იმ შემთხვევაშიც, თუ დილით მარცხენა ფეხზე ადექი, გამოსავალი არსებობს. ახალი ბუკეტი ხის და ციტრუსის აკორდით დაგეხმარება პირველივე ნოტებიდან ენერგიით დაიმუხტო და დღე სავსე ძალებით დაიწყო. ეს ყველაფერი ლიმონის ნოტაა — იგი მყისიერად ამხნევებს, ახალისებს და ზრდის კონცენტრაციას. სხვათა შორის, ეს არომატი — უნისექსია, ანუ უხდება როგორც მამაკაცებს, ისე ქალებს.
2. ტუალეტის წყალი Leader
დაძაბულობას გრძნობ? შეგიძლია გაისეირნო, რამე ტკბილი მიირთვა ან ღმად ისუნთქო — დამშვიდების უამრავი ხერხი არსებობს. გთავაზობთ კიდევ ერთს: არომატი ლავანდის, ჯავზის და კედარის ნოტით. გამოიყენე იგი ისეთ შემთხვევებში, როდესაც, ყველაფრისდა მიუხედავად, სიმშვიდის და ცივი გონების შენარჩუნება გჭირდება. ან უბრალოდ ისე.
3. პარფიუმერული წყალი Sublime Nature Tonka Bean
ლავანდის მსგავსად, ჟასმინიც დამაშვიდებელი ზემოქმედების მქონე არომატია, და ასევე ხელს უწყობს რწმენის, გულდაჯერებულობის შემატებას და ოპტიმისტური განწყობის შექმნას. საუკეთესო რეკომენდაცია — არომატი Sensual Jasmine ჟასმინის მთავარი ნოტით თეთრი ყვავილების და თეთრი მუშკის თანხლებით.
4. ტუალეტის წყალი Women´s Collection Sensual Jasmine
ნაცნობი განცდა: მოსაფიქრებელია გამოსავალი, მაგრამ თავში არაფერი მოგდით? გამოიყენე სუნამოები დარიჩინის ნოტებით. დარიჩინის სანელებლიან და თბილ არომატს ანტიდეპრესიული თვისებები გააჩნია და ტვინის აქტივობის სტიმულირებას უწყობს ხელს. ჩვენი არჩევანია — Sublime Nature ტონკის ცერცვით (ანუ ინგლისური ცერცვით), რომელიც გამოირჩევა ვანილის, ნუშის, დარიჩინის და კარამელის აკორდების თბილი გურმანული ჟღერადობით. მრავალფეროვანი არომატი თითქოს მეორე კანივით გეფინება და სასურველ კილოზე განგაწყობს.
5. პარფიუმერული წყალი Paradise
კიდევ ერთი არომატი კონცენტრაციის გასაზრდელად. ეს ყველაფერი ვარდისფერი პილპილის ნოტაა, რომელიც გამამხნევებელი და მასტიმულირებელი თვისებებით გამოირჩევა. ამას დაუმატე იორდასალამის და ჟასმინის, კედარის და მუშკის ყვავილოვანი აკორდი და — ვუალა, გამოსავალი ნაპოვნია!
6. ტუალეტის წყალი Venture
თავდაჯერებულობა, რწმენა, ნათელი აზროვნება და ცივი გონება — ასეთი შეგრძნების მიღწევაში დაგეხმარება პიტნის ბაღის არომატები კედარის ხის აკორდებთან, ბაზილიკის და ჯავზის (მუსკატის კაკლის) ნოტასთან შერწყმით. გამაგრილებელი, გამამხნევებელი არომატი მიზნების მიღწევისკენ გიბიძგებს, შთაგაგონებს და სასურველ სიმშვიდეს დაგიმკვიდრებს.