როგორ აღნიშნავ ახალ წელს? მექსიკაში ჩვენ ავღნიშნავთ შობას ახლობლებთან ერთად და ვთამაშობთ «საიდუმლო სანტას», რაც ნიშნავს იმას რომ არ იცი თუ ვინ გაჩუქა საჩუქარი. ზეიმის დროს მივირთმევთ ტრადიციულ კვერებს ტამალე და ვსვავთ სასმელს, რომელსაც «პონჩო» ჰქვია და მზადდება რომისგან, ხილის წვენისა და თაფლისგან.
ვისთვის არჩევ საჩუქარს? ჩემი საუკეთესო მეგობარი მონიკასთვის
რას აჩუქებ? ვაჩუქებ კოლექციიდან ჩანთა-შოპერს ანუ ჩანთას საყიდლებისთვის და შეიკერს კოვზით, რომლითაც კოქტეილები მზადდება: იგი ყოველთვის შეძლებს თან ატაროს შეიკერი და აივსოს ენერგიით ყველგან სადაც არ უნდა იყოს.
სანდრა მარიჩი, რედაქტორი, დასავლეთ ევროპა
როგორ აღნიშნავ ახალ წელს? სტოკჰოლმში ჩემს ოჯახთან ერთად ტრადიციული შვედური საშობაო ვახშმით. ხოლო სამ საათზე შვედური ტრადიციით ვუყურებთ საშობაო შოუს Disney არხზე.
ვისთვის არჩევ საჩუქარს? ჩემი შვილებისთვის
რას აჩუქებ? ჩემს შვილებს უყვართ ანიმაციური ფილმი «ცივი გული», ამიტომ აუცილებელი სათამაშოების გარდა ვაჩუქებ შამპუნ-ბალზამს 2-1-ში «ცივი გული».
კირილ კუტალოვი, სილამაზის რედაქტორი, რუსეთი
როგორ აღნიშნავ ახალ წელს? ვინაიდან შობას რუსეთში ყველა არ აღნიშნავს, ჩვენი მთავარი დღესასწაული ახალი წელია. მე ყველაზე მეტად მიყვარს მისი სახლში აღნიშვნა მეგობრებთან ერთად. მივულოცავთ ერთმანეთს ,დავასაჩუქრებთ და გავალთ მთელი ღამით ქალაქში და ასე დილამდე.
ვისთვის არჩევ საჩუქარს? ჩემი უსაყვარლესი ადამიანისთვის.
რას აჩუქებ? კანის კომპლექსური მოვლის ნაკრებს Ecollagen – ეს საუკეთესო საშუალებაა აჩვენო შენი მისდამი დამოკიდებულება.
ადელინა ტომა, რედაქტორი, ცენტრალური ევროპა
როგორ აღნიშნავთ ახალ წელს? მე ტრადიციული შეხედულებები მაქვს იმაზე თუ როგორ უნდა აღნიშნო ახალი წელი და მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ვოცნებობ ამ დღეებში თბილ ქვეყნებზე, ყველაფერი ოჯახთან და მეგობრებთან ერთად ზეიმით სრულდება.
რას აჩუქებ? ვინაიდან ის სულ წასულია და დაძაბული გრაფიკი აქვს: შეხვედრები და მოგზაურობები მინდა ვაჩუქო ისეთი არომატი რომლის სურნელი მეგობრებს და მშობლებს მოაგონებს.