კეტრინი, კემბრიჯის ჰერცოგინია
კეტრინ ელიზაბეტ მაუნტბეტენ-ვინდზორი (ქალიშვილობაში კეტრინ მიდლტონი) გათხოვდა პრინც უილიამზე 2011 წელს და ეს იყო ერთ-ერთი თანამედროვე, ყველაზე მდიდრული სამეფო ქორწილი. მას შემდეგ წყვილს შეეძინა ორი შვილი. კეტრინი აქტიურადაა დაკავებული ქველმოქმედებით და უკვე მოხვდა მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანებს შორის. ეს არის ჟურნალი Time-ს ინფორმაცია. მისი ტიპიური მაკიაჟი საშუალო დაფარვისაა. ყავისფერი ფანქარი თვალზე და ცოტა ფერუმარილი ღაწვებზე. ამ სახისთვის მნიშვნელოვანია მოვლილი წარბები, ხოლო რაც შეეხაბა ტუჩებს შეიძლება დავტოვოთ ნეიტრალური. სევე ჩვენ მუდამ გვაოცებს მისი უზადო ვარცხნილობა.
ტაილანდის პრინცესა, სირივანავარი ნარირატანა
პრინცესა სირივანავარი ნარირატანა, კრონ პრინცის მახი ვაცირალონგკორნის ასული პარიზის – მოდის კვირეულის მუდმივი სტუმარია. მას უყვარს აქტუალური მაკიაჟი და მკვეთრი ფერები, მაგრამ ამასთან ერთად უზადო გემოვნება აქვს. ის გამოირჩევა იშვიათი უნარით ატაროს წითელი ტუჩის საცხი ექსტრა გრძელ წამწამებთან და ბრონზესფერი ელფერის ფერუმარილთან ერთად. ვარცხნილობის შესახებ ნუღარ ვილაპარაკებთ ყველაფერი უსიტყვოდაც ნათელია.
ირლანდიის დედოფალი რანია ალ-აბდულა
დიახ, ის პრინცესა კი არა – დედოფალია. მაგრამ ამის მიუხედავად რანია ალ-აბდულა ითვლება არა მხოლოდ ერთ-ერთ პროგრესულ ქალად ახლო არმოსავლეთში საზოგადოებრივ მოღვაწეთა შორის, არამედ მშვენიერების კერპადაც. მისი ყველაზე ცნობილი სახეა დედოფალივით ელეგანტური შერწყმა ვარდის ელფერის ტუჩის საცხის და ჩრდილებისა მკვეთრად გამოხატულ თვალებთან. ასეთი სახის შესაქმნელად შენ დაგჭირდება თხევადი კონტურული ფანქარი, (რანია მას იყენებს მხოლოდ ზედა ქუთუთოზე.) ბუნებრივი და ყავისფერი გამის დაბურული ჩრდილები ასევე სქელი ტუში წამწამებისთვის.
ნიგერიის პრინცესა, კეიშა ომილანა
კეიშამ პირველივე შეხვედრისას დაიპყრო ნიგერიის პრინცის კუნლე ომილანას გული. ყოფილი მოდელი და ქველმოქმედი უპირატესობას ანიჭებს სადა მაკიაჟს – მოვლილი, ახალგაზრდულად მბზინავი კანი და მკვეთრი წარბები. ასეთი სახის შესაქმნელად შენ დაგჭირდება მაკიაჟის ფუძე გამჭვირვალე დაფარვით, ცოტა ბზინვარება ლოყებზე და ბუნებრივი გამის ბლესკი ტუჩებზე.
შვედეთის პრინცესა, მადლენი
დედოფლის მოვალეობის შესრულების და ქველმოქმედების გარდა პრინცესა მადლენს ძალიან უყვარს ცხენოსნობა. შესაძლოა ამით აიხსნება მისი დედოფლის შესაფერისი გამორჩეულად ნაზი ვარდისფერი ლოყები და კანის იდეალური ტონი. მისი საყვარელი იმიჯია – მბზინავი თმები და გამოკვეთილი თვალები. პრინცესა მადლენი არ ხმარობს ჩრდილებს ქუთუთოებისთვის. ის უპირატესობას ანიჭებს ყავისფერ კონტურულ ფანქარს, რომელიც იდეალურად ერწყმის მის სახეზე ტუჩების ვარდისფერ ფერს. იგი მას ზოგჯერ ცვლის უფრო ღრმა წითელ და მოვარდისფრო ფერზე.