ოკეანის სიღრმეები - დაუშრეტელი წყარო ძვირფასი ინგრედიენტებისა, რომელიც საჭიროა ჯანმრთელობისა და თქვენი კანის სილამაზისთვის. ქვირითის ექსტრაქტი, წყნარი ოკეანის ლამინარია და ზღვის ბუჩქისებური კამა აძლიერებს კანის დრეკადობას. წყალმცენარეები მდიდარია ანტიოქსიდანტებით, ხოლო ზოგიერთი მათგანი ისეთი როგორიცაა წითელი წყალმცენარე არა მარტო კარგია კანის ტენიანობის შესანარჩუნებლად არამედ ებრძვის თავისუფალ რადიკალებს, რომლებსაც მივყავართ კანის ადრეულ სიბერემდე.
ოკეანის საგანძური
ზღვის თემამ აქსესუარებსა და ტანსაცმელსაც არ აუარა გვერდი. თუმცა ტრანსფორმირდა მოდაშია არა როგორც მეზღვაურის არამედ ქალთევზის სახით. ეს კი ნიშნავს, რომ რაც უფრო მეტია ვერცხლი, რომელიც მოგვაგონებს თევზის ქერცლს, არეკლილს ფაქტურულ ქსოვილებში მით უკეთესი.
"ბუშტების" ძალა
ნებისმიერი პროდუქტი შეიცავს სახის მოვლის ძირითად ინგრედიენტს პლანეტაზე - ჩვეულებრივ წყალს. ახალი ტრენდი მოვიდა სამხრეთ კორეიდან, სადაც გამწმენდი საშუალებებს აკეთებენ გაზიანი წყლის გამოყენებით. სიახლის მომხრენი ვარაუდობენ, რომ ისინი უკეთ ამარაგებენ ჟანგბადით კანის ღრმა ფენებს.
Blue Wonders
პარფიუმერები არა ერთხელ ცდილობდნენ აესახათ თავის ქმნილებებში რომანტიკული მოგონებები ზაფხულზე. ამ ცდების შედეგი გახდა ზღვის მარილის ნოტა, რომელიც უფრო ხშირად აისახება მსუბუქი არომატების გულში და შთაგონებულია ოკეანის სტიქიით. დომიტი ბერტიე, ორიფლეიმის ახალი არომატის Blue Wonders შემქმნელმა შექმნა ზღვის ელექსირი - უნიკალური არომატული ელემენტი, რომელიც აღვიძებდა გრძნობებს და გონებას ზღვის მარილისა და წყალმცენარეების ექსტრაქტის შერწყმის შედეგად. თავის ახალ ქმნილებას დომიტი აღწერს ასე: «ეს რეალურად ზღვის,წყლის არომატია, რომელსაც მოაქვს სიმშვიდისა და ნეტარების შეგრძნება».
შეიძინე Blue Wonders
ჯანსაღი სხეული
ჩვენს ორგანიზმს აქვს უნარი გამოიმუშაოს ცხიმოვანი მჟავას უმეტესობა, რომელსაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ომეგა-3-ის გარდა. ისინი ეკუთვნიან აუცილებელ მჟავებს და შეიძლება ორგანიზმს მიეწოდებოდეს მხოლოდ საკვები პროდუქტებიდან, მაგალითად ცხიმიანი თევზი-ორაგულისგან. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტი, რომელიც მოიპოვება ზღვაში-სპირულინა, მოცისფრო მწვანე წყალმცენარე, რომელიც შეიცავს აუცილებელ ვიტამინებს და ამინომჟავებს. ასევე მიაქციე ყურადღება აქსტაქსანტინს – ეს უძლიერესი ანტიოქსიდანტი, რომელიც მოიპოვება წყალმცენარეებიდან ეხმარება კანს შეინარჩუნოს ახალგაზრდობა.
ცისფერის ყველა ელფერი
ცისფერ ფერთა გამა - სეზონის ყველაზე აქტუალური ფერი. მკვეთრი კობალტისფერი ქუთუთოებზე და მკვეთრი აკვამარინი მანიკიურში მხოლოდ ორი მაგალითია იმ ჩრდილების მრავალფეროვნებისგან, რომლებსაც ამ ზაფხულს ადგილი ექნება შენს კოსმეტიკურ ჩანთაში.