შუბლზე ჩამოყრილი თმა!

მზად ხარ ახალი იმიჯისთვის? აიღე მაგალითი ვარსკვლავებისგან და გაიკეთე მათი მსგავსი ვარცხნილობები.

გაშლილი თმა
მსახიობი და მოდელი: რიზ უერსპუნი

შუბლზე ჩამოყრილი თმა "ჩოლკა"იდეალურად გამოიყურება, თუ თქვენი თმა გაშლილია, ეს გამოკვეთს თვალებს და ღაწვებს.

 

ნაზი პანტერა
წამყვანი მოდელი: ნაომი ქემბელი

აჭრილი, შუბლზე ჩამოყრილი თმა ქმნის მაცდურ იმიჯს, რომელიც ასევე 70-იან წლებში იყო ძალიან პოპულარული. ის საუკეთესოდ გამოიყურება ტექსტურირებულ თმაზე: ცოტა ცვილი დაგეხმარება ასეთი ეფექტის შექმნაში.

 

ძალიან გავს "ჩოლკას"
მომღერალი და მოდელი: ტეილორ სვიფტი

ასეთი ვარცხნილობის "ჩოლკით" ძალიან მოსახერხებელია მგზავრობა, ასევე ეფექტურად გამიუყურება  წვიმიან ამინდში. ის საკმაოდ გრძელია, იმისათვის, რომ გადაიწიოთ ყურებზე ან  შეიკრათ კუდი. ეს ვარცხნილობა გამოკვეთს თქვენს თვალებს.

 

როგორც ჩანჩქერი
მოდელი: კარლი რეი ჯენსენი

კაშკაშა და შესამჩნევი.  სთხოვე შენს სტილისტს და აიჭერი "ჩოლკა" თავის შუა ნაწილიდან, კასკადური ეფექტის შესაქმნელად.

 



და არანაირი წარბი
მსახიობი და მოდელი: ჯესიკა ბილი

ოვალური ან საკუთხა ფორმის სახისთვის იდეალური არჩევანია სწორი "ჩოლკა". სქელი თმა, რომელიც ფარავს წარბებს (ბევრს უყვარს თმის ასეთი სიგრძე) - საუკეთესო იმიჯის გარანტიაა.

ტექსტი: