმი ოქროს კონფერენცია.
პალმა-დე-მაიორკა
დაისვენე მეფურად! წელს მსოფლიოს შოუ-ბიზნესის ვარსკვლავების და ესპანური სამეფო ოჯახის გარდა, მაიორკაზე ჩინებულად გაატარებენ დროს ორიფლეიმის უძლიერესი ლიდერები 2019 წლის ოქროს კონფერენციის ფარგლებში. გასაკეთებელი საქმეების სია (To-do list): დატკბე ჩანჩქერებით და ეგზოტიკური ცხოველებით ბუნებრივ ეროვნულ პარკში La Reserva, გადაიღო ფოტოსურათი «დედა, მე ღია ბარათზე ვარ!» ფორმენტორის კონცხზე, გადმოიხედო კონცხის მწვერვალიდან და კიდევ ერთხელ დარწმუნდე, რომ აქ განსაკუთრებული სილამაზეა, ეწვიო მაიორკის ცნობილ გამოქვაბულებს და დაუარო თანამედროვე ესპანური ხელოვნების ყველა მუზეუმს.
სტოკჰოლმი
შვედეთის დედაქალაქი — 14 კუნძული, რომლებიც ერთმანეთთან 57 ხიდით არიან დაკავშირებული — განუწყვეტელი ესთეტიკური აღტაცება არქიტექტურისგან და დიზაინისგან, სკანდინავიური სიდინჯის, ზომიერების და დიდი ქალაქის რიტმის თავისებური შერწყმა. გაისეირნე ძველი ქალაქის უბანში, ჩაიქროლე Ericcson Globe-ის შენობის პანორამულ ლიფტში, შეიხედე ნობელის მუზეუმში. სტოკჰოლმში არტ-გალერეების ყველაზე დიდი კონცენტრაციაა: აირჩიე ნებისმიერი, მაგრამ თუ საკმარისი დრო არ გაქვს, მაშინ გირჩევთ ყველაზე დიდით — Moderna Museet-ით დაიწყოთ. 2012 წელს სტოკჰოლმში გამართულ ორიფლეიმის ოქროს კონფერენციაზე ჩვენ პატივი დაგვდო და გვესტუმრა შვედეთის დედოფალი სილვია — გირჩევთ, მოინახულოთ სამეფო სასახლე, სადაც ის ცხოვრობს.
კეიპტაუნი
სამხრეთ აფრიკის მთავარი ქალაქი განგგმირავთ ველური ბუნების მრავალფეროვნებით. მისი ცენტრის შემოვლა ნახევარ დღეში შეგიძლიათ, ამიტომ გირჩევთ, მანქანა დაიქირავოთ და მთელს კაპის ნახევარკუნძულს შემოუაროთ: აქ უამრავი რამ არის სანახავი! ადი ე.წ. «მაგიდის მთაზე», რომელიც სახელგანთქმულია თავისი ბრტყელი მწვერვალით, გაისეირნე ბოტანიკურ ბაღში კირსტენბოშში, სცადე ანტარქტიდის დანახვა კეთილი იმედის (ნების) კონცხიდან და გადაიღე სელფი პინგვინთან ერთად კაჭრების პლაჟზე.
ლოს-ანჯელესი
კალიფორნიის დედაქალაქის მეგზურს ორი ან, თუნდაც სამი ასეთი სტატიის მთლიანად დაკავება შეეძლო. იმდენი შესაძლებლობები და შთაბეჭდილებებია — რომლიდან დავიწყოთ? დიდებული პლაჟების დაახლოებით 120 კმ, ასობით არტ-გალერეები, დიდების ადგილები კინოს მოყვარულთათვის და საუკეთესო რესტორნები მსოფლიოს ყველა კუთხის სამზარეულოთი: აირჩიე დასვენების მიმართულება და შეადგინე დეტალური გეგმა. აუცილებლად სანახავი ადგილების ჩამონათვალი (Must see): გადასახედი მოედანი ქალაქის ყველაზე მაღალ ცათამბრჯენზე Skyspace, გრიფინის ობსერვატორია შესანიშნავი ხედით ქალაქზე და უფასო ტელესკოპებით, სანტა-მონიკას პლაჟი და მუზეუმი LACMA.
სიდნეი
მზიანი პლაჟები და საუკეთესო სასერფინგო ადგილები, ტოტებგაშლილი ხეები სამეფო ბოტანიკურ ბაღში, სახელგანთქმული საოპერო თეატრი და ცისფერი მთები — სიდნეი გაოცებს თავისი კონტრასტებით. გინდა გაგიჟდე ველური ბუნების სილამაზისგან? გიყვარს ექსტრიმი? გაიარე ჰარბორ-ბრიჯის თაღზე, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ თაღოვანი ფორმის ფოლადის ერთმილიან ხიდზე.
ტოკიო
ტოკიოს თითოეული რაიონი სამართლიანად შეიძლება ჩაითვალოს ცალკე ქალაქად. თუ ტაძრები გიყვარს და გინდა ნახო, როგორ ცხოვრობენ ნამდვილი გეიშები, ეწვიე ასაკუსას. საყიდლებისთვის გინზაში გაემგზავრე, ხოლო იაპონური ქუჩის მოდა ხარაჯუკუში გელოდება. ძველებური ტაძრები, იმპერატორის სასახლე, ცათამბრჯენები, გადასახედი მოედნები — ტოკიოს გარშემო ხეტიალი რუკის და გეგმის გარეშე შეიძლება.
მაიამი
ფლორიდას შტატის მთავარი კურორტის ვარსკვლავური ლოკაცია — სახელგანთქმული მაიამი-ბიჩი თავისი მდიდრული მაღაზიებით, ღამის კლუბებით და ქათქათა თეთრი ქვიშით. მხოლოდ პლაჟით ნუ შემოიფარგლები, იცეკვე ლათინური რიტმების ქვეშ ნებისმიერ ღამის კლუბში, მოინახულე ანტიკვარიატის კოლექცია ვისკაიას ვილაში. ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი არტ-სივრცე არის ხელოვნების მუზეუმი პერეზი, რომელიც ფირმის Herzog & de Meuron შვეიცარიელი არქიტექტორების და დიზაინერების მიერ იყო აშენებული.
მალტა
მალტის ისტორიით ყველაზე უკეთ განიმსჭვალები ქალაქ მდივაში: პატარა ქალაქი, რომლის მოსახლეობა 300 ადამიანს შეადგენს, ღია ცის ქვეშ განლაგებულ მუზეუმს ჰგავს, აქ გახმაურებული სერიალის «სამეფო კარის თამაშის» რამდენიმე სერიაც კი არის გადაღებული. მოდური ნივთების შესაძენად უმჯოებესია დედაქალაქ ვალეტაში გაემგზავრო. ქალაქის მთავარი მოედანი 2010 წლის ოქროს კონფერენციის დროს გაფორმებული იყო ორიფლეიმის ლიდერების შესახვედრად: ისინი ვახშმობდნენ და წარმატებას ზეიმობდნენ ქალაქის შუაგულში.