პატარა საჩუქრები: როგორ გავცეთ
კარგია, თუ საჩუქარი თავად ღირებულია. და თუ არა? მოიძიეთ საჩუქრები ლამაზ ყუთში მოთავსებული ან ყურადღება მიაქციეთ ცალკე პაკეტებს და სტიკერებს. მათი დახმარებით თქვენ უფრო ლამაზად მორთავთ სიურპრიზს.
შენთვის: საათი «Elegance», საყურე-ტრანსფორმერების ნაკრები, სამკაულების ნაკრები.
საყვარელი ადამიანისთვის: მამაკაცის საათი, ქამარი, საფულე ან შარფი.
შეფუთვა: სასაჩუქრე ჩანთა, სასაჩუქრე ყუთი, კალამი და სანიშნი.
პატარა დისთვის: სახის მოვლის ნაკრები Love Nature.
მეგობრისთვის: სპეცილური დამარბილებელი საშუალებების ნაკრები Tender Care.
დიდი საჩუქრები: რა ავირჩიოთ
ვარიანტი, თუ არ გინდათ დიდხანს იწვალოთ. სილამაზის ყუთები და ბიუთი-ბოქსები აქვს ყველა თავმოყვარე მარკას. აირჩიეთ პროდუქტები აღწერისა და შესახედაობის მიხედვით: არომატები, სახის და სხეულის კანის მოვლა ან დეკორატიული კოსმეტიკა — არჩევანი დიდია.
შენთვის, დედის ან დაქალისთვის: სილამაზის ყუთში შედის ყველაფერი ერთდროულად: ექვსი სრული ზომის პროდუქტი (ტუჩის საცხი, ფრჩხილის ლაქი, წამწამების ტუში, თვალის ფანქარი, ხელის კრემი და ფუტკრის ცვილის შემცველი დამარბილებელი საშუალება Tender Care), ცხრა სინჯი (ოთხი პარფიუმერული წყალი მამაკაცისთვის და ქალბატონისთვის, ტონალური ფუძე, დღის და ღამის კრემი Time restore (50+) და True perfection (25+). საიდუმლო საჩუქრის სახით ყუთში დამატებულია პროდუქტი-სიურპრიზი. არ გეტყვით, რა არის იქ!
თუ თქვენ გსურთ აჩუქოთ ნამდვილად ძვირადღირებული საჩუქარი და ბიუჯეტიც ამის საშუალებას გაძლევთ, აირჩიეთ ნაკრებები NovAge ან Ecobeauty. კანის კომპლექსური მოვლის ყველა ექვსი პროდუქტი შეფუთულია თეთრი ფერის ყუთში და დიდებულად გამოიყურება ნაძვის ხის ქვეშ.
ნებისმიერი ბიუჯეტისთვის
ასეთი საჩუქრების ფასი არ აღემატება კაფეში ერთი ფინჯანი ყავის ან ბიზნეს-ლანჩის ღირებულებას და შესაფერისია კოლეგისთვის, ნაცნობისთვის ან პოლიკლინიკის ექიმისთვის პრეზენტის გასაკეთებლად. ლამაზი, არც თუ ძვირი და პრაქტიკულია.
საჩუქრების ნაკრებები: «Christmas Wish», «Spiced Citrus», «MOANA», «Aloe Vera», «პიტნა და ჟოლო».
მოგონებებისთვის
არომატი — განსაკუთრებული საჩუქარია. ჩვენ არ ვყიდულობთ სუნამოს ყოველდღიურად, ხომ ასეა? ლამაზად შეფუთული, დახვეწილ ფლაკონში, სწორად არჩეული არომატი ნიშნავს, რომ ადამიანს, რომელსაც მას ჩუქნით, განსაკუთრებული ადგილი უკავია თქვენს გულში.
უპირველეს ყოვლისა შეეცადეთ უკეთ გაიცნოთ ადამიანი, მისი ხასიათი. ასევე შეგიძლიათ ორიენტირის სახით დაიხმაროთ არომატები, რომლებსაც ისინი უკვე იყენებენ – და თუ მაინც ეჭვი გეპარებათ, შეიძლება თავიდან პატარა ფლაკონი შეიძინოთ. თუ თქვენ საშუალება არ გაქვთ გასინჯოთ არომატი სანამ შეიძენთ, წაიკითხეთ გიდის რჩევები, როგორ უნდა შევიძინოთ არომატები ონლაინ რეჟიმში!
გირჩევთ: My Destiny, Eclat Mademoiselle, Giordani Gold Notte, Paradise Man.