1. კანის გამწმენდი აპარატი SKINPRO
ზამთარში კანს არ ყოფნის დატენიანება და კვება — ეს ფაქტია. მაგრამ მანამ, სანამ კრემებსა და შრატებს გამოიყენებთ, უნდა მოიცილოთ კანის გარქოვანებული ფენა. ჩვენ მოგვწონს აპარატი კანის გასუფთავებისთვის SkinPro: რბილი ჯაგრისი-საცმი ღრმად ასუფთავებს კანს და ამასთან არ აზიანებს მას. შემდეგი ეტაპია — დატენიანება.
2. სახის მკვებავი ზეთი ECOBEAUTY
კანის აღდგენაში ზამთარში და მისთვის სირბილისა და სიმკვრივის დაბრუნებაში დაგეხმარებათ სახის ზეთი. ყურადღება მიაქციეთ Е ვიტამინით და ნუტრიენტებით მდიდარი სუპერმკვებავი ზეთი Ecobeauty ბამბის ექსტრაქტით და არგანის ორგანული ზეთით იდეალურად უხდება ღამის მოვლას.
3. ღამის ინტენსიური აღმდგენი ნიღაბი NOVAGE
თუ თქვენ ცხოვრობთ დედლაინიდან დედლაინამდე, გვიან იძინებ და ადრე დგები, შენი კანი არც თუ კარგად გამოიყურება. ჩვენ გირჩევთ მეტი იძინოთ ან კანზე მაინც იზრუნოთ. გამოიყენეთ ღამის ნიღაბი NovAge, რათა უზრუნველყოთ კანის ღრმა კვება და დატენიანება იმ საათებში, როდესაც ხდება კანის უფრო აქტიურად აღდგენა. ეს მეტია, ვიდრე უბრალოდ ნიღაბი, მატია, ვიდრე ღამის კრემი — აქტიური ფორმულა "წაშლის" დაღლილობის ნაკვალევს და მიანიჭებს კანს ბზინვარებას და დასვენებულ შეფერილობას დილიდანვე (თითქოს 8 საათიანი ძილის შემდეგ).
4. სახის აღმდგენი კაფსულები კონცენტრირებული ზეთებით NOVAGE NUTRI6
გსურს კანის განებივრება? გამოიყენე სახის კაფსულები, ყელისთვის და დეკოლტესათვის ერთი თვის განმავლობაში. კოქტეილი ექვსი ნატურალური ზეთისგან — ქუნჯუტის, ავოკადოს, ატმის კურკის, ლიმნანტესის, შავი მოცხარის და სოიოს პარკოსანების — მდიდარია ცხიმოვანი მჟავეებით, ლიპიდებით, ვიტამინებითა და მინერალებით. ასეთი ბიუთი-კურსი დაგეხმარებათ კანის აღდგენაში და ჯანმრთელი ბზინვარების დაბრუნებაში.
5. სპეციალური დამარბილებელი საშუალება
იცი თუ არა, რომ TenderCare — ნამდვილი მრავალფუნქციური საშუალებაა, რომლის გამოყენებაც შეიძლება ათობით სხვადასხვა ხერხით? აი, მაგალითად, სამი მათგანი.
6. ხელის დამცავი კრემი
არა მხოლოდ სახის კანი მოითხოვს მოვლას ზამთარში. ხელების კანი და ფრჩხილები ზიანდება ყველაზე მეტად. შეეჩვიე კრემის გამოყენებას ყოველი ხელების დაბანისა ან შხაპის მიღების შემდეგ. ჩვენ ძალიან გვიყვარს ხელების დამცავი კრემი «სინაზე» მაკადამიის ზეთით. ის ინტენსიურად ატენიანებს კანს, იცავს მას ზედმეტად გამოშრობისგან და ხელებს და ფრჩხილებს მოვლილ შესახედაობას ანიჭებს.
7. ხელის და ტანის მკვებავი კრემი «თაფლი და რძე – ოქროს სერია»
ულტრარბილი კრემი ტანისთვის რძისა და თაფლის ნატურალური ექსტრაქტებით უზრუნველყოფს კანის შესანიშნავ მოვლას მთელი დღის განმავლობაში: ინტენსიურად კვებავს, ატენიანებს და იცავს სიმშრალისგან. ეს სწორად ის არის, რაც ზამთარში გჭირდებათ!