ორშაბათი: მიეცი გეზი
კლასიკური სტილი, ლაკონური სამკაული, მუდამ მზადყოფნის მდგომარეობაში მყოფი სამუშაო დღიური — ეს დიდი მიზნების მიღწევის დროა. დაიწყე კვირა ბუნებრივი, თავდაჭერილი ფერებით.
ჩვენი არჩევანი: «ვარდისფერი»
სამშაბათი: მარტივი მოძრაობები
მეტი ენერგია გჭირდება? — სავარჯიშოდ გაეშურე! აირჩიე ნათელი ფერი, რომელიც არ გაფანტავს და არ გადაიტანს შენს ყურადღებას სპორტული რეკორდებიდან.
ჩვენი არჩევანი: «ცის ვაზი»
ოთხშაბათი: შეისვენე, გააკეთე პაუზა
გასაკვირი არ არის, რომ ოთხშაბათს პატარა პარასკევს უწოდებენ — დალაშქრე კაფე მეგობარ გოგონებთან ერთად და ასიამოვნე შენს თავს. მანიკური მეტალიკის ეფექტით და შესაფერისი ფერის სამკაული — სწორედ ის არის, რაც გჭირდება!
ჩვენი არჩევანი: «ბრწყინვალე ვერცხლისფერი»
ხუთშაბათი: გზა დაუთმე გაზაფხულს
თუ არ იცი, დღეს რა ჩაიცვა, შექმენი მარტივი იმიჯი ერთ ფერში და შეავსე იგი ფრჩხილების ლაქით შიმერით: ასეთი მანიკური უკვე აქსესუარია.
ჩვენი არჩევანი: «თაფლი»
პარასკევი: სიყვარულის დროა
პარასკევი საღამო საუკეთესო საბაბია პაემანზე წასასვლელად. აირჩიე ელეგანტური ფერი, რომელიც ნებისმიერ კოქტეილის სამოსს შეეფერება და იზიდავს მზერას.
ჩვენი არჩევანი: «კაშკაშა ბროწეული»
შაბათი: სულიერი საზრდო
ავანგარდისტი მხატვრის გამოფენა, კინომარათონი ან თანამედროვე თეატრალური დადგმა — შენი მანიკურიც ხელოვნების ნიმუში უნდა იყოს. რაც უფრო მკვეთრი და ნათელი იქნება, მით უკეთესი!
ჩვენი არჩევანი: «მუქი ალუბალი»
კვირა: აფრინდით ცაში
მიუძღვენი დრო საკუთარ თავს და დატკბი დამსახურებული დასვენებით. აკეთე მხოლოდ ის, რაც გსურს და ეძიე შთაგონება ახალი ლაქის ლაჟვარდ-ცისფერ ტონებში.
ჩვენი არჩევანი: «ნაზი ცისფერი»