საზაფხულო არომატები: რედაქტორის არჩევანი

რაც უფრო ცხელი დღეებია, მით მეტად გინდება სიგრილე: ჩვენი სილამაზის რედაქტორებმა ამოირჩიეს ოთხი არომატი, რომლებიც არ მოგცემს საშუალებას დაიხუთო ამ ზაფხულს.

1. ზაფხულის ფერი
იდეალურია
მეგობრული საღამოებისთვის ჰაერზე

ზაფხულის დღეების მოახლოვებასთან ერთად მე ვინახავ მაცდურ და თბილი არომატის სუნამოებს ილანგ-ილანგისა და წითელი ჟასმინის ნოტებით – მე მინდა რაიმე მსუბუქი, ყვავილოვანი. ამ ზაფხულს აქტუალურია ფრეზიის არომატი – დახვეწილი და ცოტა მძაფრი. თუ შენ არ გჭირდება ექსპერიმენტები შენს განკარგულებაშია ყვავილოვანი არომატები, რომლებიც ასე კარგად ერწყმიან მსუბუქ კაბებსა და სარაფნებს.

ნოტები: ფრეზია, ფლერდორანჟი, პიონი, თეთრი ლილია
ჩვენ გირჩევთ: Giordani Gold Essenza

რჩევა: თმა დიდხანს ინარჩუნებს არომატის სურნელს – შეაბკურე ცოტაოდენი სუნამო სავარცხელს და დაივარცხნე თმა.

2. სისუფთავე და სიგრილე
იდეალურია:  ზაფხულისთვის ქალაქში

მუსკუსის ნოტა ხშირად გამოიყენება, როგორც საბაზისო – იგი აცოცხლებს სხვა ნოტებს და ეხმარება არომატებს დიდხანს დარჩეს კანზე. არომატები, რომლებიც მას შიცავენ ძლიერ განსხვავებულია, მაგრამ ჩემთვის თეთრი მუსკუსი არის გაზაფხულის დაწყების ნიშანი. ის მახსენებს ახალგარეცხილ თეთრეულის სურნელს და ქმნის სისუფთავის შეგრძნებას.

ნოტები: თეთრი მუსკუსი
ჩვენ გირჩევთ: Elvie Eau de Toilette

რჩევა: იმისთვის, რომ შენმა არომატმაა შეინარჩუნოს მდგრადობა, შეინახე ის გრილ მშრალ ადგილას.

3. ნაზი შარბათი
იდეალურია
ცეკვისთვის მთელი ღამის მანძილზე

ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარფიუმერული ტრენდი ამ ზაფხულში – ტკბილი მადისაღმძვრელი არომატი, ახალი ხილისაგან გაკეთებული ადვილად გამოგიკეთებს განწყობას, განსაკუთრებით ყვავილოვან ნოტებთან შერწყმისას -ზაფხულის წვეულებისათვის.

ნოტები: მარწყვი, ნესვი, მალინა, ვარდისფერი გრეიფრუტი, ფორთოხალი და ლიმონი
ჩვენ გირცევთ: VIP Night

რჩევა: დაიტანე არომატი შხაპის შემდეგ მანამდე ვიდრე ჩაიცვავ ტანზე - ეს არომატი დიდხანს ძლებს თუ მას ნოტიო სხეულზე დაიტან.

4. ოკეანის სუნთქვა
იდეალურია სანაპიროზე დასვენების დროს

ზღვის ნიავის მარილიანი ნოტა ყვავილოვან ნოტებთან შერწყმისას უჩვეულო და ძალიან აქტუალური თემაა.

ნოტები: ზღვის მარილი, ზღვის ელექსირი
ჩვენ გირჩევთ: Blue Wonders 

რჩევა: ყოველ წელიწადს ჩნდება ათასზე მეტი ახალი არომატი, რომელთა შორისაც აუცილებლად იპოვი საკუთარს!






ტექსტი: