ტეილორ სვიფტის შეუდარებელი იმიჯი

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მომღერალი ტეილორ სვიფტი გამორჩეული სტილის მქონე ვარსკვლავია. რამდენიმე წლის განმავლობაში იგი თინეიჯერების კერპი იყო და დახვეწილი ქალბატონად იქცა. ჩვენ ყურადღებით გავეცანით მის მრავალფეროვან იმიჯს, საიდუმლოს ამოსახსნელად.

50-წლების გლამური

ჩვენ გვიყვარს ტეილორ სვიფტის "ბრენდული" წითელი ტუჩის საცხი თმის ვარცხნილობასა და  კატის "ისრებთან" სინთეზში. მისმა გამორჩეულმა და აქტუალურმა იმიჯმა  შემატა ჰოლივუდს  ახალი კლასიკური ცხოვრების ელფერი.


სმოუქი აის

"სმოუქი" თვალები ყოველთვის მოდაშია, თუმცა შესაძლებელია კლასიკურ მაკიაჟშიც შევიტანოთ მრავალფეროვნება, როგორც ეს ტეილორ სვიფტმა გააკეთა. "სმოკი" ქლიავისფერ ტონში, ტუჩის ბუნებრივი საცხი -  ფერმკრთალი კანის ტონთან ყოველთვის მიმზიდველია.

მეწამული ჩრდილები

ჩვენც გვსურს მოვსინჯოთ ასეთი მაკიაჟი. "სმოუქი" მეწამულ ფერებში და ტუშის რამდენიმე ფენა მეტი გამომხატველობისთვის.  ტუჩზე კი ბუნებრივი საცხი. შენ შეუდარებელი ხარ.

ბუნებრივი შუალედი


ტეილორი - გლამურული იმიჯის ოსტატია, მაგრამ  მისი ბუნებრივობა უფრო მიმზიდველია.ჩვენ მოგვწონს ტენდენცია არაფერი ზედმეტი, მხოლოდ ტუჩის მბზინავი საცხი და კონტურული ფანქარი.




ისრები

კლასიკური ისრები მოსწონს ყველას. იმისათვის, რომ ექსტრავაგანტულმა ისარმა არ გამოიწვიოს ვიზუალური დისბალანსი, ტეილორმა დაამატა ღია ვარდისფერი - ტუჩებზე და  დაგრძელებული წამწამები. ასეთი იმიჯით შეუდარებელი იქნები.

ტექსტი: ფოტო: Getty Images and Shutterstock