1.სპორტული იმიჯი
სპორტული ტანსაცმელი უკვე დიდი ხანია, რაც ჩვენი გარდერობის ნაწილია, ხოლო სტორტული სტილის ტრენდი არ თმობს აქტუალობასა და პოზიციებს კვლავ. შეავსე იმიჯი სწორი აქსესუარებით, რათა დააბალნსო ის და მოუხდინო ყველა სიტუაციას, შოპინგზე თუ წვეულებაზე წასვლის დროს.
სტილისტის არჩევანი: სხვადასხვა ფერის საყურე-რგოლების ნაკრები , წელზე გასაკეთებელი ჩანთა.
რომან სნოუ, ორიფლეიმის ოფიციალური სტილისტი: «თანამედროვე ტრენდი - კომბინაცია სპორტული მაისურებისა და კედების ბამბის შარვლებთან ან მაღალწელიან ჯინსის შარვლებთან. დაუმატე მას აბსტრაქტურლი საყურეები-ბეჭდები, საათი და წელის ჩანთა, რათა შექმნა ტრენდული სპორტული იმიჯი ».
2. ტროპიკული პრინტები
როგორი ზაფხულიც არ უნდა იყოს შენი, ტროპიკული ტრენდისთვის ყოველთვის იქნება ადგილი. ტროპიკული პრინტი ჰარმონიულობაში გამოიყურება დიდი ქალაქის დეკორაციებში, თუ სწორად გამოიყენებ მას: სტილისტმა იცის, როგორ უნდა ატარო ის შეხვედრებზე, პაემანზე და მათ შორის ოფისში.
სტილისტის არჩევანი: შარფი პომპონებით (გაყიდვაში იქნება 1 ივნისიდან), ზღვის ჩანთა ტროპიკული პრინტით (გაყიდვაში იქნება 22 ივნისიდან).
რომან სნოუ, ორიფლეიმის ოფიციალური სტილისტი: «დაამატე შენს ძირითად გარდერობში პროპიკული სტილის აქსესუარები . გამოიყენე ისინი თეთრ ჯინსის შარვლებთან და მონოქრომულ კაბებთან. მაგალითად, შარფი ეგზოტიკური პრინტით შესაძლოა გახდეს შესანიშნავი აქსესუარი თავისთვის, ხოლო პალმის ფორმის საყურეები და სამკაულები იდეალურად მოუხდება პერანგსა და უბრალო თეთრ მაისურს. თანამედროვე და მრავალფუნქციური !»
3. მრავალფუნქციურობა
ამ ზაფხულს აქსესუარების შერჩევისას უპირატესობა მიანიჭე მრავალფუნქციურობას. არ არის აუცილებელი, რომ გამოიცვალო ტანსაცმელი ან შეცვალო იმიჯი რადიკალურად, თუ დღის გეგმები მოულოდნელად შეიცვალა: საკმარისია აქსესუარებით ტრანსფორმაცია.
სტილისტის არჩევანი: საათი გრძელი სამაჯური ტრანსფორმერით, ფირუზისფერი საყურეები მოსახსნელი საკიდებით, ფირუზისფერი ყელსაბამი.
რომან სნოუ, ორიფლეიმის ოფიციალური სტილისტი: «ეს ტრენდები ძალიან ახლოსაა ჩემთან, რადგან ამით შესაძლებლობა გვეძლევა, რომ შევქმნათ იმიჯი სწრაფად და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მისი რამდენიმე ვარიანტი. შეხედე ტრანსფორმერ აქსესუარებს, ეგზოტიკური პრინტის შარფებს, რომლებიც მარტივად შესაძლოა გადაკეთდეს თავის აქსესუარად. წელის ჩანთა კი შესაძლოა გამოიყენო, როგორც კლადჩი. არჩევანი საკმაოდ დიდია საზაფხულო აქსესუარების ორიფლეიმში ».
მიყევი საზაფხულო მოდის ტრენდებს ორიფლეიმთან ერთად!