შეეგებე ახალ პრემიალურ არომატს Giordani Gold

შენი საყვარელი არომატების ხაზში გაჩნდა სიახლე გრძნობადობის და ინოვაციის გზაჯვარედინზე. ჩვენ გიამბობთ, თუ რატომ სჭირდება ყველა ქალბატონს Giordani Gold Essenza Sensuale.

 

პარფიუმერიის თანამედროვე ტრენდებში ნათქვამია: სულაც არ არის აუცილებელი მხოლოდ ერთი სუნამოს გამოყენება და მისი შერჩევა ერთხელ მთელი სიცოცხლის მანძილზე. სურნელი შეიძლება და უნდა შეიცვალოს სეზონიდან, საბაბიდან გამომდინარე და იმისდა მიხედვით, თუ როგორი მოდა არსებობს გარკვეულ ნოტებზე — და, სულაც უბრალოდ განწყობის მიხედვით. Giordani Gold-ის არომატების ხაზში გამოჩნდა სიახლე განსაკუთრებული შემთხვევებისთვის, როდესაც გებადება სურვილი იგრძნო თავი წარმოუდგენლად ლამაზად, მგრძნობიარედ და სასურველად. ის არ უნდა დაიპკურო ოფისში ან მეგობრებთან ერთად სეირნობისას — დაე, ეს ფლაკონი გახდეს შენი ფარული და ნამდვილი საიდუმლო იარაღი.

შედევრი ორიგინალში
Giordani Gold Essenza Sensuale გულში არის ფლერდორანჟი Essenza® (ფორთოხლის თეთრი ყვავილი), რომელიც ექსკლუზიურად ორიფლეიმისთვის არის შექმნილი. ფლერდორანჟი ფორთოხლის ხის ყვავილებიდან მიიღება: მათი ნატიფი და დახვეწილი არომატი წააგავს ჟასმინს, რომელიც უფრო დათაფლული ნახევარტონებით არის შემოსაზღვრული. რენესანსის ეპოქაში ფლერდორანჟი მთავარი სამეფო არომატი გახდა: იმ ხანად ყველა დიდგვაროვანი ქალბატონი სწორედ მას სცემდა თაყვანს. ჩვენს ახალ პროდუქტში ფლერდორანჟი თითქოს მოჩარჩოებულია გარდენიის, ბურბონის ვანილის და სანდალოზის ხის ნოტებით, რაც აძლიერებს კომპოზიციის სიღრმეს და სენსუალურობას.

 

მგრძნობიარე შეხება
პირველად ორიფლეიმში, სუნამო მოქცეულია ინოვაციური აპლიკატორის მქონე ფლაკონში, რომელიც მის თითოეულ დაპკურებას განსაკუთრებულ, სენსუალურ რიტუალად გადააქცევს: ეს არის საბაბი იმისათვის, რომ დაყოვნდე, განიცადო დიდებული არომატის წვეთების ალერსიანი შეხება კანზე, შეიგრძნო მისი ნოტები და დახვეწილი წახნაგები. თავსახურში მოქცეულია სპეციალური პიპეტი, რომელიც ივსება არომატით და აფრქვევს მას მხოლოდ კანთან კონტაქტის დროს. უბრალოდ შეეხე მაჯისცემის წერტილებს: კისერს, მაჯას, ყურების უკანა არეს, იდაყვის შიგნითა მხარეს. დაახურე თავსახურავი და პიპეტი კვლავ შეივსება.

როგორ გავახანგრძლივოთ საყვარელი არომატით ტკბობა? შეინახე ფლაკონი ბნელ და გრილ ადგილას: გარემოს აგრესიული ზემოქმედებისგან რთული კომპოზიცია შეიძლება შეიცვალოს და სიღრმე დაკარგოს. კაშკაშა მზის სინათლე, ტენიანობა, სიცხე და ტემპერატურის ცვალებადობა — სუნამოს მთავარი მტრები არიან, ამიტომ ფანჯრის რაფა და სააბაზანო ოთახი არ არის შესაფერისი ადგილი მის შესანახად. დაიტანე იგი დაუყოვნებლად შხაპის მიღების შემდეგ და დატენიანებულ კანზე. შეგიძლია რამდენიმე წვეთი დაამატო სუფთა ნოტიო თმაზე: არომატი დარჩება მთელი დღის განმავლობაში.

ტექსტი: ფოტო: Oriflame