საზაფხულო იმიჯი 5 წუთში
დისკო, ვინილი თუ კლასიკა? აირჩიე შენი ტექსტურის ტუჩის მბზინავი საცხი The ONE და დაანთე ცეცხლი დილამდე შენი საყვარელი მუსიკის ქვეშ: ის არა მარტო 6 საათს გაძლებს, არამედ შენს ტუჩებზეც იზრუნებს. თერმოჩამოსაბანი ტუში ყველაზე ცეცხლოვანი ცეკვების დროსაც არ გაიდღაბნება, ხოლო სიცოცხლით სავსე არომატი კი ყურადღების ცენტრში მოგაქცევს. მბზინავი ტუჩები, მეგამოცულობითი წამწამები და მარწყვის არომატის ნოტები შენს კანზე — ყველაფერი, რაც საუკეთესო საზაფხულო წვეულებებს ჭირდება!
მეტი დრამა გჭირდება? სცადე ახალი საშუალებები თვალებისთვის OnColour: დაიხატე ფერადი ისრები ორმხრივი ფანქრით, დაამატე მბზინავი ჩრდილები თვალის კუთხეში და ზედა ქუთუთოს შუა ნაწილში. და აი, მზად ხარ მილიონ ლაიქად შეფასებული სელფის გადასაღებად!
დილა წვეულების შემდეგ
შენ შესანიშნავად გაატარე დრო ამ ზაფხულს: დროა, რომ კანს აღდგენაში დაეხმარო. დაამატე საყვარელ კრემში მკვებავი ბუსტერი: ის კანს ხავერდოვნებას შესძენს. იმხიარულე მთელი ღამის განმავლობაში და დაღლილად გამოიყურები მნიშვნელოვანი საქმიანი შეხვედრის წინ? ბუსტერ-ენერგია დასახმარებლად ჩქარობს! ვერ გაუძელი ჩიფსების და მარილიანი ზეთისხილის ცდუნებას წვეულების სუფრაზე? განმაახლებელი ბუსტერი დაგიცავს გამონაყარისგან და ცხიმოვანი ბზინვარებისგან.
ნიღბის დადებას საბაბი არ სჭირდება. სასიამოვნო ტექსტურები, ბუნებრივი არომატები და მომენტალური ეფექტი — აირჩიე ნებისმიერი და დატკბი! ფორთოხალი და ლეღვი ბზინვარებისთვის, ბრინჯი, თეთრი ჩაი და თიხა ღრმა წმენდისთვის, პიტნა და ჟოლო აღდგენისთვის — ყველაფერი, რაც შენს კანს ესაჭიროება. მონო-ნიღბები მოსახერხებელია მოგზაურობისას თან წასაღებად, პატარა შეფუთვა ნებისმიერ კოსმეტიკურ ჩანთაში ჩაეტევა.
ბუნებრივად ლამაზი
წარმოიდგინე, რომ, როგორც ყოველთვის, შხაპს იღებ დილით და საღამოს — მაგრამ ახლა ამავე დროს შენ მსოფლიო ოკეანს გადარჩენაში ეხმარები! ბიოდეგრადირებადი (ბიოხრწნადი) ჩამორეცხვადი ფორმულების მქონე პროდუქტების ხაზი Love Nature ახალი პროდუქტით შეივსო, რომელიც შეღებილი თმისთვის არის განკუთვნილი: მის შემადგენლობაში არსებული შვრია და ბროწეული დაგეხმარება შეინარჩუნო თმის ჯანსაღი იერი და ფერის ბზინვარება. თუ ზაფხულს ქალაქში ატარებ, მაშინ აიღე ახალი შხაპის გელი Love Nature მკვეთრი ხილის არომატით და ვიტამინებით შენი კანის აღდგენისათვის.