ტენდენცია: გრაფიკული ისრები THE ONE

მაკიაჟის კონტურული ისრები ყოველთვის დარჩება მოდის კლასიკად პოდიუმზე. ბიუთი-ექსპერტები გვირჩევენ, რომ ბრმად არ გადავაკოპიროთ ტენდენციები და გრაფიკული ისრები ჩვენი სახის ფორმის მიხედვით დავხატოთ, რათა მაკიაჟი ჩვენს ინდივიდუალიზმს ასახავდეს.

მდიდარ შავ ისრებს შეუძლიათ სხვადასხვა განწყობის გადმოცემა, ქალურობის სიმბოლოდან თამამ იმიჯამდე, რის გამოც მათ ხშირად იყენებენ დიზაინერები პოდიუმის მაკიაჟის შექმნისას. ერთ შოუში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა სახის ნაკვთებისა და თვალის ჭრილის მქონე გოგონები, რაც ადასტურებს, რომ ნებისმიერი ფორმის ისრები აბსოლუტურად ყველას უხდება.

ნაბიჯი 1: იყავი ზუსტი

შექმენი მაკიაჟი, როგორც პროფესიონალმა! ინტენსიური შავი თვალის კონტურული ფანქარი-ლაინერი მოსახერხებელი ფლომასტერის ფორმატში, მარტივად ქმნის სწორ ისრებს და პროდუქტის დატანა ხდება წამწამების ძირამდე, ისე რომ არ რჩება ადგილი მათ შორის. დაიწყე ლაინერის წასმა თვალის შიდა კუთხიდან აპლიკატორის წვერის გამოყენებით, შემდეგ კი გაუყევი ქუთუთოს და დაიტანე მთელს სიგრძეზე. შენ შეგიძლია ნაზად გაწიო თვალის გარე კუთხე, რაც გაგიმარტივებს ხატვის პროცესს. როდესაც ბაზა მზად იქნება, შეგიძლია უკვე ისრის წვერზე იმუშავო. დაიწყე ისრის დახატვა თვალის გარე კუთხიდან, შექმენი სამკუთხედის ფორმა და დაუკავშირე ის საბაზისო ისარს ქუთუთოზე.

ნაბიჯი 2: თანხვედრა სრულყოფილ ტონთან

ინტენსიურმა მაკიაჟმა, დრამატული ისრებით შესაძლოა გაამძაფროს იერი, ამიტომ მაკიაჟის სხვა ნაწილები უნდა იყოს სადა. თხევადი ჰაილაითერის წვეთი შეურიე ტონალური ფუძეს, რათა მიიღო მბრწყინავი კანის ეფექტი ან დაამატე დამატენიანებელი კრემი მაკიაჟის ფუძის გაღიავებისთვის. შემდგომ კი, გაიკეთე მსუბუქი კონტურირება და წაისვი ცოტაოდენი პუდრი ცხირზე, ნიკაპსა და Т-ზონაზე.

 

ნაბიჯი 3: კლასიკის მოდერნიზაცია

თუ არჩევანს აკეთებ კლასიკურ ისრებზე, ნუ შეგეშინდება მას შეუთავსო თამამი აქცენტები - მაგალითად, ნათელი მანიკიური. პასტელური მეწამული ამ სეზონზე ისეთი აქტუალურია, ვიდრე ის ოდესმე ყოფილა!